გასართობისაკითხავისურათები

კოსმოსში გადაღებული 10 გასაოცარი ფოტო

d957bb5bb502

გასაოცარი და შთამბეჭდავი ფოტოები, რომლებიც კოსმოსშია გადაღებული.

10. კასინის სატურნი

06122f07d20a

სატურნის ეს საოცარი ფოტო გადაღებულია კოსმოსური აპარატის კასინის მიერ 2006 წელს. ეს მომენტი მან თავისი მოგზაურობის მე9 წელს დააფიქსირა, როდესაც ამ გიგანტი პლანეტის სიახლოვეს იმყოფებოდა. უფრო გასაოცარია ის, რომ ამ ფოტოზე შეგვიძლია დავინახოთ დედამიწაც – ლურჯი წერტილი ყველაზე ნათელ რგოლებთან, მარცხენა მხარეს.

9. პულსარი კიბოს ნისლეულში

d16b80938511

გამოსახულების ცენტრში მდებარე ეს პულსარი წამში 30 ბრუნს აკეთებს. იგი უშვებს რენტგენულ სხივბს, როგორც კოსმოსური გენერატორი. პულსარის მასა მზისას აჭარბებს და წარმოადგენს დიდი ვარსკვლავის კუმშვად ბირთვს. მისი შეკუმშვის დროს მოხდა დიდი აფეთქება, რომელზე დაკვირვებაც შესაძლებელი იყო 1054 წელს.

8. ნაწილობრივი დაბნელება

4f184b61ff3e

სურათზე გამოსახულია მზის ნაწილობრივი დაბნელება ინდოეთში, ჰაიდარაბადში 2009 წლის 22 ივლისს.

7. ეტას სისტემა

d957bb5bb502

ეტა – ეს არის ვარსკვლავური სისტემა გემის ხერხემლის თანავარსკვლავედში. იგი მზისგან 7500-8000 სინათლის წლითაა დაშორებული.
ამ სისტემაში შედის ორი ვარსკვავი, რომელთაგანაც ერთი კაშკაშა ცისფერი ცვალებადი ვარსკვლავია. მისი სინათლე 4 მლნ-ჯერ აჭარბებს მზისას, ხოლო მასა 100-ჯერ.

6. მერკური

e3eb9285006e

ეს გამოსახულება 2008 წლის 6 ოქტომბერს კოსმოსურმა სადგურმა  Messenger-მა გამოგზავნა. სურათზე გამოსახულია ჩვენი სისტემის პირველი პლანეტა მერკური.

5. წითელი კვადრატის ნისლეული

2ba86c3014db

ამ ნისლეულს ცილინდრის ფორმა აქვს.
სავარაუდოდ წარმოიქმნა ორი ვარსკვლავის სიკვდილისას. როდესაც ვარსკვლავი კვდება, მისი ნივთიერება გარს ეკვრის ობიექტს და ქმნის ნისლეულს.

4. ამოფრქვევა მზეზე

124457548c2a

კოსმოსური აპარატი “ნასა სტერეო” აკვირდებოდა ამ პროტუბერანცის ამოფრქვევას 2008 წლის 29 სექტემბერს.

3. ცის ბრილიანტები

ea7615008608

NGC 290 – ეს არის ღია ვარსკვლავური სისტემა მაგელანის მცირე ღრუბელში, რომელიც  ტუკანის თანავარსკვლავედში მდებარეობს.

2. საერთაშორისო კოსმოსური სადგური

3fea1a9443e9

კოსმოსური სადგურის  Discovery-ს გახსნის შემდეგ ეკიპაჟის წევრებს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ულამაზესი ხედი გადაეშალათ.

1. ქვიშის მდინარეები მარსზე

de66a8692ab5

როგორც ვიცით, მარსზე სითხე არ ჩერდება და ატმოსფეროში ორთქლდება. მუდმივი ქარების ზემოქმედებით ქვიშა სულ მოძრაობს, რაც გვიქმნის იმის ილუზიას, თითქოს პლანეტის ზედაპირზე მდინარეები მიედინება.

თეგები

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close