გასართობისაკითხავიუცნაური

ინკების იმპერია – ის, რაც შეიძლება დღემდე არ იცოდით

ამ პოსტში თქვენ გაეცნობით ძალიან საინტერესო ინფორმაციას ინკებისა და მათი ძლევამოსილი იმპერიის შესაზებ.


ინკების იმპერიის მიწა მოიცავდა დღევანდელი ბოლივიის, პერუს, ეკვადორის, არგენტინისა და ჩილეს ტერიტორიებს. იმპერიის ცენტრში იყო დედაქალაქი კუსკო (Kuzco) – “მზის წმინდდათაწმინდა ქალაქი”. ყოველი მხრიდან დედაქალქში მიედინებოდა მარცვლეული, ოქრო-ვერცხლი, ქსოვილები და ყველანაირი პროდიქტი,რაც იმდროისათის მოყავდათ.
თავდაპირველად ინკებმა ცხოვრება დაიწყეს, როდორც პატარა ტომმა ანდებში 1100-იან წლენში. 1300-იან წლბში მათმა ძლევამოსილმა ლიდერმა, მაიტა ქაპაქმა (Mayta Qapaq) დაიწყო მეზობელი მიწების დაპყრობა. 1400-იან წლებში კი ინკების იმპერია გახდა მთელს ამერიკაში უძლიერესი. აღსანიშნავია, რომ ამ ძლევამოსილი იმპერიის დაახლოებით 12 მილიონიანი მოსახლეობიდან ინკა მხოლოდ 40000 ადამიანი იყო, დანარჩენი მოსახლეობა კი 100-ზე მეტი სხვადასხვა ტომის ხალხი იყო. ისინი ძალიან ძლიერი მმართველები და დამპყრობლები იყვნენ, ამიტომ ვერავინ ბედავდა მათთან ბრძოლას. დაპყრობილი ხალხი ვალდებული იყო ეღიარებინა და თაყვანი ეცა ინკების ღმერთებისათვის, თუმცა მათ ჰქონდათ უფლება საკუთარი ღმერთებისთვისაც ეცათ თაყვანი და შეენარჩუნებინათ თავიანთი ტრადიციები.

ინკების ყოველ ახალ მმართველს ეწოდებოდა საპა ინკა (Sapa Inca). საპა ინკა მოითხოვდა ეღიარებინათ იგი მზის შვილასდ და მობყრობოდნენ, როგორც ღმერთს.როდესაც მმართველი კვდებოდა მის სხეულს უვლიდა ხალხი და იგი აგრძელებდა “ცხოვრებას”  თავის სასახლეში. მკვდარ საპა ინკას აწვენდნენ ოქროს კუბოში, ქალი უვლიდა მას დრე და ღამე და უფრთხობდა მწერებს სახიდან. მის ნეშთნს ყოველდღე მიართმვდნენ ხოლმე ახალ საჭმელ-სასმელს. განსაკუთრებულ შემთხვევებში კი ნეშთი გამოყავდათ სასახლიდან რომ ხალხთან ერთად “ეზეიმა” რომელიმე დრესასწაული. ყოველი ახალი საპა ინკასათვის ახალ სასახლეს აგებდნენ და 1500-იან წლებში კუსკო გარდაცვლილი მმართველების სასახლეებით იყო სავსე.
ყოველ საპა ინკას ყავდა დედოფალი ან ქოია (Coya). კანონის მიხედვით მმართველის ცოლი აუცილებლად საკუთარი და უნდა ყპფილიყო. საპა ინკას მსგავსად იგიც მზის შვილი იყო. ინკების მბრძანებელი ქორწინდებოდა საკუთარ დაზე რათა აბსოლუტურად დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მათი შვილიც 100%-ით მზის შვილი იქნებოდა და მზის სისხლი იჩქეფდა მის  ძარღვებში. მათი ერთერთი ვაჟისვილი აუცილებლად ახალი საპა ინკა გახდებოდა. ასევე აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ საპა ინკას უამრავი არაკანონიერი ცოლი და შესაბამისად ჰყავდა უამრავი შვილი, რომელიც შემდგომში თავადები ხდებოდნენ.
ინკებმა შექმნეს მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული იმპერია. ისინი თოთოეული ადამიანის სიცოცხლე ოფიციალური პირების მეშვეობით აკონტროლებდნენ და მათი მმართველობის სისტემა ჰგავდა პირამიდას. პირამიდის ძირში ანუ ყველაზე დაბალი ფენა იყვნენ გლეხები. ფერმერებზე ზევით იდგნენ ოფიციალური პირები, მათ ზევით იყო ოთხი გამგებელი, პირამიდის უმაღლესი წერტილი კი იყო “მზის შვილი” საპა ინკა.
ჩვეულებრივი ხალხი ვალდებული იყო ყოველ წელს, გარკვეული დროით სახელმწიფოს სამსახურში ყოფილიყვნენ, მაგალითად ემუშავათ მაღაროში, გზების მშენებლობაზე, არმიაში და ა.შ. მათ არ შეეძლოთ ნებართვის გარეშე თავიანთი სოფლის დატოვენაც კი. ყოველი გლეხი თავისი პროდუქტის ერთ-მეოთხედს სახელმწიფოს აძლევდა. იმპერიაში კი არსებობდა უზარმაზარი საწოყბები, სადაც ამ პროდუქტს ინახავდნენ. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ არავის შიოდა და მცირე მოსავლის შემთხვევაშიც კი, რადგან დაგროვილი ჰქონდათ ძალიან დიდი მარაგი. იმპერიის ყოველი ჩვეულებრივი მოსახლე ვალდებული იყო ემუშავა.

რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ქორწინება კონტროლდებოდა. თავადებს რამდენიმე ცოლი ჰყავდათ, ჩვეულებრივ მოსახლეობას კი, მხოლოდ ერთის ყოლის უფლება ჰქონდა. სახელმწიფო წყვეტდა ვინ და როდის დაქორწინდებოდა. ყოველ წელს ადგილობრივი მმართველი შეაგროვებდა მათთვის მისაღებ ახალგაზრდებს, მიჭებს ოცდახუთი წლის ზევით გოგონებს კი ოცო წლის ზევით. შემდეგ დააყენებდნენ ორ რიგად და ადგილობრივი მმართველი აწყვილებდა მათ თავისი სურვილის მიხედვით. ქორწინების პირველ წელს წყვილი გადასახადებისაგან თავისუფლდებოდა. თუმცა, მათ მაინც უნდა ემუშავათ რათა საკუთარი თავი ერჩინათ. მაშინ კი, როდესაც ინკა დაბერდებოდა, ავადმყოფი და უძლური გახდებოდა სახელმწიფო მათ უფასოდ აძლევდათ საჭმელს და ჩასაცმელს, ოჯახი კი ვალდებული იყო მოეარა მოხუცებულისათვის.
როგორც იცით ინკებს არ ჰყავდათ ცხენები და არ ჰქონდათ ურმები ან რაიმე სხვა გადასაზიდი საშუალება. სამაგიეროდ მათ გააჩნდათ ძალიან დახვეწილი გზის სისტემა. მათი გზები გადაჭიმული იყო დღევანდელი პერუდან ჩილემდე. ერტ-ერთი იყო მათ შორის “სამეფო გზის” სახელით ცნობილი, მისი სიგრძე 5200 კილომეტრი ყოფილა და ანდებში იყო აშენებული. თანამედროვე ტექნიკის პირობებშიც კი ამ გზის მშენებლობა ძალიან რთულია და უდიდეს ხარჯებთანაა დაკავშირებული. ინკებმა ასევე შექმნეს არაჩვეულებრივი თოკის სავალი გზები. ისინი მდინარიდან 91 მეტრის სიმაღლეზე იყო გაჭიმული. ამ გზებით სარგებლობის უფლება არ გააჩნდათ ჩვეულებრივ მცოვრებთ, ისინი ძირითადად ჯარისკაცებისა და ჩასკუებისათვის იყო განკუთვნილი, ჩასკუები იყვნენ მთავრობის შიკრიკები და მათ შეეძლოთ ძალიან სწრაფად სირბილი. ისინი იდგნენ გზებისა და მდინარეების გაყოლებაზე 3 კილომეტრის ინტერვალით. საწყისი ადგლიდან გამოიქცეოდა შიკრიკი, 3 კილომეტრში დახვდებოდა სხვა და მას გადასცემდა ცნობას, მეორე მიირბენდა მესამესთან და ასე ჩადიოდა ცნობა დანიშნულების ადგილამდე . ასეთი სისტემით ერთ დღეში ცნობას 320 კილომეტრზე მეტი მანძილის იქით გადასცემდნენ. დარჩენილ გუნდს შეეძლო დღეში 200 კილომტრი გაერბინა და ორ დღეში ზღვიდან დედაქალაქში თევზი მოეტანა. მაგრამ გზებს უმთავრესად მაინც იყენებდა არმია, რომელიც იმპერიას ყველანაირი საფრთხისაგან იცავდა.


საგულისხმოა რომ ინკებს არ გააჩნდათ დამეწერლობა. ისინი ცნონას ე.წ ქუიპუსების საშუალებით გადასცემდნენ. ეს იყო გაფერადებული ძაფები  კვანძებით. ფერები სხვადასხვა რამეს აღნიშნავდა . მაგალითად ყვითელი აღნიშნავდა ოქროს, წითელი – ჯარისკაცებს. კვანძები კი ციფრების აღმნიშვნელი იყო.
ინკები იყვნენ არაჩვეულებრივი მშენებლები. ისინი არ იყენებდნენ ცემენს, დუღაბს ან რაიმე მსგავსს კედლების ასაშენებლად, ისინი უბრალოდ ალაგებდნენ ქვებს მჭიდროდ ერთმანეთში. უამრავი ასეთი კედელი დღემდეა შემორჩენილი. 1950 წელს საშინელმა მიწისძვრამ დედაქალაქ კუსკოს ორი-მესამედი დაანგრია. დღესდღეობით ძალიან კარგად შემონახული ქალაქი მაჩუ პიკჩუ (Machu Picchu) გვიჩვენებს მათ არაჩვეულებრივ უნარს. ქალაქი, რომელიც უცნობი მიზეზის გამო მთიანად დაცალეს ინკებმა, მხოლოდ 1911 წელს აღმოაჩინეს.

ინკების იმპერია მალევე დაეცა მათი ძლევამოსილი მბრძანებლის ჰუაინა კაპასის (Huayna Capas) სიკვდილის შემდეგ 1525 წელს . მისი ორი ვაჟი ათაჰუალპა (Atahualpa) და ჰუასკარი (Huascar) ებრძოდა ერთმანეთს იმისათვის, რომ გამხდარიყო საპა ინკა. საბოლოოდ გაიმარჯვა ათაჰუალპამ 1532 წელს. ომის დროს მოვიდა ცნობა, რომ მათ მიწაზე გამოჩნდა უცნაური ხალხი. ეს დაუპატიჟებელი სტუმრები ესპანელები იყვნენ. მათ ეცვათ რკინის ტანსაცმელი (ჯავშანი), ისხდნენ უცხო ცხოველებზე (ცხენებზე) და თმები ჰქონდათ ნიკაპამდე ან უფრო ქვემოთ. წარმატებით დასრულებული ბრძოლების შემდეგ, ათაჰუალპამ ამ უცნაური ხალხის გაცნობა მოინდომა და მიიწვია ისინი თავის სასახლეში. ესპანელები მხოლოდ 180 იყვნენ და ახალ საპა ინკას არ შეშინებია მათი. მიუხედავად სიმცირისა ესპანელებმა ათაჰუალპას არმია გაანადგურეს თავიანთი იარაღითა და ქვემეხენით. მათ დაიჭირეს ათაჰუალპა და გათავისუფლებას მხოლოდ იმ პირობით დათანხმდნენ, თუკი ინკების მმართველი ევროპელებს აჩვენებდა ოთახს, რომელიც ოქროთი იყო სავსე და ორ სხვა ოთახს, რომლებიც ვერცხლით იყო სავსე. ათაჰუალპა დასთანხმდა მათ მაგრამ ესპანელებმა ოქროს მიღების შემდეგ, მაინც მოკლეს იგი. მმართველის გარეშე დარჩენილი არმია კიდევ უფრო უძლური აღმოჩნდა და დანებდნენ. ესპანელებმა დაწესეს კანონები, ინკები კი თავის გადასარჩენად ყველა პირობას დათანხმდნენ. ესპანელებს მხოლოდ ოქრო-ვერცხლი აინტერესებდათ, ამიტომ ინკებს მხოლოდ მაღაროებში ამუსავებდნენ და უარყვეს ფერმები. ძალიან ბევრი ადგილობრივი დაიღუპა შიმშილისა და გადაღლისაგან. უძლიერესი ინკების იმპერია ძალიან მალე დაინგრა.

მიუხედავად იმისა, რომ ინკების ცივილიზაცია განადგურდა, მათმა შთამომავლობას ადვილად შეატყობთ წინაპართა კვალს და ტრადიციებს. დღესდღეობით ეკვადორის, პერუს და ბოლივიის ანდებში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ერთ დროს ძლევამოსილი ინკების შთამომავლები არიან.
იმედია საინტერესო, მრავალფეროვანი და ზოგიც დღემდე თქვენთვის უცნობი ინფორმაცია მოგაწოდეთ. დიდი მადლობა ყველას ვინც პოსტი წაიკითხეთ.

თეგები

გიორგი

დავიბადე 1995 წელს. ვარ კახელი. ვსწავლობ სკოლაში

მსგავსი ამბები

Close
Close