გასართობისაკითხავისურათები

გასაიდუმლოებული ობიექტი «Чернобыль-2″


გასაიდუმლოებული ობიექტი «Чернобыль-2″.
ჩერნობილის ზონაში მდებარეობს გასაიდუმლოებული ობიექტი სახელად «Чернобыль-2″. საბჭოთა კავშირის რუკებზე ეს ობიექტი აღნიშნული არ იყო. სამოქალაქო პირები ამ ობიექტს ვერ უახლოვდებოდნენ 1 კილომეტრიდან ახლოს. ინფორმაცია «Чернобыль-2″-ის შესახებ გაჩნდა საბჭოთა კავშირის დაშლისა და ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის კატასტროფის შემდეგ.

საბჭოთა კავშირის მეცნიერებმა 1970-იან წლებში შეიმუშავეს რადიოლოკაციური სისტემები, რომლებიც მოწინააღმდეგის ტერიიტორიდან თვალყურს ადევნდებდნენ ბალისტიკური რაკეტების გაშვებას. ასეთი რაკეტების მიტანა შესაძლებელი იყო მხოლოდ გარეჰორიზონტულ რადიოლოკაციურ სადგურებთან. ასეთი სადგურების არსებობა იმიტომ იყო აუცილებელი, რომ მათ აღმოეჩინათ საკონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვება. მათი საშუალების გაჩნდა შესაძლებლობა, რომ საბჭოთა კავშირს თვალი-ყური ედევნებინა არამარტო ევროპისთვის, ასევე აშშ-სთვისაც. აღსანიშნავია, რომ მაშინდელ მსოფლიოს არცერთ სადგურს არ ქონდა ასეთი ტექნოლოგიები და შესაძლებლობები.

სადგური დაშლილი იქნა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შემდეგ, რომელიც მოხდა 1986 წლის 26 აპრილს. ყველანაირი აღჭურვილობა ობიექტიდან იქნა დაკონსერვებული. როგორც ცნობილია ყველა მაცხოვრებლის, მათ შორის სამხედროების ევაკუაციაც მოხდა. როდესაც შეფასდა ეკოლოგიური ზარალი ობიექტის ხელახლა გაშვება წარმოუდგენელი იყო. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მოწყობილობა და ასევე ფასიანი სისტემები წაეღოთ ქალაქ კომსომოლსკ-ნა-ამურში. 1987 წელს ჩანაფიქრი განახორციელეს.

რადიოლოკაციურ სადგურის ზუსტი ზომების შეფასება წარმოუდგენლად მიიჩნევა. სხვადასხვა ხელმისაწვდომ წყაროში ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია არის მითითებული. სადგურის ანტენები აგებულია გისოსების პრინციპით. მარტივია, რომ ერთი ანტენა ვერ გადაფარავდა სიხშირეების ასეთ ფართო ხაზს. ამის გამო, დიაპაზონი გაყვეს ორ ნაწილად და დააყენეს ორი გისოსებიანი ანტენა. ერთი მათგანი არის არის დაბალსიხშირიანი, რომლის სიმაღლე შეადგენს 135-დან 150მ-მდე, ხოლო მისი სიგრძე არის 300-დან 500მ.-მდე. მეორე არის მაღალსიხშირიანი, მისი სიგრძე არის დაახლოებით 250 მეტრი, ხოლო სიმაღლე კი 100 მეტრი.

«Чернобыль-2»-ს ევროპაში ეძახდნენ “რუსულ კოდალას”, რადგან ეთერში ისმოდა ხმები. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი იყო გასაიდუმლოებული, ევროპაში შეფერხებების მიზეზი მარტივად და სწრაფად გაარკვიეს ამიტომაც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობას ამ თემასთან დაკავშირებით პრეტენზიები წაუყენეს.

loading...
თეგები
Close
Close