გართობაუცნაური

ცნობილი მხატვრების შემაძრწუნებელი ნამუშევრები

b03fd91efdd7

ხშირად, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ იმ ნახატებზე, რომლებიც მუზეუმშია გამოფენილი, წარმოვიდგენთ ლამაზ პეიზაჟებსა და დიდებულ პორტრეტებს. თუმცა ხელოვნებას მეორე – “შავბნელი” მხარეც აქვს. ხანდახან მხატვრის მიერ შექმნილი ნახატი არა თუ შემაშფოთებელი, არამედ შემაძრწუნებელიც კია. გთავაზობთ ცნობილი მხატვრების “საშინელებათა ჟანრის” ნამუშევრებს:

1. დიდი წითელი დრაკონი და ზღვის ურჩხული, უილიამ ბლეიკი

e60f7ebd3ae3

დღესდღეისობით, უილიამ ბლეიკი ცნობილია თავისი გრავიურებითა და რომანტიკული პოეზიით, თუმცა თავისი სიცოცხლის განმავლობაში იგი არც თუ ისე პოპულარული გახლდათ. მისი გრავიურები და ილუსტრაციები შესრულებულია კლასიკურ სტილში და სავსეა ფანტაზიებით. ბლეიკმა შექმნა აკვარელში შესრულბული ნახატების სერია, სადაც გამოსახულია წითელი დრაკონი წიგნიდან “გამოცხადება” (ბიბლიის ერთ-ერთი თავი). ნახატზე გამოსახულია ეშმაკი, რომელსაც მიღებული აქვს წითელი დრაკონის ფორმა და თავზე ადგას შვიდთავიან ზღვის ურჩხულს.

2. ველასკესის ინოკენტ მე-10-ის პორტრეტის კვლევა, ფრენსის ბეკონი

6876777c6dfc

ფრენსის ბეკონი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მხატვარი გახლდათ. მისი ნამუშევრები საკმაოდ თავხედური და ორაზროვანია. ნახატების ფასი რამდენიმე მილიონ ფუნტს შეადგენს და აუქციონებზე მათი ნარჩენებიც კი სოლიდურ ფასად იყიდება (ბეკონმა გაანადგურა ის ნახატები, რომლებიც თავად არ მოსწონდა). მთელი ცხოვრების განმავლობაში იგი ცდილობდა, დაეხატა ველასკესის ინოკენტ მე-10-ის საკუთარი ინტერპრეტაცია. ველასკესის ნახატზე პაპი გამოსახულია, როგორც ჩაფიქრებული და მშვიდი, ბეკონმა კი ის ყვირილის დროს დახატა.

3. დანტე და ვერგილიუსი ჯოჯოხეთში, ადოლფ უილიამ ბურგო

ff93a7da99f0

დანტეს ჯოჯოხეთი ნაწარმოების დაწერიდან უამრავი მხატვრის მუზა გამხდარა. ბურგო კი მათგან ყველაზე ცნობილია. მისი პერსონაჟები ერთმანეთს ებრძვიან და ცდილობენ კბენის საშუალებით ერთმანეთის პიროვნულობა მიიტაცონ. დემონთან ერთად ვერგილიუსიც და დანტეც აკვირდებიან განსასჯელების ამ სამუდამო ტანჯვას.

4.მარატის სიკვდილი, მუნკი

e030095fd59e

ედვარდ მუნკი ცნობილი ნორვეგიელი მხატვარია. მისი პოპულარული ნამუშევარი – კივილი, ბევრ ადამიანში იწვევს აღტაცებას. ჯან-პოლ მარატი ფრანგული რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. კანის დაავადების გამო იგი დიდ დროს სააბაზანოში ატარებდა და იქვე მუშაობდა თავის ნაწერებზე. სწორედ იქ მოკლა მარატი შარლოტა კორდემ. მარატის სიკვდილი რამდენჯერმე აისახა კიდეც ნახატებზე, თუმცა მათგან ყველაზე სასტიკი სწორედ მუნკის ეს ნამუშევარია.

5.მოკვეთილი თავები, თეოდორ ჟერიკო

133336ab63dd

მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი მედუზას ტივია – უზარმაზარი ნახატი, რომელიც შესრულებულია რომანტიკულ სტილში. ჟერიკოს სურდა კლასიციზმის ჩარჩოების დატოვება და რომანტიზმში გადასვლა. სწორედ ეს ნამუშევარი გახდა მისთვის ახალი ეტაპის დასაწყისი. სურათზე გამოსახულია ამ უზარმაზარი ნახატის ერთი პატარა ნაწილი, რომლის შესაქმნელადაც მან გამოიყენა მორგში ნაპოვნი ნამდვილი მოჭრილი კიდურები და თავები.

6. წმინდა ანტონის ცდუნება, მატიას გრიუნევალდი

b03fd91efdd7

ეს მხატვარი ასახავდა შუა საუკუნეების რელიგიურ სიუჟეტებს, თუმცა თავად რენესანსის პერიოდში ცხოვრობდა. ამბობენ, რომ წმინდა ანტონს განსაცდელი უდაბნოში ლოცვის დროს მოევლინა. ლეგენდის მიხდვით, დემონებმა ის გამოქვაბულში მოკლეს, შემდეგ იგი მკვდრეთით აღსდგა და გაანადგურა ჯოჯოხეთური არსებები. ეს ნახატი ასახავს წმინდა ანტონზე დემონების თავდასხმას.

7. ნიღბების ნატურმორტი, ემილ ჰოლდე

61a525f0edf3

ემილ ჰოლდე ერთ-ერთი პირველი ექსრესიონისტი მხატვარი იყო, თუმცა მისი დიდებულება სხვებმა დაჩრდილეს, მაგ: მუნკმა. ზოგადად, ექსპრესიონიზმის არსი მდგომარეობს რეალობის სუბიექტური ხედვიდან გამომდინარე ასახვაში. ჰოლდემ ეს ნახატი შექმნა ბერლინის მუზეუმში გამოფენილი ნიღბების შესწავლის შემდეგ. მთელი სიცოცხლის განმავლობაში იგი სხვადასხვა კულტურების შესწავლით იყო გატაცებული, რაც მის შემოქმედებაზეც აისახხა.

8. სატურნი, შვილის შეჭმისას, ფრანცისკო გოია

794f1c64b159

რომაული მითოლოგიის თანახმად, ყველა ღმერთის მამამ გადაყლაპა საკუთარი შვილები, რათა არავის შეძლებოდა მისი ადგილის დაკავება. გოიამ ამ ნახატზე გამოსახა ბავშვის მკვლელობა და ის არასოდეს უჩვენებია პუბლიკისთვის – ნამუშევარი შესრულებულია მხატვრის სახლის კედელზე.

9. მიწიერი ვნებების ბაღი, იერონიმ ბოსხი

777f63585a65

ხელოვნების მოყვარულთათვის ბოსხი ასოცირდება ფანატიკურ რელიგიურ ნახატებთან. მიწიერი ვნებების ბაღი – ეს ტრიპტიხია და მასზე გამოსახულია ედემი, მიწიერი ვნებების ბაღი და სასიკვდილო ცოდვების დასჯა. იგი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა დეტალებს, რათა მაქსიმალურად გამოეხატა საკუთარი შეხედულებები.

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური
Back to top button