ინჟინერმა ტოშიკაცუ ცუკიმ არიზონადან შექმნა საოცარი სასტუმრო თვითმფრინავის ნაწილებისგან.
ტოშიკაცუ ცუკი არის იაპონელი ინჟინერი, რომელმაც აშშ-ში მიიღო განათლება და იქვე დარჩა სამუშაოდ. მან დიდი პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ააშენა სასტუმრო. უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ის მასალა, რაც მან თავისი ნამუშევრის შესაქმნელად გამოიყენა. ეს მასალა გახლავთ სხვადასხვა თვითმფრინავების ნაწილები: ბოინგ 737-ის ცხვირი, ორი 707-ის ფიუზელაჟი და 727-ის კუდი. სასტუმრო ორსართულიანია და კლიმატ-კონტროლის ფუნქციებითაა აღჭურვილი. მას აქვს საცურაო აუზიც, რომელიც დამზადებულია 747 jumbo jet-ის ნაწილებით.