საკითხავისურათებიუცნაური

ღმერთთან 268 საფეხურით ახლოს

სან-მიშელის პატარა ეკლესია ერთ-ერთი ყველაზე ძველია საფრანგეთში, ეს იმითაა განსაკუთრებული, რომ ქალაქიდან 85 მ-ის სიმაღლეზეა აღმართული.

ეკლესიაში მოსახვედრად მრევლი კლდეში გამოკვეთილ 268 საფეხურს აივლის. საფეხურები საკმაოდ დიდია და კარგ მდგომარეობაში, მოაჯირები კი უსაფრთხოების შეგრძნებას უქმნის მათაც კი, ვისაც სიმაღლის ეშინია. კლდიდან ქალაქ ლე პიუ ან ველაის ხედი იშლება, რომლის ცენტრშიც მდებარეობს კათედრალი.

სან-მიშელი 962 წელს აშენდა ეპისკოპოს გოდესკალკისა და დიაკვან ტრიანუსის მიერ მომლოცველობიდან წმინდა ჯეიმსის დაბრუნების პატივსაცემად.

ეკლესია კლასიკური შუასაუკუნეობრივი სტილისაა. ზარის კოშკი 1275 წელს ჩამოიშალა და მხოლოდ მე-19 საუკუნეში ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. 1850 წელს სამრეკლოს რემონტის დროს მე-10 და მე-12 საუკუნის 13 ფრესკა აღმოაჩინეს. ერთი საუკუნის შემდეგ კი, 1955 წელს არქეოლოგებმა წმინდა ნივთებით სავსე სკივრი იპოვეს. ამ ნივთების დათვალიერება მნახველებს ეკლესიაში შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ 1429 წელს ჟანა დ’არკის დედა აქ სალოცავად ჩამოვიდა.

loading...
თეგები

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური
Close
Close