არქივი

ცოტა რამ აკროპოლზე

47aba88ced1a

საბერძნეთის მიწაზე ისე, როგორც არსად მთელს მსოფლიოში, თავმოყრილია უამრავი ისტორიული და კულტურული ძეგლი. მათი თუნდაც სწრაფად დათვალიერებისთვის წლებია საჭირო. საბერძნეთი, ეს არის უძველესი ანტიკური ცივილიზაციის სამშობლო, ქრისტიანობის ერთ-ერთი ცენტრი და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო რაიონი. საუკეთესო კლიმატი, უამრავი კუნძული და საუცხოო სანაპირო საბერძნეთს მსოფლიოს მასშტაბით, მილიარდობით დამსვენებლის კულტად აქცევს.

ტურიზმის მთავარი ცენტრი ქვეყანაში მისი დედაქალაქი ათენია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქია ეგალეოს, პარნიტის, პენდელისა და ჰიმეტის მთების გარემოცვაში. ათენი საკმაოდ ქაოტურად არის ნაგები და სწორედ ამიტომ საკმაოდ რთული ეკოლოგიური მდგომარეობა აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, მისი ისტორიული ძეგლები და მუზეუმები ტურისტებს საოცრად იზიდავს.

ათენის ცენტრად აკროპოლისა და ლიკაბეტის (ლიკავიტოს) ბორცვები ითვლება. სწორედ აქედან დაიწყო 6000-ზე მეტი წლის წინ ამ ქალაქის ისტორია. ათენის აკროპოლი ძველი საბერძნეთის სიმბოლოა. აკროპოლის მარგალიტად კი პარფენონი (ჩვ.წ.აღ.მდე მე-5 საუკუნე) ითვლება. ათენის პარფენონის ტაძარი უნიკალური არქიტექტურული ქმნილებაა. ის ისეა პროექტირებული, რომ მისი მრავალფეროვანი კოლონები და უცხო კონსტრუქცია ამ უზარმაზარ შენობას საოცარ სიმარტივესა და პროპორციულობას სძენს.

93dae3d0e583

b746553a7362

2f8f97ba6f43

პირველი პოსტია, იმედია მოგეწინებათ.

მსგავსი ამბები

Back to top button