ნახეთ, როგორ აწყობენ 1,8 მლნ. სუპერავტოს – „Aston Martin One-77“
მიუხედავად იმისა, რომ დღეს მანქანათმშენებლობის ინდუსტრია სრულად ავტომატიზირებულია, ასტონ მარტინის (Aston Martin ) კომპანია უპირატესობას ანიჭებს ხელნაკეთობებს. წარმოგიდენგთ მეორე ადგილზე გასულ -ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილების TOP 10 – Aston Martin One-77-ს… (ნახეთ ვიდეო:)
ამ კონცერნის ძვირადღირებული მანქანები აწყობილია ხელით პატარა ჯგუფის მიერ ბრიტანეთის ერთ -ერთ სოფელში… $1,8 მილიონ დოლარიანი სუპერკარის – Aston Martin One-77 სიმძლავრეა 750 ცხენის ძალა, ხოლო მმისი მაქსიმალური სიჩქარე სთ-ში 354 კილომეტრია და გასაკვირია, მაგრამ 100 კმ/სთ-ს განვითარებას ბრიტანულ სუპერკარს 3.2 წამი სჭირდება.
პოსტში არსებული ფოტო-სურათები ნათლად აჩვენებს მთელ პროცესს:
საერთაშორისო ავტოსალონის ფარგლებში კომპანია Aston Martin-მა ექსკლუზიური სუპერკარი Aston Martin One-77 წარადგინა. იგი აღჭურვილია 12 ცილინდრიანი ძრავით; Aston Martin-ის წონა დაახლოებით 1,5 ტონაა, სუპერკარს მძლავრი მუხრუჭები და კომპოზიტური მასალისგან შექმნილი დისკები აქვს. Aston Martin-ის შეძენაზე ასზე მეტი განცხადება იქნა წარდგენილი, თუმცა მოგვიანებით მისი შეძენის მზადყოფნა ყველას არ გამოუთქვამს!
არსებობენ “show-rooms” ( შოურუმები) სადაც აყენია, როგორც დაბალ ფასიანი ასევე ძვირად ღირებული ავტომობილები, ასეთი შოურუმები არსებობენ მთელ მსოფლიოში, მაგრამ არა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, და არა დუბაიში — არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდეს ქალაქში . აქ ნებისმიერ შოურუმში აყენია ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე ძვირიანი ავტომობილები, ამის მაგალითია დუბაი, სადაც აყენია როგორც: Hiper cars (ჰიპერქარები), ულტრა მდიდრული ლიმუზინები, დატუნინგებული ავტომობილები, მოკლედ, ყველა ისეთი ავტომობილი რომელთა ფასიც ხშირ შემთხვევაში 7 ციფრიანია.
სწორედ ასეთი ავტომობილeბის სიაში შედის „Aston Martin One-77“ რომელიც აყენია დუბაის ყველაზე მსხვილ ავტო შოურუმში და რომელიც მზად არის რომ გახდეს რომელიმე მდიდარი, მილიარდის მქონე არაბი შეიხის საკუთრება, Aston Martin One-77 ეს არის ავტომობილი რომელიც 2009 წლიდან წარმოებაშია, და რომლის სახელიდან ნათელია რომ გამოსულია 77 ეგზემპლიარი … მისი ფასია $ 1,800,000 ამერიკული დოლარი;
Aston Martin One-77 ეს არის ყველაზე მძლავრი, ყველაზე ძვირად ღირებული და ყველაზე სწრაფი ავტომობილი რაც კი „Aston Martin“- ს ოდესმე უწარმოებია…
ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენ, ჩვეულებრივ „მოკვდავებს“, მხოლოდ ნატვრა და ოცნება თუ შეგვიძლია.
ნახეთ ვიდეო:
)
ნახეთ ვიდეო:
)
სუპერავტო – „Aston Martin One-77“
)