გართობაუცნაური

ემილი როუზის ნამდვილი ამბავი – ანელის მიშელის ეგზორციზმი

f85631502405
საშინელებათა ფილმების მოყვარულებს და არამარტო მათ სმენიათ ფილმი სახელწოდებით “ემილი როუზის ეგზორციზმი”, რომელიც ძალიან საინტერესო იყო, ბევრმა იცის ალბათ ის, რომ ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, მაგრამ ცოტამ თუ იცის რა მოხდა დეტალურად და დაწვრილებით…
3612906d5f64
თავდაპირველად როდის გამოავლინა ანელისმა უცნაური სიმპტომები?
1968 წელს, როდესაც ანელისი 17 წლის იყო და ჯერ კიდევ საშუალო სკოლაში სწავლობდა, მას დაეწყო კრუნჩხვები. კვლევების მიხედვით მან თავისი პირველი ეპილეფსიური შეტევა გადაიტანა 1969 წელს. სწორედ ამის შემდეგ უარზბარგის ფსიქიატრიულ კლინიკაში ნევროლოგმა ანელისს დაუსვა გრანდ მოლის ეპილეფსიის დიაგნოზი. ცოტახანში ანელისს დაეწყო ჯოჯოხეთური ჰალუცინაციები ლოცვის დროს, მას ასევე ესმოდა ხმები, რომლებიც ეუბნებოდნენ მას, რომ ის იყო დაწყევლილი. 1973 წელს კვლევებმა “დაადასტურეს”, რომ ანელისს დეპრესია ჰქონდა, რადგან მას ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობა. ანელისის მშობლებმა ის ფსიქიატრიულ კლინიკას მიაბარეს. ანელისის სიმპტომები ნელ-ნელა ემსგავსებოდა შიზოფრენიას და ამიტომაც გადაწყდა, რომ მისთვის ემკურნალათ.
თავდაპირველად ვინ დაუსვა ანელისს იმის დიაგნოზი, რომ ის შეპყრობილი იყო?
პირველი არაოფიციალური დიაგნოზი დასმული იქნა მოხუცებული ქალის მიერ, რომელიც მას ახლდა ლოცვაზე. მან შეამჩნია, რომ ანელისმა აარიდა თავი იესოს სურათის გვერდით გავლას და ასევე უარი თქვა წმინდა წყლის დალევაზე. ქალმა ასევე განაცხდა, რომ ანელისი ჯოჯოხეთურად საშინლად ყარდა. ადგილობრივმა ეგზორცისტმა დაასკვნა, რომ ანელისი დემონების მიერ იყო შეპყრობილი. ორი უშედეგო თხოვნის შემდეგ, ეგზორციზმის რიტუალი ჩაატარა ეპისკოპოსმა.
ტომ უილკინსონის პერსონაჟი – მამა მური სინამდვილეში არსებობდა?
ტომ უილკინსონის პერსონაჟი უფრო იყო ორი რეალური ადამიანის კომბინაცია – მამა არნოლდ რენცისა და პასტორ ერნსტ ალტის. ორივე ადამიანი დანიშნულები იყვნენ უორზბარგის ეპისკოპოსის მიერ, რომ ჩაეტარებინათ “დიდებული ეგზორციზმი” ანელის მიშელზე. რიტუალის საფუძველი იყო “Rituale Romanum”, რომელიც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ტარდებოდა. მამა არნოლდ რენცი იყო ყოფილი მისიონერი ჩინეთში, ხოლო პასტორი ერნსტ ალტი კი იყო პასტორი ადგილობრივ თანამეგობრობაში. მათ ერთად ჩაატარეს ეგზორციზმის 67 რიტუალი 10 თვის განმავლობაში, ხოლო კვირაში კი ტარდებოდა ეგზორციზმის ერთი ან ორი სესია. ზოგიერთი სესია ოთხ საათზე დიდხანს გრძელდებოდა.
ანელის მიშელიც ხედავდა მის გარშენო დემონების სახეებს როგორც ემილი როუზი ფილმში?
The Washington Post-ზე დაყრდნობით, რაც უფრო იზრდებოდა მით უფრო შეპყრობილი ხდებოდა ანელის მიშელი, ანელისი ხედავდა დემონების სახეებს ადამიანებზე და მის გარშემო.

რომელმა დემონებმა შეიპყრეს ანელისი?
ანელისი შეპყრობილი იყო რამდენიმე დემონის მიერ: ლუციფერი, იუდა ისკარიოტელი, ნერონი, კაენი, ჰიტლერი და ფლეიშმანის – შერცხვენილი ფრანკი მღვდელი XVI საუკუნეში. მასში ასევე შემჩნეული იყო რამდენიმე დაწყევლილი სული, რომლებიც ავლენდნენ საკუთარ თავებს ანელისში.
ანელისის დედამ – ანამ, მხარი დაუჭირა ფილმის გადაღებას?
არა, ანელისის დედამ მხარი არ დაუჭირა The Exorcism of Emily Rose-ის გადაღებას. “მე არ მინდა ფილმის ნახვა და არ ვიცი არაფერი მასზე”, – თქვა მისის მიშელმა, რომელიც უკვე 80 წელს იყო გადაცილებული. ანელისის მამა – ჯოზეფი გარდაიცვალა ექვსი წლით ადრე ფილმის გამოშვებამდე.
რამდენი ადამიანი იქნა მიჩნეული ანელის მიშელის სიკვდილში?
2005 წლის ფილმში – The Exorcism of Emily Rose მიჩნეულია ერთი ადამიანი – მამა რიჩარდ მური ემილის სიკვდილში. სინამდვილეში გამოძიების მიხედვით, რომელიც ჩატარდა 1978 წელს, ანელის მიშელის სიკვდილში დამნაშავედ მიჩნეულია ოთხი ადამიანი და არა ერთი. ესენი იყვნენ: მამა არნოლდ რენცი, პასტორ ერნსტ ალტი და ანელისის მშობლები. მათ მიესაჯათ ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და სამი წლით პრობაციული.
რამდენად შესაძლებელია, რომ ანელისი აკოპირებდა ქცევებს უილიამ ფრაიდკინის 1973 წლის “ეგზორცისტი”-სგან?
რეჟისორ უილიამ ფრაიდკინის ფილმი “ეგზორცისტი” გამოვიდა გერმანიაში 1974 წელს, ორი წლის განმავლობაში იწერებოდა ეგზორციზმის სესიები აუდიო ჩანაწერებზე, ერთ-ერთ ჩანაწერში ჩვენ გვესმის ანელისის ხმა. მიუხედავად იმისა, რომ ანელისის ხმა არის გამყინავი მისი ხმა ძლიერ წააგავს ლინდა ბლეირის არაადამიანურ ხმას ფრაიდკინის ფილმიდან. ზოგიერთმა ადამიანმა დაასკვნა, რომ ანელისი უბრალოდ ბაძავდა იმას, რაც ნახა ფილმში, თუ საერთოდ ნახა ფილმი. გერმანიაში ფილმის გამოშვებიდან ხალხში მან გამოიწვია პარანორმალური ისტერია, ხოლო ევროპელმა ფსიქიატრებმა განაცხადეს, რომ იმატა ობსესიურმა იდეებმა მათ პაციენტებში.
კიდევ რა უცნაურს სჩადიოდა ანელისი?
ანელისი ძალიან ბევრ შემაწუხებელ და უცნაურ საქციელებს ჩადიოდა. ის ლოკავდა საკუთარ შარდს იატაკიდან. ანელისი ჭამდა ბუზებს, ობობებს და ნახშირს. მან თავი წააწყვიტა მკვდარ ჩიტს. ერთხელ შეძვრა მაგიდის ქვეშ და ყეფდა ძაღლის მსგავსად ორი დღის განმავლობაში. მისი კივილის ხმა საათობით ისმოდა კედლებს მიღმა. ტანსაცმლის გახდა და იატაკზე დაყრა რეგულარულ ჩვევად იქცა.
ეგზორციზმებმა გამოიწვიეს მის სხეულზე დაზიანებები?
დიახ. ანელისმა ჩაიტარა ეგზორციზმის 67 რიტუალი 10 თვის განმავლობაში. დროთა განმავლობაში, მას მუხლებზე გაუწყდა მყესები, რადგან ანელისს მუხლებზე დადგომა მოუწია 600-ჯერ. ანელისს უწევდა თაყვანი ეცა ორივე მუხლზე დადგომით. 1976 წლის 30 ივნისს სანამ გარდაიცვლებოდა, ბოლო რიტუალის განმავლობაში ის იყო უკვე ძალიან სუსტად და მუხლებზე დადგომის პროცესში მას ეხმარებოდნენ მისი მშობლები.
რატომ შეწყვიტა ანელისმა კვება?
ანელისს სჯეროდა, რომ ეს მას სატანისგან დაიცავდა. მისი გარდაცვალების მომენტში ის იწონიდა 30 კილოგრამს. მან უარი თქვა, რომ სიკვდილის წინ ცოდვები მოენანიებინა და ისაუბრა, რომ ის არ აპირებდა ამის გაკეთებას თანამედროვე ეკლესიის ჭირვეული და მოღალატე მღვდლების გამო.
ტექნიკურად რის გამო გარდაიცვალა ანელისი?
აუტოფსიის მიხედვით, რომელიც ჩატარდა 1976 წლის 1 ივლისს, ანელისის გარდაცვალების მიზეზები იყო მწვავე დეჰიდრაცია და კვების სიმცირე. მისი გარდაცვალების მიზეზი ასევე იყო პნევნომია. ანელისი დაკრძალეს მისი ნახევარდის – მართას გვერდით – სასაფლაოს კიდეზე. ეს ადგილი ჩვეულებრივ გამოყოფილია უკანონო შვილებისთვის და მათთვის ვინც სუიციდი ჩაიდინა.
რა იყო ანელის მიშელის უკანასკნელი სიტყვები?
სიკვდილის პირას მყოფმა, სუსტმა თქვა მისი უკანასკნელი სიტყვები სანამ მოკვდებოდა, მან უთხრა მის ეგზორცისტებს “ითხოვეთ შენდობა”. დედამისს ანას მან უთხრა “დედა, მე მეშინია”.
მე წავიკითხე, რომ ანელის მიშელს ჩაუტარდა ექსგუმაცია მისი სიკვდილის შემდეგ, მართალია?
დიახ. 1978 წლის 25 თებერვალს, მისი სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ ანელის მიშელის სხეული კვლავ ამოთხარეს და გადაასვენეს მუხის ახალ კუბოში. ძველი იაფფასიანი კუბო კი გამოყენებული იყო ექსგუმაციის ჩატარების საბაბად. სინამდვილეში მათ მიიღეს წერილი მონაზვნისგან, რომელიც ამბობდა, რომ მას ჰქონდა ხილვა, რომ ანელისის სხეული ჯერ კიდევ უვნებელი იყო. ოფიციალურმა კვლევებმა აჩვენეს სხეულის გაუარესების შესახებ, მაგრამ ექსგუმაციის ფოტოები არასოდეს გამოქვეყნებულა, ხოლო ანელისის მშობლებს აუკრძალეს ექსგუმაციაზე დასწრების უფლება. შორიდან მათ შეუძლიათ დაინახონ მათი სახლის საწოლი ოთახიდან თავიანთი შვილის საფლავი. სახლში ანელის მიშელის დედა ჯერაც ცხოვრობს.
სიმართლეა, რომ სხვა ფილმი იქნა გადაღებული ანელის მიშელის ეგზორციზმის შესახებ?
დიახ. გერმანულ ენოვანი ფილმი ანელის მიშელის შესახებ არსებობს და ფილმს ქვია Requiem. ფილმის რეჟისორი არის ჰანს-ქრისტიან შმიდტი, ფილმი გამოვიდა 2006 წელს. ფილმი არის უფრო დრამა ვიდრე საშინელება, მაგრამ უფრო დაწვრილებითაა მოყოლილი ანელის მიშელის რეალური ისტორია.
ხმას დაუწიეთ! დააჭირეთ ანელის მიშელის ხმის მოსასმენად ეგზორციზმის პროცესში.
f51f9d6c30a1
1e02ac1fca6f
07297d05626e

მსგავსი ამბები

Back to top button