გასართობისაკითხავისურათები

როგორ ამზადებენ გველის ტყავის ნაწარმს

ინდონეზიაში არსებობს სპეციალური ფაბრიკები, სადაც გველის ტყავზე მუშაობენ და ამ მასალისგან გვთავაზობენ მსოფლიოში საუკეთესო ნაწარმს ფეხსაცმელების, ქურთუკებისა და ჩანთების სახით.

გველის მრავალრიცხოვანი სახეობებიდან, რომლებიც დედამიწაზე გვხდება, ჩანთების დასამზადებლად ყველაზე ხშირად იყენებენ პითონის, კობრასა და წყლის გველის ტყავს. არსებობს გველის მოკვლისა და გატყავების სხვადასხვა საშუალებები, ყველაზე სასტიკი კი მათ შორის მძიმე საგნით გველის თავის დაჭეჭყვაა.

მას შემდეგ, რაც გველის ყბა იხსნება, მასში ასხამენ წყალს და, როდესაც მთელი სხეული გაივსება, ბუშტივით თავს უკრავენ. გარკვეული ხნის შემდეგ მას თავით კიდებენ კაუჭზე, რამდენიმე ადგილას ჭრიან და ტყავს აძრობენ. ამის შემდეგ ტყავს რეცხავენ დ გასაშრობად სპეციალურ ღუმელში ათავსებენ.

აღსანიშნავია, რომ ტყავის გარდა გველის ხორციც აქტიურად გამოიყენება. მას გადაამუშავებენ და იყენებენ მედიცინაში, მისგან ამზადებენ წამლებსა და კოსმეტიკურ საშუალებებს, განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება კანის დაავადებებისა და ასთმის სამკურნალოდ. უნდა აღინიშნოს, რომ გველის ასეთი სასტიკი მეთოდით მოკვლა არაერთხელ დაგმეს გარემოსა და ცხოველების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებმა, თუმცა ჯერჯერობით ეს საქმიანობა ისევ კანონიერია და გველის ტყავის ნაწარმი უფრო და უფრო პოპულარული ხდება მოდის სფეროში.

თეგები

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური
Close
Close