არქივი

ინდის ხეობის ცივილიზაცია

moenjodaro
ინდოეთის ნახევარკუნძულზე უძველესი ცივილიზაციები არსებობდა.ეს ცივილიზაციები მდინარეების განგისა და ინდის ნაპირებთან წარმოიქმნა.პირველი ცივილიზაცია სწორედ ინდის ხეობაში იშვა თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე.ამ ცივილიზაციათაგან განსაკუთრებით გამოსარჩევია ორი ქალაქი მოჰენჯო-დარო და ჰარაპა.ძვ.წ-ით დაახლოებით 2000 წლისთვის ინდის ხეობაში არსებობდა ორი უდიდესი ქალაქი რომელთა მოსახლეობაც 40000 ადამიანს აღწევდა.იმ დროისთვის ისინი მსოფლიოს უდიდესი ქალაქები იყვნენ.

moenjodaro

ქალაქის ცენტრში ხელოვნური ბორცვი იდგა, რომელიც ციტადელის ბეღელისა და ცენტრალური ბანკის მაგვარ დაწესებულებას წარმოადგენდა.ეს მივიწყებული ქალაქები გასული საუკუნის 20-იან წლებში აღმოაჩინეს.

ქალაქის დაგეგმარება
Moenjodaro Stupa

ციტადელის გარშემო განლაგებული შენობა-ნაგებობები-ქალაქის ადმინისტრაციული შენობები, ბაზრები, სახელოსნოები, სასაწყობობო ფართები, საცხოვრებელი სახლები და ტაძრები მოსახლეობის სოციალური ფენის მიხედვით იყო განლაგებული.საცხოვრებელ სახლებში იყო რამდენიმე ოთახი, ტუალეტი და ჭა.მათ შეშის ღუმელში გამომწვარი თიხის აგურებით აშენებდნენ. მოჰენჯო-დაროს ციტადელში იყო პირადი და საზოგადოებრივი აბანოები, ასევე საჟარო შეხვედრებისთვის განკუთვნილი ადგილები.
Mohenjo Daro house

გლეხები და ხელოსნები
01MD dom
ინდის ხეობის გლეხობას მოჰყავდა ქერი, ხორბალი, ბამბა, ნესვი, ფინიკი და სხვა.მინდვრად ამუშავებდნენ მოშინაურებულ სპილოებს და კამეჩებს. ამ მხარეში მცხოვრები მრავალი ხელმარჯვე მეთუნე ქოთნების დასამზადებლად იყენებდა სამეთუნეო ბორბალს, რაც იმ დროისთვის მოწინავე ტექნოლოგია იყო.
rsz burial at harappa
RuinsofwallsatMohenjo Daro 7
moh wam18
ჰარაპას მობინადრენი ქვის იარაღებს იყენებდნენ და ამზადებდნენ ბრინჯაოს დანებს, საბრძოლო იარაღს, თასებსა და ქანდაკებებს. ისინი იცავდნენ სანიტარული-ჰიგიენურ ნორმებს:მათ ჰქონდათ დახურული საკანალიზაციო სისტემა და მოწყობილობა ნაგვის ლიკვიდაციისთვის.
დაახლოებით ასე გამოუიყურებოდა ქალაქი ჰარაპა

vendetta

me var studenti miyvars saintereso da shemecnebiti gadacemebis yureba

მსგავსი ამბები

Back to top button