გასართობიკრეატივიუცნაური

უცნაური ჯუნგლების პარკი – Jungle Park


ამ უჩვეულო პარკის დევიზი ასე ჟღერს : „ჯუნგლების პარკი – ჯუნგლები ევროპაში“ და მართლაც, ეს სიმართლეს შეესაბამება. Jungle Park-ს აქვს მეორე სახელწოდებაც „არწივების პარკი“. მეორე სახელწოდება დაკავშირებულია იმასთან, რომ პარკის ტერიტორიაზე ცხოვრობს სხვადასხვა ფრინველის უზარმაზარი პოპულაცია და მათი მონაწილეობით პარკის თანამშრომლები ხშირად აწყობენ შოუ -წარმოდგენებს.

თვით პარკი – „Jungle Park“ მდებარეობს ესპანეთის კურორტ Las Americas -თან ახლოს.
პარკში შესვლისთანავე თქვენ შეგხვდებათ ეგვიპტური ქანდაკებები. გაურკვეველი მიზეზების გამო, პარკის ადმოინისტრაციამ გადაწყვიტა შესასვლელთან დაეყენებინათ ეგვიპტური ქანდაკებები, ალბათ რაღაც მნიშველობა ქონდა ასეთ გადაწყვეტილებას. პარკის სქემატურ რუკაზე ჩანს, რომ აქ არსებობს ორი სცენა, სადაც პერიოდულობით იმართება სხვადასხვა წარმოდგენები და შოუები.


შესასვლელთან ახლოს არის თეთრი ვეფხვის ვოლიერი (შემოღობილი ადგილი).
თეთრი ვეფხვი წარმოადგენს ბენგალური ვეფხვის რეცესიულ მუტანტს, რომელიც ბუნებაში გვხვდება ინდოეთის რამდენიმე შტატის ტერიტორიაზე – ასამში, ბენგალში. თეთრი ვეფხვი უფრო ხშირად იბადება და ზრდასრულ ასაკშიც უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ჩვეულებრივი ფერადი ვეფხვი, რომელსაც არ აქვს თეთრი ფერის გენი.
ბენგალური ვეფხვის ქვესახეობაში შავი ზოლების მქონე თეთრი წარმომადგენლებიც არსებობენ, რომლებსაც ლურჯი ფერის თვალები აქვთ.
პარკში არის სახვადასხვანაირი გადასასვლელები. ასეთ გადასასვლელებში შედის დაკიდებული ხიდი ან ბადე, რომელზეც მოგიხდებათ აძრომა და ხოხვა.
























loading...
თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close