გართობაკულტურაუცნაური

სანაგვეში გადასროლილი 100 ათასი ფუნტი

12d1493e79ee
ბრიტანეთის ფოსტის თანამშრომელმა ქემალ კელიკანატმა, ლატარიის მომგებიანი ბილეთი გადააგდო, რადგან თამაშის წესები არ იცოდა, – წერს გაზეთი The Sheffield Star. :ukanali:

38 წლის კელიკანატმა რედაქციას  უამბო, თუ როგორ იყიდა ლატარია Camelot-ის ბილეთი და დამცავი საფარის გადაფხეკის შემდეგ დაინახა მასზე სამჯერ გამეორებული ერთი და იგივე წარწერა ”100 ათასი ფუნტი”. თუმცა რადგან სამივე სხვადასხვა მხარეს ეწერა, იფიქრა, რომ არაფერი მოუგია და ბილეთი გადააგდო.

სინამდვილეში კი მოიგო, რადგან ლატარიის წესების თანახმად, თანხას იგებს ის ბილეთი, რომელზეც ერთი და იგივე ციფრი სამჯერ მეორდება.

”როგორც კი მოგების შესახებ გავიგე, რეტი დამესხა და ჩავიკეცე”, – განაცხადა კელიკანატმა.

მიუხედავად იმისა, რომ მან გადაგდებული ბილეთის ნომერი აღიდგინა და იმ იმედით, რომ პრიზს მაინც მისცემდნენ ლატარიის კომპანიას მიაკითხა, მოგება ვერ მიიღო, რადგან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა. :wtf:

წყარო: ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button