გასართობიკრეატივისურათები

მდიდარი და ცნობილი ადამიანების ბიბლიოთეკები


იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მასშტაბის მრავალი ცნობილი ადამიანი ეწევა გლამურული ცხოვრების წესს, დიდი სიურპრიზი არ უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ ზოგი მათგანი საკმაოდ შთამბეჭდავი სახლის ბიბლიოთეკის მფლობელია …
მეორეს მხრივ, ყველას აქვს საკუთარი ჰობის უფლება. გთავაზობთ 10 ცნობილი ადამიანის ყველაზე შთამბეჭდავ წიგნების კოლექციას, რომელთა შორისაა მაიკლ ჯექსონის, ვუდი ალენის და სხვა სელებრითების კოლექცია.


1. კარლ ლაგერფელდი – Karl Lagerfeld
კარლ ლაგერფელდი , როგორც “მაღალი მოდის ეინშტეინია” არის 79 წლის გერმანელი დიზაინერი, ფოტოგრაფი და მსახიობი, რომელიც ხელმძღვანებლობს ლეგენდარულ მოდის სახლს შანელსა და ფენდის.


საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მისი ნამდვილი გვარი ლაგერფელდტია, მან გვარს მოაცილა “ტ”, რადგან ფიქრობს, რომ “ასე უფრო მომგებიანად ჟღერს”.
საინტერსოა რამდენიმე ფაქტი შემოქმედის ცხოვრებიდან: კარლის ბიბლიოთეკა 300 000 წიგნს იტევს, მის საკუთრებაშია 100 ცალი იპადი, რომელთაც ის ლუი ვუტონის ჩანთით ატარებს, გავრცელებული ფაქტია ისიც, რომ დიზაინერი – კარლი განსხვავებული ორიენტაციისაა და ის გეია. საინტერესოა ისიც, რომ კარლი არ ეწევა და არ სვამს.


კარლ ლაგერფელდი ყოველთვის ფორმაშია
73 წლის ფრანგ მოდელიორზე დრო არ მეფობს. ამ დღეებში, კარლ ლაგერფელდი (Karl Lagerfeld ) იყო გადაღებული პაპარაცების მიერ ნიუ-იორკის Waverly Inn დაწესებულებასთან.
მოდის მეფემ -ლაგერფელდს თავის ინტერვიუებში არა ერთხელ უღიარებია, რომ მოდას ჩამოშორდება, და დაკავდება თავისი სამხატვრო გალერეით. გარდა ამისა, 2000 წელს ლაგერფელდმა პარიზში დაარსა თავისი გამომცემლობა, სახელწოდებით 7L


2. ფრენკ სინატრა – Frank Sinatra
ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და შოუმენი ფრენკ სინატრა 20-ე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მომღერლად ითვლება; მას ჰქონდა დამახიასეთები ხმა, რომლითან მანდილოსნების გულებს ადვილად იპყრობდა და მისი საოცარი ხმის წყალობით “მისი უდიდებულესობა ხმა” (“The Voice”) შეარქვეს. ის მღეროდა ბიგ ბენდის, სვინგის და პოპის ჟანრში ; ფრენკ სინატრა ს გაყიდული აქვს 250 მილიონზე მეტი ალბომი. ..
ფრენკის მეორე ცოლი, რომლის გამოც მიატოვა 3 შვილი და მეუღლე, იყო ულამაზესი ევა გარდნერი. ევა ფრენკის ცხოვრების სიყვარული იყო…
ჰიტი: “NEW YORK,NEW YORK.” ნახეთ ვიდეო:


3. ოფრა უინფრი – Oprah Winfrey
ოფრა უინფრი – არის ყველაზე გავლენიანი შავკანიანი ქალი ამერიკაში . ოფრა არის ამერიკის ტელევარსკვლავი, მსოფლიო გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა.
ოფრა უინფრი ჟურნალმა ” Time ”-მა მე-20 საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ადამინაების სიაში შეიყვანა.
როდესაც ” Forbes”-მა გამოაქვეყნა აშშ-ს მილიარდერების სია 2003 წელს აღმოჩნდა, რომ ოფრა პირველი აფრო-ამერიკელი ქალია, რომელიც მილიარდერი გახდა.
ოფრას ხელფასი 2008 წ. შედაგენდა 385 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო 2009 წლის „ფორბსის“ მონაცემებით, ოფრას აქვს $2,3 მილიარდი აშშ დოლარის კაპიტალი.


4. გრეტა გარბო – Greta Garbo
გრეტა გარბოს ნამდვილი სახელი ა გრეტა გუსტაფსონი, იგი წარმოშობით შვედი კინო-მსახიობია, რომელიც იყო ჰოლივუდური მუნჯი და ხმოვანი პერიოდის საერთაშორისო კინოვარსკვლავი. გარბო ოთხჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე. მან ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის ანა კარენინაში და კამელიაში დაიმსახუა ნიუ-იორკის ფილმების კრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდო …1999 წელს ამერიკის ფილმების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ყველა დროის უდიდესი ქალი კინომსახიობების სია, ამ სიაში გრეტა გარბომ მეხუთე ადგილი დაიკავა მას უსწრებდნენ ქეთრინ ჰეპბერნი, ბეტი დევისი, ოდრი ჰეპბერნი და ინგრიდ ბერგმანი.


5. ჯოან რივერზი – Joan Rivers
Huffington Post-მა გამოაქვეყნა მოდის სამყაროში ყველაზე მეტად შეძულებული პერსონების სია, რომელშიც შედის ჯოან რივერზი.

ტელეშოუს Fashion Police-ის წამყვანი, 79 წლის ჯოანი ცნობილია პლასტიკური ოპერაციების კოლოსალური რიცხვით და უადგილო „ხუმრობებით“, რომლებიც მიმართულია ცნობილი ადამიანების მიმართ.


6. მაიკლ ჯექსონი – Michael Jackson
მთელი მსოფლიო ასე ახასითებს მაიკლს: „მაიკლი არის საოცრება, სასწაული, ფენომენალური მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული.“
ყველაზე წარმატებული სიმღერა- Beat it ნამდვილ მოვლენად იქცა, ასევე კლიპიც, რადგანაც ეს იყო ერთერთი უიშვიათესი შემთხვევა იმ დროინდელ მუსიკალურ სამყაროში, როცა როკ სიმღერას თან ერთვოდა საოცარი ცეკვა. მაიკლი არამარტო დიდი მომღერალი, არამედ უნიჭიერესი ქორეოგრაფი და მოცეკვავეც იყო. მაიკლს „მე-20 საუკუნის საუკეთესო მოცეკვავის“ ტიტულიც მიანიჭეს.

მაიკლ ჯექსონის კონცერტები უამრავი იყო მთელს მსოფლიოში, ხოლო მაყურებლის რაოდენობა კი გახდა რეკორდული , რის გამოც ის გინესის რეკორდების წიგნში შევიდა – როგორც ყველაზე ფართო აუდიტორიანი ტური.
ფილიპ ბლოჩმა, ცნობილმა და საქვეყნოდ აღიარებულმა დიზაინერმა, სტილისტმა განაცხადა : „მოდა არ ახდენს გავლენას ჯექსონზე, ჯექსონმა მოახდინა გავლენა მასზე“ –

მაიკლი და ლიზა პრესლი
ქორწინებაში, პირველად 1994 წელს მოიყვანა ცოლად როკენროლის მეფის ქალიშვილი ლიზა მარია პრესლი. განქორწინების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ, რომ მაიკლი ოცნებობდ მამობაზე, ლიზა მარიას კი ბავშვის გაჩენა არ სურდა. ..
1996 წელს მაიკლი დაქორწინდა თავის დერმატოლოგისტ დებორა როუზე, რომელიც მისი ორი შვილის დედა გახდა.
მაიკლი მილიონობით დოლარს სწირავდა გაჭირვებულებს მსოფლიოს გარშემო და მიიღებული ქონდა მრავალი ჯილდო ფილანტროპული საქმიანობისთვის;
ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული მომღერალი მაიკლ ჯექსონი საიდუმლო ანტინარკოტიკულ იმპლანტანტს იყენებდა, რაც შესაძლოა, მისი სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო.
2009 წელს … მაიკლი გარდაიცვალა, თუმცა ის იარსებებს მანამ სანამ იქნება მუსიკა. მან ყველა მუსიკალურ მიმდინარეობას დაუტოვა თავისი მემკვიდრეობა, ის მუდამ იარსებებს მუსიკასთან ერთად: LONG LIVE THE KING!

7. კელსი გრემერი – Kelsey Gremmar
მისი ნამდვილი სახელია – ალენ კელსი გრემერი (Allen Kelsey Grammer), რომელიც არის მსახიობი, პროდიუსერი და ამავე დროს რეჟისორიც;
ქელსი გრემერი ისევ ითამაშებს ებენეზერ სკრუჯის როლს დევიდ ცუკერის ფილმში „An American Carol“ .
ის იღებს მონაწილეობას ფილმში “ტრანსფორმერები: განადგურების ეპოქის” – პირველ ოფიციალური თრეილერში, რომელიც გამოდის 2014 წელს…


8. როდ სტიუარტი – Rod Stewart
როდ სტიუარტი – ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორია. პოპულარობა მოიპოვა ჯგუფებში ” The Jeff Beck Grou” და ” The Faces”-ში სიმღერით. სოლო კარიერის დაწყებამ საყოველთაო აღიარება მოუტანა. ჯურნალი “Q”- ს მიერ შედგენილ სიაში როდ სტიუარტი 100 საუკეთესო მომღერალთა შორის 34-ე ადგილზეა.


9. ვუდი ალენი – Woody Allen
ვუდი ალენი არის ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, კომედიანტი, მწერალი და მუსიკოსი, რომლის უამრავმა ნაშრომმა მას თანამედროვე კინემატოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა. რეჟისორს – 48 წლის განმავლობაში 74 ფილმი აქვს გადაღებული…


10. დაიან კიტონი – Diane Keaton
დაიან კიტონი — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და მწერალია, რომელმაც 70-იან წლებში დაიწყო თეატრალური კარიერა. კინოში პოპულარული გახდა ვუდი ალენთან (Woody Allen) თანამშრომლობის შედეგად.

თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close