ახალი ამბებიგამოგონებაგასართობი

„ჯადოსნური კაფე“ – ბელგრადში


მას შემდეგ, რაც გაიხსნა ახალი ობიექტი ბელგრადში (სერბეთი), რომლის სახელწოდებაც გამართელებულია- Majik Cafe, მოხდა კულტურული აფეთქება ამ ქალაქში. როგორც ჩანს, დიზაინერმა კარიმ რაშიდმა (Karim Rashid) არა მხოლოდ ჩადო მთელი თავისი ცოდნა და ძალისხმევა, არამედ თავისი ოცნებებიც იდეალური ღამის კაფეს გახსნაში. დიზაინერის თქმით, ყველაფერი გამომდინარეობს შინაარსიდან, გარემოდან და იქიდან, რა სივრცეში მუშაობ .
ღამის ცხოვრება ბელგრადში – სხვადასხვა ღამის კლუბებისა და ბარების დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. აქ დრო თავის სვლას ანელებს და დილამდე მხოლოდ მუსიკა, საცეკვაო რითმი, ღიმილი, კოქტეილები და რელაქსი მეფობს.


„Magic cafe“ – სასიამოვნო მუსიკითა და უგემრიელესი სამზარეულოთი, წყნარ გარემოში ბელგრადის გულშია მოწყობილი. ეს კაფე იდეალური ადგილია ღამის გასატარებლად თბილ და კომფორტულ გარემოში…
დიზაინერმა კარიმ რაშიდმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ კაფე სერბეთის დედაქალაქში – „Magic cafe“ გახდება იდეალური ადგილი დასვენებისა და ენერგიის აღდგენისათვის დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ეს კაფე ყოველთვის მზად იქნება უმასპინძლოს შემოქმედებით იდეებს, მოაწყოს გამოფენა ან სხვა გზით დაუჭიროს მხარი ხელოვნების ნებისმიერ სახეობას…













თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close