გართობა

მიტინგებზე წარმოთქმული ოპო-მარგალიტები

87990c520b68
ეს ფრაზები სხვადასხვა დროს, მიტინგებზე, პირდაპირ ეთერში თუ სხვა საჯარო გამოსვლების დროსაა წარმოთქმული:

ნარევი ოპო–მარგალიტები:

–ენა, მამული, სარწმუნოება წამართვა მიშამ მე, როგორც ახალგაზრდას (ნინელი ჭანკვეტაძე)

–თუ დაარბევს აღდგომამდე ძალიან კარგს იზავენ და გადადგება (ნუკრი ქანთარია)

–უნივერსიტეტში ლექციებს არ ატარებენ და ბავშვები ქუჩის ადამიანები ხდებიან (ნინელი ჭანკვეტაძე)

–მართლმადიდებლურად ვიდგებით! (ეკა ბესელია)

–დიალოგი ეშმაკის ენაა (სალომე ზურაბიშვილი)

–ცოტა ხანში ამათ უბნებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს ტო, ყველა უბანი გამოვა და თავის სათქმელს იტყვის (“კორკოტა”)

–ჯერ უნდა ავიღოთ თბილისი, მერე ყველა სოფელი და მერე მთელი საქართველო! (ლევან გაჩეჩილაძე)

–საქართველო ესმის მხოლოდ მაღალგანვითარებულ ადამიანს (ბასა ფოცხიშვილი)

–აგარაკს არ დავთმობ, ლტოლვილებისათვის არ გამოდგება… იქ ყოფილხართ? რომ მოხვალთ დარწმუნედებით, რომ ლტოლვილები იქ ვერ იცხოვრებენ (ნინო ბურჯანაძე)

–როცა კანონი არ კანონობს და ადამიანი სჩადის დანაშაულს, ადამიანი იქცევა კანონად (სოსო ჯაჭვლიანი)

–ფაშიზმმა ააყვავა გერმანია (რეზო ესაძე)

–91-ში “რაც მოხდა, მოხდა” (ქეთი დოლიძე)

–ვანესა რედგრეივი მირეკავს და ვიღაცა სოფლელი უგულავა მაიგნორირებს (ქეთი დოლიძე)

–უწმინდესსაც დავურეკე – არ ვიცი როგორ, მობილური მაშინ არ იყო და არაფერი! (ქეთი დოლიძე)

–ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკას აქვს საზრისი და ეს საზრისი არის მსახურება, აქიმობა (ლევან მაისაშვილი)

–ჩვენ ვცდილობთ, ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ
ვიბრძვით სუფთა ხელებით, ცარიელი გულით და თავით (ლევან გაჩეჩილაძე)

–ალასანია კულინარიელებში რომ იყო კარგია – გამეხარდა, გვეღირსება ქუჩის აკადემია გამოვლილი პრეზიდენტი (აკაკი გლურჯიძე, მსახიობ ნანა შონიას მეუღლე)

–გენდერული თანასწორობის საუკუნე – ეს ხომ სატანიზმია, არაფერი სხვა ( რეზო ჩხეიძე და გიგა ლორთქიფანიძე)

–დავით აღმაშენებელი იამაყებდა თქვენით ხალხნო, მისი სული ზეიმობს ახლა ( გუბაზ სანიკიძე)

–ეს კვირა რომელიც იწყება არის ეშმაკის კვირა (სალომე ზურაბიშვილი)

–ერთი შუშაბანდის ხელა რუსთაველი გვაქვს (ქეთი დოლიძე)

–ჩვენ უნდა გავხდეთ კოლექტიური ბელადი! (გუბაზ სანიკიძე)

–მე, თქვენი მანდატით აღჭურვილი პარლამენტარი ვარ (ნესტან კირთაძე)

–ნუ გეშინიათ, მიშა რო დაახვევს, გეტოს აგიშენებთ და ზუსტად ისეთ სისტემაში გაცხოვრებთ, როგორშიც ეხლა გვაცხოვრებს თქვენი ბელადი და რომელიც თქვენ ასე ძაან მოგწონთ (ლევან გაჩეჩილაძე)

–კარგია რომ დაგვარბიოს (ლევან გაჩეჩილაძე)

–დღევანდელ დღესა და 37 წელს შორის არანაირი განსხვავება არ არის (რობერტ სტურუა)

–ქურდი და ავაზაკი ჩემთვის არაა დიდი ცოდვა (რობერტ სტურუა)

–რა აკლდა ილიას? კაი სახლი ჰქონდა, კაი ბანკი ჰქონდა (რობერტ სტურუა)

–ამ კვირაში თუ არ მოახერხებთ, საქართველო აღარ იარსებებს (რობერტ სტურუა)

–ვინც ეხლა ქუჩაში დგას, იმის ნახევარი სკამებზე ოცნებობს (რობერტ სტურუა)

–მიტინგებს რომ ვუყურებ ვხედავ უვიც ხალხს (რობერტ სტურუა)

–რეზიდენციასთან ლოცვაზე კურთხევა უკვე გვაქვს! (ბაკურ ბაკურაძე)

–ჩემზე და შენზე ძაან რესტორნები და ბარები არავის არ გვევასება, მაგრამ ბუშლატით დავდივარ 3 დღე (ლალი მოროშკინა)

–წეროვანის გეტო (ლალი მოროშკინა)

–თან პიკეტი გვაქვს და თან ტრაპეზი (ზვიად ძიძიგური)

–წავედით კანცელარიასთან, საკნები წაგვაღებინეთ (ლევან გაჩეჩილაძე)

–ყუბანეიშვილს სადაც შევხვდები იქ ავაწნავ სილას (ლევან გაჩეჩილაძე)

–მცირე სისხლისღვრა შეიძლება მოხდეს (ლევან გაჩეჩილაძე)

–ყველამ თქვენს სახელზე თითო საკანი დადგით (ზვიად ძიძიგური)

–ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც კონსტანტინე გამსახურდიას ნაციონალური მოძრაობის რაღაც უჭირავს ხელში (ლევან გაჩეჩილაძე)

–ჟურნალისტები ქუჩის მეძავები არიან (გიორგი მაისაშვილი)

–ხელისუფლების რღვევა ნახალოვკიდან დაიწყო (ლევან გაჩეჩილაძე)

–აფრასიძეების ისტორიაზე ვარ გაზრდილი (ნინო კავსაძე)

–ხალხი ამათი დამწვარი გვამებით ირბენს ქუჩებში (გუბაზ სანიკიძე)

–ვინც მიტინგზე არაა, თათქარიძეები არიან ( გუბაზ ანიკიძე)

–ყველას სიები გვაქვს და მიშა რომ წავა, თქვენზე ნადირობა წავა (გუბაზ სანიკიძე)

–შეშინებულები ყოფილან ის სპეცრაზმელები და იმიტომ აბრახუნებდნენ ფარებს (დავით აქუბარდია)

–26 მაისი ცხადდება ახალ 9 აპრილად (ლევან გაჩეჩილაძე)

–ჩვენ აქ მოვედით მომიტინგეები, პროტესტანტები… (ლევან გაჩეჩილაძე)

–მიშა დე იურე პრეზიდენტია (ლევან გაჩეჩილაძე)

–ალალ-მართალი ძმა საკანში მიზის (ლევან გაჩეჩილაძე)

–თუ ცხვირს ჩამოვუშვებ, მომვარდით და მაგრად დამირხიეთ (ლევან გაჩეჩილაძე)

–ხომ მოუთავეს რუსებმა ამათ დღენახევარში ომი? ერთი გადმოუფრინეს და ეგრევე მოუთავეს (მამუკა კაციტაძე)

–ელასტიურები უნდა გავხდეთ, უნდა დავბრუნდეთ რუსებთან (გოგი თოფაძე)

–ჩვენს მხარეს ფანატიკოსებს ვერ ვხედავ, როგორც პირველი პრეზიდენტის დროს იყო.
თვალებში ვატყობ (რობერტ სტურუა)

–ჩეხი დეგენერატი ელჩი… (რობერტ სტურუა)

–92-ში დაიწყო საქართველოს აღორძინება…(ვაჟა ლორთქიფანიძე)

–აიათოლა ერთ-ერთი პროგრესული ლიდერია თანამედროვე სამყაროში (სულხან მოლაშვილი)

–რას ერჩოდნენ იმ პატარა ბავშვებს და ქალებს შუაღამისას დაძინებულები რომ დაბომბეს ცხინვალში? (გოგი თოფაძე)

–მიშამ ბადაგონი იმისთვის შექმნა, რომ ქართული ღვინო გააქროს ( გოგი თოფაძე)

–ფრანგები დემოკრატები არ არიან, აფრიკას რა უქნეს… (გოგი თოფაძე)

–პუტინის ხელში ვართ და უნდა ვაღიაროთ (გოგი თოფაძე)

–რუსების დროს ყველაზე მაგრად განვვითარდით (გოგი თოფაძე)

–აი ეს არის განსხვავება ამ ორ პრეზიდენტს შორის, რომ ედიკას სისხლი არ დაუღვრია (ნანა კაკაბაძე)

–როცა ვაპირებდით რეფორმების გატარებას და კორუფციის მოსპობას, ზუსტად მაშინ მოვიდა ეს მიშა და მოგვიწყვეს ყვავილების რევოლუცია (ედუარდ შევარდნაძე)

–როგორ შეიძლებოდა თათარაშვილის დაჭერა? შევარდნაძის დროს ამას ვინ იკადრებდა?
მამაშვილურად გააფრთხილებდნენ (გოგი თოფაძე)

–თითოეული ადამიანი რომელიც საკანში შემოვა და თუნდაც რამდენიმე საათს დაჰყოფს, აუცილებლად მიხვდება თუ რა გადაიტანა გიამ, ეს მისი გოლგოთაა (ლალი მოროშკინა)

–პუტინს ყოველთვის ვაბარებდი ანგარიშს (ედუარდ შევარდნაძე)

–ზვიადი რომ არ ჩამოსულიყო ოჩამჩირეში, სოხუმს არ დავკარგავდით… (ედუარდ შევარდნაძე)

–ბატონო ედუარდ, ავღანეთში თქვენ ძეგლი უნდა დაგიდგან (დავით ქუბარდია)

–რუსეთი ჩიხშია აფხაზეთის და ოსეთის აღიარებით და სახე რომ შეინარჩუნოს რუსეთის ფედერაციამ მოდი ჩვენ კოფედერაცია შევქნათ (დავით აქუბარდია)

–ვკუსი” არ აქვს, თბილისურად არ გაიზარდა. თბილისური, ვაკური პონტი არ აქვს მიშას (შალვა რამიშვილი)

–თუ ტიპს ფულს ახევ და უტეხავ – ზნაჩიტ ღირსია (შალვა რამიშვილი)

–შევარდნაძემ რუსის ჯარი ისე შორს გადაიყვანა, რომ ვეღარ ვხედავდით (კოკა ყანდიაშვილი)

–ჩვენ ამერიკელ სენატორებს ქრთამს ვაძლევთ, რომ მხარი დაგვიჭირონ (კოკა ყანდიაშვილი)

–რუსები ჩვენი ძმები არიან და რუსული ბომბები ღვთისგან მოვლენილი სასჯელი იყო (მიტროპოლიტი იობი)

წყარო: forum.ge

მსგავსი ამბები

Back to top button