საკითხავისურათებიუცნაური

პრეისტორიული ხანის დიდი კატები (ნაწილი I)

მანამდე, სანამ ადამიანი ნადირობას დაიწყებდა და ყველაზე დიდი მტაცებლების სათავეში მოექცეოდა, დიდი კატები ყველაზე საშიშ და მსხვილ მონადირეებად ითვლებოდნენ. დღესაც, დიდი კატები თავისი ნადირობის მანერით ჩვენში შიშსა და აღტაცებას იწვევენ, თუმცა ისინიც კი, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან თავის გადაშენებულ წინაპრებს.

1. გიგანტური გეპარდი

გიგანტური გეპარდი მიეკუთვნება იმავე ოჯახს, რომელსაც თანამედროვე გეპარდები. ისინი გარეგნულადაც ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა “შთამომავლებისგან” განსხვავებით მათი ზომები შთამბეჭდავად დიდია. ეს დიდი კატა 150 კგ-მდე იწონიდა, ანუ იმდენივეს, რამდენსაც თანამედროვე აფრიკული ლომი და მას შეეძლო მსხვილ ცხოველებზე ნადირობა. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ გიგანტურ გეპარდებს 115 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლოთ. ეს ცხოველი ევროპასა და აზიაში ბინადრობდა პლიოცენისა და პლეისტოცენის პერიოდში (დედამიწის ისტორიის პერიოდები). გადაშენდა უკანასკნელი გამყინვარების დროს.

2.ქსენოსმილუსი

ქსენოსმილუსი იყო ცნობილი ხმალკბილა ვეფხვის ნათესავი, თუმცა, ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, გრძელი ეშვების მაგივრად უფრო მოკლე კბილები ჰქონდა და ისინი ზვიგენის კბილებს უფრო მეტად წააგავდა, ვიდრე თანამედროვე კატის. ეს არსება უსაფრდებოდა და შემდეგ გლეჯდა მსხვერპლს. ქსენოსმილუსი საკამოდ დიდი იყო: მასა – 230 კგ, სიმაღლე კი იგივე, რამდენიც ზრდასრული ლომისა ან ვეფხვის. ამ კატის ნაშთები აღმოჩენილია ფლორიდის ტერიტორიაზე.

3. გიგანტური იაგუარი

თანამედროვე იაგუარები ლომებთან და ვეფხვებთან შედარებით მცირე ზომისანი არიან, როგორც წესი 60-100 კგ-მდე იწონიან. პრეისტორიულ დროში კი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში გიგანტური იაგუარები ბინადრობდნენ. მათ უფრო გრძელი კიდურები და კუდი ჰქონდათ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ისინი ვაკე ადგილებში ცხოვრობდნენ, თუმცა სხვა დიდ კატებთან კონკურენციის გამო იძულებულნი იყვნენ ტყეში გადაცხოვრებულიყვნენ. გიგანტური იაგუარები ზომებით თანამედროვე ლომსა და ვეფხვს არ ჩამოუვარდებოდნენ და შესაშური ძალაც ჰქონდათ.

4. ევროპული იაგუარი

ზემოთხსენებული გიგანტური იაგუარისგან განსხვავებით, ევროპული იაგუარი არ მიეკუთვნებოდა იმავე სახეობას, რომელსაც თანამედროვეები. არავინ იცის, როგორ გამოიყურებოდა ეს არსება. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს იყო რაღაც ლომისა და იაგუარის ნაჯვარი სახეობა. მისი მასა 210 კგ-ს შეადგენდა და 1.5 მლნ წლის წინ ყველაზე მსხვილ მტაცებლებლად ითვლებოდა. მისი ნამარხები აღმოჩენილია გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, ეპანეთსა და ჰოლანდიაში.

5. გამოქვაბულის ლომი

პრეისტორიულ ხანაში ბინადრობდა უზარმაზარი ლომი, რომელიც იწონიდა 300 კილოგრამს. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტაცებელი, რომელიც ევროპაში უკანასკნელი გამყინვარების დროსაც კი ცხოვრობდა. არსებობს იმის მტკიცებულება, რომ პრეისტორიულ ხანაში მცხოვრები ადამიანები მას ეთაყვანებოდნენ. აღმოჩენილია ბევრი ნახატი და ქანდაკება, რომლებზეც გამოსახულია გამოქვაბულის ლომი.

loading...
თეგები

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური

მსგავსი ამბები

Close
Close