კრეატივისაკითხავიუცნაური

ჯვრების ბორცვი


ჩემი შემდეგ პოსტში გაგაცნობთ ადგილს, რომელიც მდებარეობს ლიტვაში. ადგილი არის ბორცვი, რომელზეც არის ყველაზე მეტი ჯვარი.
ჩრდილოეთ ლიტვაში, ქალაქ შიაულიაიში მდებარეობს “ჯვრების ბორცვი”. ვინ იყო დამაარსებელი და ვინ დადგა ბორცვზე პირველი ჯვარი – უცნობია. ლიტველები თვლიან, რომ პირველი ჯვარი ცნობილ ბორცვზე დადგმული იქნა 1831 წელს, როდესაც მოხდა ლიტვურ-პოლონური აჯანყება.

ისტორიული ფაქტებიდან გამომდინარე, ლიტვა და პოლონეთი იყვნენ მოკავშირე ქვეყნები. რუსეთის იმპერიამ 1795 წელს აღიარა ლიტვა თავისი ტერიტორიის ნაწილად. ასეთი განცხადების შემდეგ დაიწყო ლიტვურ-პოლონური აჯანყება. ხალხი მოითხოვდა, რომ რუსეთს დაებრუნებუნა ქვეყნის მთლიანობა. მანამდე სანამ კაცები იბრძოდნენ იმისთვის, რისიც წმინდათ ეჯერათ, მათი ოჯახები “სულიერად” ეხმარებოდნენ მათ ამ ბორცვიდან. აჯანყება გაგრძელდა 32 წელი და დაიღუპა უამრავი ადამიანი. სწორედ, რომ ამ მოვლენებმა, ხოლო ამდენი ადამიანის სიკვდილმა უბიძგა, რომ “ჯვრების ბორცვი” შექმნილიყო.

ზუსტად აქ, “ჯვრების ბორცვზე”, ლიტველები გამოჩნდნენ, როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაშლილიყვნენ.

ეს ადგილი ითვლება ნათესავების, მამების, შვილების, ქმრების სახსოვარ ადგილათ, რომლებმაც თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის გაწირეს თავი. 1900 წლიდან ეს ადგილი სავსეა ჯვრებით, რომლებზეც გამოსახულია იესო ქრისტა, ასევე წმინდა მარიამის ქანდაკებებით. ჯვრებს დგამენ იმისთვის, რომ ახსოვდეთ თავიანთი გმირები, რომელთა სხეულები დაიკარგა. ყოველი მნახველი, ვინც მოდის ამ ადგილას მოაქვს ჯვარი და ტოვებს ბორცვზე. დაახლოებით 50 000-მა ჯვარმა იპოვა თავისი ადგილი ამ ბორცვზე. სწორედ, რომ ეს ფაქტი გვაძლევს უფლებას, რომ “ჯვრების ბორცვს” დავარქვათ ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ადგილი ჩვენს პლანეტაზე.

მსგავსი ამბები

Close
Close