გამოგონებაგასართობიუცნაური

უდიდესი ბეჭედი

ბეჭდები იმისთვის იქმნება, რომ ადამიანმა თითზე გაიკეთოს, ხაზი გაუსვას კარგ გემოვნებას, ოჯახურ მდგომარეობასა და კეთილდღეობას. თუმცა ზოგიერთი ამ სამკაულს იმისთვის ქმნის, რომ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდეს.

მსოფლიოს უდიდესი ბეჭედი

პაკისტანელ იუველირებს 74-კილოგრამიანი ბეჭდის დასამზადებლად 577 დღე, ანუ წელიწად-ნახევარი დასჭირდათ. 18-კარატიანი ოქროსა და 10-კარატიანი ვერცხლისგან შექმნილ სამკაულს, რომლის ზომა – 1,27მ/1,45მ-ია, 120 ქვეყნის დროშა ამშვენებს, ცენტრში კი უზარმაზარი კრისტალია მოთავსებული, რომელიც 4 650 გრამს წონის.

იუველირებმა მიზანს მიაღწიეს – რეკორდების წიგნში მოხვდნენ. ამ ბეჭდის წინამორბედი რეკორდსმენი, რომელიც საუდის არაბეთში დამზადდა, 64 კილოგრამს იწონიდა.

ყველაზე დიდი ვერცხლის ბეჭედი

“სიყვარულის სურნელი” – ასე ეწოდება 71.6 კილოგრამი წონის უდიდეს ვერცხლის ბეჭედს მსოფლიოში. ბეჭდის დიამეტრი 85 სანტიმეტრია და მის 97.83 პროცენტს სუფთა ვერცხლი შეადგენს. ეს ბეჭედიც, ისევე როგორც ზემოთხსენებული, პაკისტანშია დამზადებული.

ყველაზე დიდი ოქროს ბეჭედი

ყველაზე დიდი და მძიმე ოქროს ბეჭედი – ტაიბას ვარსკვლავი, 63.85 კილოგრამს იწონის და დუბაიში ინახება. იგი 2000 წელს 21 კარატიანი ოქროსგან, 5.17 კილოგრამი ძვირფასი და 615 ცალი სვაროვსკის ქვისგანაა დამზადებული. ბეჭედზე 45 დღის განმავლობაში 55 იუველირი მუშაობდა.

ბეჭდის ღირებულება 3 მილიონი დოლარია.

თეგები

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური

მსგავსი ამბები

Close
Close