გასართობიკრეატივისაკითხავი

ყველაზე ცნობილი გაქცევები ციხეებიდან


მოცემული პოსტში თქვენ მოგიყვებით ციხეებიდან წარმოუდგენელ გაქცევებზე. ზოგიერთი მათგანი გამოყენებული იყო სხვადასხვა ფილმების სცენარებში.

1) ალფი ჰაინდსი. ჰაინდსი სამჯერ გაექცა კანონს. ერთ-ერთი გაქცევისთვის მან თავისი ზედამხედველები უბრალოდ ტუალეტში ჩაკეტა.

საიუველირო მაღაზიის ყაჩაღობისთის ალფი იქნა დაკავებული. ფული, რომელიც მან მოიპარა(90 000 დოლარი) არ დაბრუნებულა. სასამართლოს წინაშე მან დანაშაული არ აღიარა და მიუსაჯეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ალფიმ პირველი გაქცევა გაურკვევლად მოაწყო, ის უბრალოდ გაქრა ჩაკეტილი კარებიდან, ციხის კედლებიდან და ექვსი მეტრის სიმაღლიდან. 1956 წელს ჰაინდსი კვლავ დააპატიმრეს. ჰაინდსმა დაადანაშაულა მისი დამჭერები არალეგალური დაპატიმრების გამო, მან გამოიყენა ქაოსი და გაიქცა პირდაპირ სასამართლოს დარბაზიდან. ზედამხედველები დაპატიმრებულს მიჰყვებოდნენ ტუალეტში. იმისათვის, რომ მოთხოვნილება მოეთავებინა საჭირო იყო ხელბორკილების მოხსნა. როგორც კი ალფის გაუხსნეს ხელები მან ზედამხედველებს ჰკრა ხელი და ორივე შეაგდო ტუალეტში და ჩაკეტა კლიტით, რომელიც მისმა თანამზრახველებმა წინასწარ მოამზადეს.

2) პასკალ პაიეტი. ვერტმფრენის საშუალებით ციხიდან სამჯერ გაიქცა

პაიეტი დააპატიმრეს მკვლელობის გამო საინკასატორო მანქანის გაქურდვის დროს. სასამართლო შედგა 2001 წელს და განაჩენი იყო შემდეგნაირი: 30 წლის თავისუფლების აღკვეთა. მას შემდეგ პაიეტი ციხიდან სამჯერ გაიქცა. 2007 წელს იყო მისი უკანასკნელი ციხიდან გაქცევა. ციხის სახურავზე დაჯდა ვერტმფრენი, რომელიც პაიეტის მოკავშირეებმა მოიტაცეს პილოტთან ერთად 13 წუთით ადრე. ვერტმფრენიდან გადმოხდა სამი შეიარაღებული მამაკაცი ნიღბებში. პასკალმა თავის მოკავშირეებთან ერთად დატოვა ციხე. პილოტი ბანდიტებმა გაუშვეს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. მას შემდეგ პასკალ პაიეტისგან და მისი მოკავშირეებისგან არაფერი ახალი არ გახმაურებულა.

3) ერთადერთი პატიმრები – ფრენკ მორისი, ჯონ და კლარენს ანგლინები, რომლებმაც შეძლეს ალკატრასიდან გაქცევა

ფრენკ მორისმა, ჯონ და კლარენს ანგლინებმა წარმატებით მოახერხეს განეხორციელებინათ ციხიდან გაქცევის ყველაზე ჩახლართული გეგმა 1962 წლის 11 ივნისს. პატიმრებმა სავენტილაციო მილის საშუალებით ავიდნენ სახურავზე. სახურავიდან ჩამოსვლის შემდეგ პატიმრებმა გაცურეს კუნძულიდან რეზინის ტივებით. შემდეგ დილას დაიწყეს გაქცეული პატიმრების ძებნა. ციხის უფროსმა ასეთი შეფერხება აღნიშნა იმით, რომ საწოლებზე პატიმრებმა დატოვეს ცვილისგან გაკეთებული თავები და ასევე ბუნებრივი თმები. ამ ხერხმა დროებით შეაჩერა ზედამხედველები.

loading...
თეგები
Close
Close