არქივი

რატომ ამთქნარებენ ადამიანები?

70cbda6504da

ამ საკითხთან დაკავშირებით ჰიპოთეზების რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცა მეცნიერები ჯერ-ჯერობით მაინც ვერ თანხმდებიან.

ხალხში ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც დამთქნარება გვეხმარება მივაწოდოთ ფილტვებს დიდი რაოდენობით ჰაერი, გავზარდოთ სისხლის წნევა, გულის ცემის სიხშირე და სისხლში ჟანგბადის რაოდენობა. ეს ფიზიოლოგიური ცვლილებები კი ადამიანის გონებას აფხიზლებს, თუნდაც როდესაც მოწყენილი ხართ, ან ახალგაღვიძებული.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჰიპოთეზა კარგად გამოიყურება, ექსპერიმენტებმა დაამტკიცეს, რომ მთქნარება სულაც არ იწვევს ზემოთ ნახსენებს მოვლენებს (გულის ცემის სიხშირის, წნევის, სისხლში ჟანგბადის რაოდენობის გაზრდა და ა.შ.).

2010 წლის კვლევები, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ “Neuroscience”-ში, გვიჩვენებს, რომ მთქნარება ზრდის ტვინის აქტივობას და უფრო ფხიზელს ხდის მას.

არსებობს ერთი იდეა, რომელმაც უკანასკნელ წლებში მეცნიერების ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო. ეს იდეა მოიცავს “გადახურების ჰიპოთეზას”. ანუ ამ ჰიპოთეზის თანახმად, მთქნარება ტვინს გადახურებისგან იცავს, აგრილებს. 2007 წელს საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩატარდა. ადამიანები დასვეს ტელევიზორთან და აყურებინეს, თუ როგორ ამთქნარებენ სხვა ადამიანები. ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების ნაწილს თავზე ცივი საგანი ჰქონდა მიდებული, ხოლო ნაწილს – ცხელი. ექსპერიმენტის შედეგბმა აჩვენეს, რომ ცივი საგნის მიდებამ შეამცირა დამთქნარების სიხშირე, ხოლო ცხელი საგნის მიდებამ პირიქით.

ამ ჰიპოთეზას ამყარებს თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტი, რომლის თანახმადაც, ისინი ამთქნარებენ მაშინ, როდესაც მათი ტვინის ტემპერატურა ჩვეულებრივზე მაღალია. ასევე ადამიანები უფრო ხშირად ამთქნარებენ, როდესაც ჰაერი ცივია. ეს შეიძლება ალოგიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მეცნიერების თქმით, რაც უფრო ცივია ჰაერი, მით უფრო კარგად გრილდება ტვინი მთქნარების დროს.

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Back to top button