არქივი

ფერარი 599 GTB ფიორანო

06e886e3c315

ვიწყებ სერიულ პოსტებს “ოცნები ავტომობილები”… დღევანდელი დღის გმირია ფერარის უმშვენიერესი მოდელი 599 GTB.

ფასი : 264 034 დოლარი
ძრავა : 620 ცხენის ძალა, 6.0 ლიტრი, 12 ცილინდრი
0 – 100 კმ/სთ : 3.2 წამი
მაქსიმალური სიჩქარე : 330 კმ/სთ

“ფერარი” ძარის შუა ნაწილში განლაგებული ძრავის მქონე “ბერლინეტას ბოქსერია” და “ტესტაროსას” შემდეგ “დიდ ავტომობილებს” დაუბრუნდა და 550/575 “მარანელო” შექმნა. ეს მოდელი მშვენიერია, მაგრამ მისი მემკვირდრე, 2007 წლის მოდელი “599 GTB ფიორანო” ნამდვილად ყველაფერს აღემატება

თვალისმომჭრელი ძარა “პინინფარინას” ეკუთვნის და აღჭურვილია კლასიკური ბადით, საჰაერო სარქველებით და “გრინჰაუსის” უკანა მხარეს განლაგებული პატარა არკბუტანით. ტყავით გაწყობილი სავარძლები საკმაოდ კომფორტულია და ამავე დროს ენერგიულ მართვისთვის არის განკუთვნილი.

მოდელი 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.2 წამში ანვითარებს და ამქსიმალური სიჩქარეა 330 კმ/სთ. ამავე დროს ნებისმიერ გზაზე “ფერარის” მართვის ხარისხი სრულყოფილთან არის მიახლოებული.

ცალკე საუბრის თემაა “ფერარის” V-12 ძრავა. 599-ის ძრავა ალუმინშია მოთავსებული, ხოლო თითოეული ცილინდრის თავზე გამანაწილებელი ლილვის წყვილია. 6 ლიტრი მოცულობის V12-ს 620 ცხენის ძალის სიმძლავრე აქვს 7600 ბრ/წთ-ზე, ხოლო 5600 ბრ/წთ-ზე 448 ფუნტი/ფუტზე ბრუნვის მომენტს იძლევა.

“ფერარი” 599-ის კომპფორტული მხარეა ტყავით გაწყობილი ინტერიერი. ყურადღებას იპყრობს კარბონის მორთულობა და ჭითელი სპიდომეტრით (ჭეგიძლიათ ყვითელიც აირჩიოთ) აღჭურვილი ინსტრუმენტების პანელი. საჭეზე დატანებულია ჭითელი “სტარტ” ღილაკი და “მანეტინო” , რომელიც ავტომობილის მოქმედებას არეგულირებს.

იცოდით ?

სუპერავტომობილების უმეტესობას ღილაკით გადასართველი გადაცემათა კოლოფი აქვთ, თუმცა “ფერარიში” ეს ყველაფერი ხელოვნების დონეზეა დაყვანილი და სიჩქარეების გადაცემა წამებში ხდება სწორედ ამიტომ სჭირდება 599-ს 100კმ/სთ მდე მხოლოდ 3.2 წამი

b8652587462b

0cfd068f393a

4594dfdb5ab4

07e2a6d16e7e

dd1e88eac85e

თუ გსურთ გაგრძელდეს ამ სახის პოსტები თქვენი სურვილები დატოვეთ კომენტარებში

bloggerBro

Just simple internet user , video editor and future bloger ;) & FBer

მსგავსი ამბები

Back to top button