არქივი

საერთო სივრცე

b8eb00e89b65

ქვეწარმავლები, ძირითადად, სიმარტოვის მოყვარულები არიან, თუმცა ზოგიერთი მათგანი სხვა ცხოველებთან თანამშრომლობს. ზოგჯერ ისინი ერთ ბუდეში ცხოვრობენ ან ერთად გადაადგილდებიან. ნიანგები პატარა ჩიტებს საკუთარი კბილების გაწმენდის საშუალებასაც კი აძლევენ.

მამაცი წინტალა

კბილების გარეშე ნიანგი ნადირობასა და ჭამას ვერ შეძლებს დ მოკვდება. მაგრამ კბილებს შორის ჩაჭედილი საკვების ნარჩენები კბილების გაფუჭებას იწვევს, პარაზიტი წურბელები ნიანგის ღრძილებს ჭამენ. პატარა ჩიტები, წინტალები კი კიანგის კბილებს ნარჩენებისგან წმენდენ და ამ წურბელებსაც ანადგურებენ. ასე რომ, ჩიტებიც კმაყოფილნი არიან და ნიანგებიც.

e2f28d566119


კარგად დაგეგმილი მგზავრობა

მშიერი ალიგატორი, ძირითადად თევზით იკვებება, მაგრამ არც სხვა არსებებზე ამბობს უარს. მაძღარი ალიგატორი კი არანაირ საფრთხეს უქადის კუს, ზოგჯერ მის სატრანსპორტო საშუალებადაც კი ექცევა ხოლმე.

c7bcd1073098

მდგმურები

კუ გოფერები საცხოვრებლად დიდ სოროებს თხრიან. სოროებში მათთან ერთად ბევრი ცხოველი ცხოვრობს: ზოგი მეგობარია, ზოგიც – მტერი. ასეთ სროებში 360-მდე სხვადასხვა სახეობის ცხოველია ნაპოვნი, გველების, ბუების, არმადილების, ოპოსუმების, მაყაყებისა და თაგვების ჩათვლით. ზოგიერთი მათგანი მასპინძლის სოროს ასუფთავებს.

კუ გოფერის სოროს სიგანე კუს სიგრძის ტოლია, რათა მან შიგნით მობრუნება შეძლოს.

ზოგჯერ კუ გოფერი თავისი ბაკნით ფიჭვის გველს სოროში მიმავალ გზას უხერგავს.

ბაყაყი გოფერები იმ მწერებს ჭამენ, რომლებიც სოროში შემოდიან.

ზოგჯერ სტუმრად მოსული არმადილი კუს კვერცხებს ჭამს.

თაგვი გოფერები სოროში ჩამოცვენილი მარცვლეულით იკვებებიან.

b75a74058874

საშიში მეზობლები

ტუატარა ხვლიკის მსგავსი ქვეწარმავალია. ის ხშირად ზღვის ფრინველთან, ქარიშხალასთან ერთად ცხოვრობს სოროში. ორივენი ღამით ნადირობენ. ტუატარა, ძირითადად, სოროში ბინადარი მწერებით იკვებება, მაგრამ შეუძლია შეჭამოს ქარიშხალას კვერცხები, ბარტყები და თვით ქარიშხალაც კი.

da7405e41264

P.S. ქარიშხალას სურათი ვერ ვიშოვე :)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button