კულტურაუცნაური

ჩიკაგოს მეტროში მატარებელი რელსებიდან გადავიდა

099e851e3daa

ჩიკაგოს მეტროში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, ჯერ ბაქანს შეეჯახა, შემდეგ კი ექსკალატორს.

აშშ-ს ქალაქ ჩიკაგოს მეტროში მომხდარი ინციდენტის გამო დაზარალდა 30-ზე მეტი ადამიანი.

ავარია მოხდა ჩიკაგოს მეტროპოლიტენის სადგურზე ო-ჰარა. რვა ვაგონისგან შემდგარმა მატარებელმა მართვა დაკარგა, გადავიდა რელსებიდან და ჯერ ბაქანს, ხოლო შემდეგ ექსკალატორს შეეჯახა. თუ რა სიჩქარით მოძრაობდა მატარებელი კატასტროფის დროს, ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხებათ დაშავებულებს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ისინი მსუბუქი დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოებში მოათავსეს.

01a2653fbb49

როგორც ჩიკაგოს სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენელმა, ბრაიან სტილმა აცნობა ჟურნალისტებს, მატარებელი დაშვებულზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. როგორც მან აღნიშნა, რელსებიდან პირველად მემანქანის ვაგონი გადავიდა, სხვა ვაგონები კი უბრალოდ “მიჰყვნენ” მას.

ამჟამად მიმდინარეობს მატარებლის ნაწილებად დაშლა, რაც დაახლოებით 12-14 საათს საჭიროებს. მატარებლის მარშრუტით კი დროებით ავტობუსები იმოძრავებს.

ბრაიან სტილმა განაცხადა, რომ ინციდენტი, საბედნიეროდ, ისეთ დროს მოხდა, როდესაც სადგური ყველაზე ნაკლებად იყო დატვირთული, ექსკალატორზე კი არავინ იმყოფებოდა.

რაც შეეხება მემანქანეს, რომელიც ქალი აღმოჩნდა, მოუწევს ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ტესტის გავლა, ეს კი მსგავსი შემთხვევების დროს სტანდარტული პროცედურაა.

სიუჟეტი:

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური
Back to top button