კულტურა

დაუვიწყარი 8 მარტი “ბეკოსგან” – ექსკლუზიური ფასები და უამრავი სიურპრიზი ქალბატონებს

71bade2768d0

ექსკლუზიურად დაბალი ფასები, კულინარიული სიურპრიზები და ორიგინალური მუსიკალური გაფორმება ჯგუფ ”თსუ ART-ისგან” – ასე მიულოცა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზია ”ბეკომ” ქალბატონებს 8 მარტი. 

13-დან 15 საათამდე „თბილისი ცენტრალის“ სავაჭრო ცენტრის „ბეკოს“ მაღაზიაში მისულ ყველა ქალბატონს საგანგებოდ მათთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა ექსკლუზიურად დაბალ ფასად შეეძლო.

სიურპრიზებით, საჩუქრებითა და პოზიტიური განწყობით სავსე ქალთა დღე ინსტრუმენტულ ჯგუფ „თსუ ART-ის“ ენერგიულმა მუსიკამ საინტერესო იმპროვიზაციებით კიდევ უფრო ხალისიანი და ენერგიული გახადა .

გარდა ამისა, “ბეკომ” ყველა მყიდველი დამატებითი პრომო-მასალებით დაასაჩუქრა და სპეციალური ვიქტორინის მონაწილე ქალბატონები საჩუქრებითა და ყვავილებით ხელდამშვენებულები წაბრძანდნენ შინ.
გაცნობებთ, რომ სპეციალური ფასდაკლების აქცია „ბეკოში“ 8 მარტს დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება.

a7ed8c0d3abd

საქართველოში „ბეკოს“პროდუქცია 1997 წლიდან იყიდება. „ბეკოს“ ბრენდმა მალე მიაღწია წარმატებას საქართველოს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე, რასაც განაპირობებს კომპანიის მიერ დასახული სწორი სტრატეგია და პრიორიტეტები, როგორიცაა: საუკეთესო ფასები, პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, შეძენილი პროდუქტის ადგილზე უფასოდ მიტანა და მონტაჟი, ტექნიკურად აღჭურვილი და გამართული სერვის ცენტრი, გარანტია და გარანტიის შემდგომი მომსახურება და თითოეული მომხმარებლის მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულება.

14 წლიანი გამოცდილება საშუალებას აძლევს კომპანიას იყოს ერთ-ერთი უპირობო ლიდერი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზაციაში.

R

Back to top button