უცნაური

კლინიკური სიკვდილი,გარდაცვლილთა ხედვა

d6f62c292588

კლინიკური სიკვდილი- ეს გარდაცვალების ბოლო ეტაპია.ერთ-ერთი აკადემიკოსი ამბობს- “კლინიკური სიკვდილი უკვე სიცოცხლე აღარ არის,მაგრამ არც სიკვდილია.ბილოგიური თვალსაზრისით ეს მოვლენა ანაბიოზს გავს,მაგრამ მთლად იდენტურიც არ არის”…

კლინიკური სიკვდილი არის რევერსული მდგომარეობა და თვითონ ფაქტი იმისა,რომ ადამიანი ვეღარ სუნთქავს ან სისხლმიმოქცევა აღარ აქვს,არ არის სიკვდილის დადგომის ფაქტი.

კლინიკური სიკვდილის ნიშნებს შეგვიძლია განეკუთვნოს:

სუნთქვის არარსებობა
გულისცემის არარსებობა
თვალების შუქზე რეაგირების არარსებობა
გენერალიზირებული სიმკრთალე ან გენერალიზირებული ციანოზი

კლინიკური სიკვდილის ხანგრძლივობა განისაზღვრება ვადით,რომლის დროსაც ტვინის გარკვეული ნაწილებს შეუძლიათ სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნონ ანოქსიის პირობებში.კლინიკური სიკვდილის დახასიათებისას,აკადემიკოსი ვ.ა. ნეგოვსკი გამოყოფს ორ ვადას.პირველი ვადა კლინიკური სიკვდილისა გრძელდება 5-6 წუთი….და არის მეორე ვადა,რომელთანაც ექიმებს უწევთ “შეხვედრა” დახმარების გაწევის ან სხვა სიტუაციების დროს.მეორე ვადა შეიძლება გრძელდებოდეს წუთის მეათედები.

რამოდენიმე წლის წინ,გაზეთებში გამოქვეყნებული იქნა სტატია,პატარა ნორვეგიელ ბავშვზე,რომელიც ციგაზე კატაობდა ყინულზე და ყინულში ჩავარდა.იგი ამოიყვანეს 40 წუთის შემდეგ და ექიმმა შეძლო მისი ყველა სიცოცხლის ფუნქცია აღედგინა!ეს სასწაულია.

თუ კი რეანიმაციაში ვერ უშველეს ადამიანს,ან დააგვიანეს,დგება ბიოლოგიური ან ნამდვილი სიკვდილი.ამ დროს ადამიანის “მობრუნება” უკვე შეუძლებელია.

ეს კი ადამიანების მონაყოლი,ვინც ეს საშინელება გადაიტანა:

გორი.17 წლის.
გარდაიცვალა ლეიკემიით.
“მე დავინახე,პალატაში როგორ შემოდიოდნენ ექიმები,მათთან ერთად ბებიაჩემი.თავიდან გამიხარდა,რომ იგი მოვიდა ჩემს მოსანახულებლად,მერე კი გამახსენდა,რომ ბებია უკვე გარდაიცვალა.ძალიან შემეშინდა.შემდეგ შემოვიდა რაღაც უცნაური ფიგურა შავებში…მე ტირილი დავიწყე…..ბებიამ კი მითხრა”ნუ ტირიხარ,ჯერ დრო არ არის”…და აი ამ დროს გონზე მოვედი.

ალექსანდრე.40 წლის.
გარდაიცვალა თირკმლის დაავადებით.
“თითქმის არაფერი არ მახსოვს,მხოლოდ მუსიკა.ძალიან ხმამაღალი,ჰგავდა რომელიღაც მარშს ძველი კინოდან.მე გამიკვირდა კიდეც,სერიოზული ოპერაცია მიმდინარეობს,აქ კიდე მაგნიტოფონი მთელ ხმაზე ბღავის.მერე მივხვდი,რომ მუსიკა რაღაც უცნაური ხდება.კარგი,მაგრამ უცნაური.რაღაცნაირი,არაბუნებრივი.ასეთი არასდროს მომისმენია…ამას ვერ ავხსნი,მაგრამ ხმები ძალიან არაადამიანური იყო”

ანდრეი,52 წლის.
ინფარკტით გარდაიცვალა.
“მე ვხედავდი ჩემს თავს ზევიდან და გვერდიდან.თითქოს რაღაცამ ზევით ამწია და ჭერზე მიმაკრა.მე დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდი,თუ როგორ ცდილობენ ექიმები და მედდები ჩემს გაცოცხლებას.თან მეცინებოდა,ვფიქრობიდ,რა კარგად დავიმალე აქ ყველასგან-თქო.მერე თითქოს რაღაცამ ისევ სხეულში შემიწოვა.”

ყველა მოგონება იმ ხალხის,რომლებმაც კლინიკური სიკვდილი განიცადეს,დოკუმენტირებულია ექიმების მიერ,მთელ მსოფლიოში.ათასობით ჩანაწერი წიგნშია გამოქვეყნებული.

არ ვიცი დავუჯერო თუ არა მათ ნაამბობს,თუმცა მსგავსი ამოუცნობი ფენომენი აღინიშნება მსოფლიოს ყველა კუთხეში…იქნებ თქვენ იცით მსგავსი შემთხვევა,საქართველოში…კომენტარებში დატოვეთ აუცილებლად.ძალიან მაინტერესებს.

BY ნაწკა

მსგავსი ამბები

Back to top button