გართობაუცნაური

გასაოცარი ოპტიკური ილუზიები

cea1af64f8ca

ოპტიკური ილუზიის მიზეზებს იკვლევენ იმისთვის, რომ გაიგონ მხედველობითი აღქმის ფსიქოლოგია და ფიზიოლოგია. გთავაზობთ გასაოცარი ილუზიების სიას:

1. ბლივეტი

60770a79d8ed

ბლივეტი – ამ ფიგურის შექმნა შეუძლებელია, ანუ მხოლოდ და მხოლოდ ოპტიკური ილუზიაა და ეს ობიექტი რეალობაში არ არსებობს.

2. ბეზოლდის ეფექტი

b23d00afec35

ამ ოპტიკურ ილუზიას სახელი ეწოდა გერმანელი მეტეოროლოგიის პროფესორის, ვილჰელმ ფონ ბეზოლდის, საპატივცემულოდ, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ერთი და იგივე ფერი შეიძლება განსხვავებულად გვეჩვენებოდეს სხვადასხვა ფერების გვერდით. წითელი ზოლები თეთრ ფონზე უფრო ბაცი ჩანს, ვიდრე შავ ფონზე.

3. კაფე-ბარის კედლის ილუზია

a5c75307e6c5

ეს ოპტიკური ილუზია პირველად აღწერა ექიმმა რიჩარდ გრეგორიმ. მან ეს საინტერესო ეფექტი აღმოაჩინა ბრისტოლში, ერთ-ერთი კაფე-ბარის კედელზე. სურათზე გვეჩვენება, რომ პარალელური ხაზები არ არის პარალელური. ეფექტის მისაღებად შავი და თეთრი კვადრატები არ უნდა იყოს ზუსტად ერთმანეთის ქვეშ განთავსებული, გარდა ამისა, ყოველ კვადრატს უნდა ევლებოდეს ნაცრისფერი არშია.

4. ჩაბას ილუზია

574a7b999c89

ეს ოპტიკური ილუზია გვიჩვენებს, რომ მოცემული ობიექტი უფრო მკვეთრად ჩანს ერთგვაროვან ფონზე.

5. ებინჰაუზის ილუზია

11380fadbac2

ეს ილუზია შექმნილია ზომების შედარების აღქმისთვის. ყველაზე პოპულარულ ვერსიაში, ორი იდენტური ზომის მქონე წრე განთავსებულია გვერდიგვერდ, ერთი მათგანს გარს აკრავს დიდი ზომის წრეები, მეორეს – პატარები, სწორედ ამიტომ პირველი უფრო პატარა ზომის გვეჩვენება მეორესთან შედარებით.

6. ფრაზერის სპირალური ილუზია

cea1af64f8ca

ამ ილუზიას მეორენაირად სიცრუის ილუზიასაც უუწოდებენ. სურათზე ვხედავთ სპირალს, სინამდვილეში კი მხოლოდ წრეებია გამოსახული.

7. გერმანის ილუზია

37ab167fdd5b

ეს ოპტიკური ილუზია აღმოაჩინა ლუდმარ გერმანმა 1870 წელს. სურათზე, თეთრი ხაზების გადაკვეთის წერტილებზე ვხედავთ მისტიკურ შავ ლაქებს. ხოლო თუ უშუალოდ გადაკვეთის წერტილს შევხედავთ, ეს ლაქა ქრება.

8. ჰერინგის ილუზია

c45898c144ec

ეს ოპტიკური ილუზია აღმოაჩინა გერმანელმა ფიზიოლოგმა ე. ჰარინგმა 1861 წელს. სურათზე გამოსახულია ორი ვერტიკალური ხაზი – ერთმანეთის პარალელურად, თუმცა ჩვენ ვხედავთ გამოქნექილ ხაზებს. ამის მიზეზია ფონი, რომელიც სიღრმის ეფექტს გვიქმნის.

9. არარსებული კუბის ილუზია

4e25c60ce7b6

ამ არარსებულ კუბს უწოდებენ ნეკერის კუბსაც. ადამიანი ამ ორგანზომილებიან ობიექტს აღიქვამს სამგანზომილებიანად.

ქვემოთ იხილეთ ვიდეო:

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური

მსგავსი ამბები

Back to top button