გასართობიკრეატივისურათები

ძვირადღირებული საცურაო აუზები ჰონკონგის სასტუმროების სახურავებზე


ჰონკონგი – ჩვენი პლანეტის ერთერთი მეგაპოლისია, რომელიც, როგორც ჩანს, დიდი ხანია გაუსწრო დანარჩენ მსოფლიოს ქალაქებს რამდენიმე ათეული წლით.
ბრიტანეთის ყოფილი კოლონია, ამჟამად კი ჩინეთის ადმინისტრაციის ქვეშ მყოფი, ჰონკონგი 7 მილიონზე მეტი მცხოვრებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა.
იგი ამაყობს თავისი საუცხოო, სარკისებრი ცათამბჯენებით, ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ესკალატორით, მცურავი რესტორანით, ყველაზე სწრაფი ლიფტით და სხვ. მიუხედავად ქალაქის ხაურიანი , მჩქეფარე ცხოვრებისა, ჰონკონგის სასტუმროები სთავაზობენ თავიანთ სტუმრებს წყნარ და მშვიდ დასვენებას: თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ნამზეური (გარუჯდეთ) და გასცუროთ აუზში -ამასთანავე თვალყური ადევნოთ ქვემოთ მიმდინარე „გიჟურ“ ცხოვრებას პირდაპირ სასტუმროს სახურავიდან:
1. სასტუმრო „The Ritz-Carlton“ – ჰონკონგი

დახურული საცურაო აუზი 118-ე სართულის სახურავზე (474 მ დედამიწის ზემოთ), ბრწყინვალე ხედით ჰონკონგის ცათამბჯენებზე და Victoria Peak-ის მწვერვალზე ჰონკონგში.
აქედან ნახავთ ჰონკონგის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს – ჰონკონგის ყველაზე მაღალ ცათამბჯენს , რომელიც იმავდროულად, მისი სავიზიტო ბარათიცაა.
2. სასტუმრო „Grand Kowloon“


საოცარი აუზი მინის კედლებით მდებარეობს სასტუმროს 23-ე სართულზე. აქედან იშლება დიდებული ხედი ნავსადგურ Victoria Harbour-ზე.
3. სასტუმრო „The Peninsula“ – ჰონკონგი


საცურაო აუზი – სვეტებით და ქანდაკებებით გადაწყვეტილია უძველესს რომაულ სტილში;
4. სასტუმრო „InterContinental“ – ჰონკონგი


საცურაო აუზის ფსკერზე განთავსებულია ხმის რეპროდუქტორები, ასე რომ აქ შეიძლება მოუსმინოთ მუსიკას, მაშინაც კი, როდესაც ცურავთ წყლის ქვეშ. სასტუმროში შეიძლება ცურაობა სამ აუზში (წყლის ტემპერატურის მიხედვით): ცივი, თბილი და ცხელი. თვით სასტუმრო მდებარეობს სანაპიროზე, სადაც ყოველდღე საღამოს 8 საათზე მიმდინარეობს სინათლის შოუ „Symphony of Light”: 13 წუთით ცათამბჯენები ინთება კაშკაშა განათებებით, რომლებიც ნათდება ათობით ლაზერების მიერ…
დაუვიწყარი სანახაობაა!

5. სასტუმრო „W“ – ჰონკონგი


საცურაო ღია აუზი 77 სართულზე, საიდანაც იშლება მეგაქალაქის საოცარი ხედები.

loading...
თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close