საკითხავისასარგებლოუცნაური

5 წარმოუდგენელი პროთეზი ცხოველებისთვის

610d74d3cfc2
თანამედროვე პროთეზები ყოველდღიურად ახალ სიმააღლებზე ადიან. ადრე ხელის ან ფეხის დაკარგვა ადამიანის ცხოვრებას ფაქტიურად წერტილს უსვამდა. ახლა ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, შესაძლებელია აქტიური ცხოვრების გაგრძელება. მაღალტექნოლოგიურ პროთეზებს აკეთებენ არამხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ დღეს აქტიურ ფაზაშია შესული ცხოველების პროთეზირებაც.

ახალი ხორთუმი სპილოსთვის
308e236e95a7
ხორთუმი არის სპილოს ძირითადი ორგანო, რომლის გარეშეც ის ვერ იცოცხლებს. სპილოს, რომელსაც სხეულის ეს ნაწილი აკლია არ აქვს შანსი, რომ იცოცხლოს, მას ისიც არ შეუძლია საკვები ჭამოს. კომპანია Festo-მ გააკეთა ხელოვნური ხორთუმი, რომელიც შეუცვლის სპილოს დაზიანებულ ორგანოს.

Festo-ში თავდაპირველად არ გეგმავდნენ პროთეზების გაკეთებას სპილოებისთვის. კომპანიის ინჟინრები სწავლობდნენ ხორთუმის ეფექტურობის თვისებებს, რომ შეექმნათ მანიპულიატორების ახალი კლასი.

ამ სამუშაოების გაგების შემდეგ, ვეტერინარებმა კომპანია Festo-ს სთხოვეს, რომ შეექმნათ ხორთუმის პროთეზი ავადმყოფი სპილოებისთვის. საბოლოო ჯამში შეიქმნა ორი მოწყობილობა – ბიონიკური ხელი ადამიანისთვის და ხელოვნური ორგანო სპილოებისთვის.

ახალი თათები ძაღლებისთვის Orthopets-ისგან.
9de4a4d97987
ამ ძაღლს ჰქვია ნაკი. ნაკის რთული ბედ-იღბალი შეხვდა. ადამიანებმა ხუთი კვირის ლეკვი იპოვეს ცივ, წყლიან სარდაფში თავისი დედის სხეულის გვერდით, რომელიც გაყინული იყო სიცივისგან. ნაკის გაყინული ჰქონდა ოთხივე თავი, ამიტომაც ვეტერინარები იძულებულები გახდნენ, რომ ოთხივე თათი მოეკვეთათ.

ნაკი თავისთან წაიყვანა ერთ-ერთმა ექიმმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მის გადარჩენაში. ექიმმა გადაწყიტა, რომ ნაკისთვის ეჩუქებინა ახალი, სრულფასოვანი ცხოვრება და დაკავდა კომპანიის ძიებით, რომელიც შექმნიდა ნაკისთვის პროთეზებს. კომპანია Orthopets-ი დაინტერესდა ნაკისთვის პროთეზების შექმნით.

კომპანია Orthopets-მა როდესაც შეიტყო ნაკის ტრაგიკული ისტორია, მაშინვე დათანხმდა ექიმს, რომ ნაკისთვის შეექმნათ ოთხივე თათის პროთეზი უსასყიდლოთ. ნაკიმ რამდენიმე საათში ისწავლა ახალი თათებით სიარული. ახლა ნაკის აქვს სრულფასოვანი ცხოვრება და არაფრით არ განსხვავდება სხვა ასობით მილიონ ძაღლთაგან.

ახალი კუდი დელფინისთვის
8f3bcee6ece4
დელფინი უინთერი არის ქალაქ კლიროუთერის(ფლორიდა) აკვარიუმის ვარსკვლავი. მასთან შესახვედრათ მიდის ათასობით ადამიანი. საქმე იმაშია, რომ დელფინს კუდი დაუზიანდა 2005 წელს კიბორჩხალების დასაჭერი ქსელით. დაჭრილი დელფინი თვითონ მივიდა ადამიანებთან, რომ მათგან დახმარება ეთხოვა.

ვეტერინარებმა უინთერი მოათავსეს ქალაქ კლიროუთერის აკვარიუმში – ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ცხოველების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო ცენტრი. 2007 წელს სწორედ, რომ მანდვე გაუკეთეს ხელოვნური კუდი, რომ უინთერს ჰქონოდა სრულფასოვანი ცხოვრება. როდესაც უინთერის გაშვება დააპირეს, უინთერს აღარ უნდოდა კომფორტული დელფინარიუმის დატოვება.

დღეს დელფინი დაკავებულია ხალხის რეაბილიტაციით, რომლებმაც დაკარგეს კიდურები. უინთერი არის ტრავმებთან ბრძოლის სიმბოლო, მასთან შესახვედრად მსოფლიოს ყველა წერტილიდან ჩამოდიან. “პაციენტების” ძირითადი მასა არიან ბავშვები, რომლებიც მშობლებს მოჰყავთ დელფინთან შესახვედრათ, რომ უინთერმა დაუმტკიცოს ბავშვებს ის ფაქტი, რომ კიდურის დაკარგვა არ ნიშნავს ცხოვრების დასასრულს, არამედ ეს არის ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი.

ახალი თათი იხვისთის, რომელიც დაბეჭდილია 3D-პრინტერზე
f30bd5d080b4
სამგანზომილებიანი პრინტერების გამოჩენამ, პროთეზირებას მოუტანა უამრავი შესაძლებლობა. ახლა დათვლილ საათებში შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის პროთეზის შექმნა, რომელთა გაკეთება ადრე უამრავ დროს და ენერგიას მოითხოვდა. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შემთხვევა არის სამგანზომილებიანი თათის შექმნა იხვისთვის, რომელსაც ჰქვია ლიუტიკი და დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში.

ლიუტიკი კვერცხიდან გამოვიდა გენეტიკური მუტაციით – მისი მარცხენა თათი იყო შეტრიალრებული საპირისპირო მხარეს, რაც მას გადაადგილებაში ხელს უშლიდა. ვეტერინარები იძულებულნი იყვნენ, რომ ეს კიდური მოეკვეთად, ხოლო ფირმა NovaCopy-მ დაბეჭდა ლიუტიკისთვის ახალი თათი, რამაც მას ნორმალური ცხოვრების შანსი დაუბრუნა.

პროთეზი არის კომფორტული, პრაქტიკული და იწონის სულ რაღაც გრამებს.

კუდის პროთეზი ალიგატორისთვის
bead45aaf803
მისტერ სტაბსი გახდა მსოფლიოში პირველი ალიგატორი, რომლისთვის შექმნილი იქნა პროთეზი ერთ-ერთი კიდურისთვის. ნიანგმა კუდი დაკარგა კონტრაბადისტების წყალობით, რომლებსაც გადაჰყავდათ ის და მისი 32 ძმა სატვირთოთი. ნიანგები ერთმანეთს წაეჩხუბნენ, რადგან ალბათ შიოდათ.

პოლიციამ გააჩერა სატვირთო და გადასცა უკუდო მისტერ სტაბსი ჰერპეთოლოგიური საზოგადოების თანამშრომლებს ქალაქ ფინიქსში, ხოლო ისინი დაკავდნენ ნიანგის გამოჯანრმთელებით. მათ მიმართეს ორთოპედიის სამეცნიერო ინსტიტუტს, რომ ნიანგისთვის შეექმნათ ახალი კუდი. ინსტიტუტში საქმეს სერიოზულად მოეკიდნენ და ნიანგისთვის შექმნეს ახალი კუდი.

თავდაპირველად მისტერ სტაბსი ცდილობდა, რომ მოეგლიჯა თავისი ახალი სილიკონის კუდი, რომელიც ფეხებზე დამაგრებულია ქამრებით, მაგრამ ნელ-ნელა შეეჩვია და ახლა ვეღარ წარმოუდგენია პროთეზის გარეშე ცხოვრება. ალიგატორებს, ხომ არ შეუძლიათ კუდის გარეშე ცურვა.

მსგავსი ამბები

Back to top button