ახალი ამბებიგასართობიუცნაური

მექსიკელი ნარკობარონის საიდუმლო გვირაბები


მექსიკელი ნარკობარონის საიდუმლო გვირაბები.

თებერვალში დააპატიმრეს მექსიკის ყველაზე ცნობილი ნარკობარონი – ხოაკინ ჰუსმანი, კრიმინალური სამყაროს ლეგენდა, რომელიც 2009 წელს მოხვდა მილიარდელების სიაში ჟურნალ “Forbes”-ის აზრით. ჰუსმანი შედიოდა ამერიკის შეერთებული შტატების და მექსიკის ძებნილთა სიაში და ხელმძღვანელობდა “კარტელ სინალოა”-ს.

მთავრობა დიდხანს უთვალთვალებდა ჰუსმანს. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ ჰუსმანი იმალებოდა ქალაქ კულიაკანის ერთ-ერთ რაიონში – შტატ სილანოას დედაქალაქში. 2014 წლის თებერვლის შუაში გაირკვა, რომ ნარკოკარტელის ლიდერი იმალებოდა შვიდი სახლიდან ერთ-ერთში თავის ახლობლებთან ერთად. ყველა მათგანი იყო გაკეთებული ერთი პრინციპით: შესასვლელები დაცული იყო არმირებული კარებებით, ხოლო სააბაზანო ოთახიდან იყო გაყვანილი გვირაბები ქალაქის კანალიზაციაში.

ფოტოგრაფმა დენიელ ბეჩერილმა შეიხედა ჰუსმანის საიდუმლო გვირაბებში, რომლებიც მას არაერთხელ გამოუყენებია ნარკოტიკების გადატანისთვის და გაქცევისთვის.

მექსიკელი ქვეითი წევს ვანას, რომლის ქვევით არის შესასვლელი გვირაბში და გასასვლელი კანალიზაციაში. ვანა არის ხოაკინ ჰუსმანის ერთ-ერთ სახლში – კულიაკანში. ჰუსმანი არავინ იყო და გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკობარონი ისტორიაში. გასულ შაბათს ჰუსმანი დააკავეს კურორტ მასატლანის სანაპიროზე. რამდენიმე დღით ადრე ჰუსმანმა მოახერხა გაქცევა სამხედროებისგან სწორედ, რომ ამ გვირაბებითა და კანალიზაციით.

კანალიზაციიდან გასასვლელი, რომელიც გადის ჰუსმანის ერთ-ერთი სახლის ქვემოთ.

ჟურნალისტი რკინის კართან, რომელიც გადის ქალაქის საკანალიზაციო სისტემიდან ჰუსმანის ერთ-ერთი სახლის ქვემოთ.

ჟურნალისტები ფარნებით მიდიან საკანალიზაციო მილით გვირაბისკენ, რომელიც არის ჰუსმანის სახლის ქვემოთ.

ამ კიბიდან გასასვლელი არის სწორედ, რომ იმ აბაზანის ზემოთ პირველი სურათიდან.

იმ ვანის ფსკერი.

ხოაკინ “ჩაპო” ჰუსმანის ერთ-ერთი სახლის ქვემოთ იყო საიდუმლო გვირაბი.

გვირაბი, ჰუსმანის სახლიდან ქალაქის კანალიზაციაში.

ჰუსმანის საიდუმლო “პირადი” გვირაბი, რომელიც გამოიყოფა ქალაქის კანალიზაციისგან რკინის კარით.

საკანალიზაციო სისტემის ნაწილი, რომელიც მიდის ჰუსმანის სახლისკენ.

მექსიკელი სამხედრო კანალიზაციაში.

მექსიკელმა სამხედროებმა დიდი ყურადღებით შეამოწმეს საიდუმლო გვირაბები, რომლებიც გამოდიან ჰუსმანის სახლებიდან.

მექსიკელი სამხედრო ხოაკინ ჰუსმანის ერთ-ერთი სახლის საძინებელში.

loading...
თეგები
Close
Close