ახალი ამბებისასარგებლოუცნაური

მომღერალი ფენომენალური ხმით – ყველაზე მრავალფეროვანი ხმა.

ცნობილი ჰოლანდიელი მომღერალი ფლორ იანსენი 16 წლის ასაკიდან აქტიურად მოღვაწეობს მეტალ-სცენაზე. მას აქვს მიღებული განათლება კლასიკური სიმღერის განხრით და გახლავთ სოპრანო, თუმცა ის სიმღერის დროს არ იყენებს მხოლოდ საოპერო ტექნიკას – მღერის  სუფთა ხმით და ასევე  შეუძლია გააკეთოს ე.წ “გროულინგი”. 
ფლორ იანსენი დაიბადა 1981 წლის 21 თებერვალს ჰოლანდიაში. მუსიკოსობა მისი ბავშვობის ოცნება იყო.16 წლის ასაკში 1997 წელს ის გაწევრიანდა ჯგუფ  After Forever-ში, რომელთანაც ერთად გამოუშვა 6 ალბომი. ფლორ იანსენმა 1999 წელს დაიწყო სწავლა ნიდერალანდების როკის აკადემიაში. 3 წლის შემდგომ კი სწავლა გააგრძელა კონსერვატორიაში სადაც სწავლობდა მუსიკალურ თეატრს და  ოპერას.2009 წელს ჯგუფის დაშლის შედეგ კი ჩამოაყალიბა  ჯგუფი  Revamp.  ფლორი სიმფონიური მეტალის მსმენელებისთვის ყოველთვის იყო საყავრელი მომღერალი თუმცა 2012-2013 წლებში ის მთელმა მსოფლიომ გაიცნო.  2012 წლის 1 ოქტომბერს Nightwish-ის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ანეტ ოლზონის და Nightwish-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ანეტი ტოვებდა ჯგუფს,ხოლო ჯგუფთან ერთად მსოფლიო ტურნე Imaginaerum გააგრძელა ფლორ იანსენმა.2013 წლის 9 ოქტომბერს კი ჯგუფის განცახდებით იანსენი Nightwish-ის წევრი გახდა. მსმენელები მსოფლიოს მაშტაბით აღრთოვანებას ვერ მალავენ მისი ვოკალური მრავაფეროვანების მიმართ.

   მისი ხმა არის ეპიკური ფორმა დრამატული სოპრანოების ცნობილა როგორც ”ვაგნერის (Wagnerian) სოპრანო”.ვაგნერის სოპრანოს ევოლუცია ყოველთვის ხდება ხმის ცვილებით (30 წლის შემდგომ).მათი ხმა განსაკუთრებულად  დიდია,რომელსაც შეუძლია  იმღეროს 80-100 კაციან ორკესტრში.მათი ემოციურობა და მდიდარი ხმა მათ აძლევთ შესაძლებლბას იმღერონ ოპერის გარდა სხვა  მუსიკალურ ჟანრში.

მისი ვოკალური მრავალფეროვნება შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვიდეოში:


ვოკალური დიაპაზონი : “B2”-“F6”

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close