გართობაუცნაური

საინტერესო ფაქტები თეთრი სახლის შესახებ

d6e11930d6fb
ამერიკის შეერთებული შტატების ყველა პრეზიდენტი თავიანთი მმართველობის პერიოდში ცხოვრობდნენ თეთრ სახლში. თეთრ სახლში ცხოვრების მაქსიმალური ვადა შეადგენს რვა წელს. შენობას გააჩნია 6 სართული, რომლებშიც ეტევა 132 ოთახი, 35 სააბაზანო, 147 ფანჯარა, 412 კარი, 3 ლიფტი და 8 კიბე.

ნივთი, რომელიც თეთრ სახლში არის უცვლელი და მუდმივი არის საწოლი აბრაამ ლინკოლნის საძინებელში. მაგრამ ირონია იმაშია, რომ აბრაამ ლინკოლნს თვითონ არასოდეს დაუძინია მასში.

პრეზიდენტის ტიტულთან ერთად ახალ პრეზიდენტს გადაეცემა სამ საწყობთან წვდომის უფლება, რომლებიც მდებარეობენ თეთრ სახლში. საწყობებში ინახება ძვირფასი ხალიჩები, ოქრო, ბროლი, ავეჯის კოლექციები, ორიგინალი ფასდაუდებელი ხელოვნების ნიმუშები, რომლებსაც ფლობდნენ პრეზიდენტის ოჯახები. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს უფლება აქვს, რომ მოაწყოს თეთრი სახლი როგორც მას მოუნდება.

ფაიფურის ოთახში ინახება მოგონებები ლედი რეიგანის შესახებ. ამ ადგილას თავისი ადგილი იპოვა ფაიფურმა, რომელიც თეთრი სახლის პირველმა ლედიმ შეიძინა ვალების საშუალებით. თითოეული ნივთი, რომელიც ამ სერვიზში შედის ღირს 952 დოლარი.

მუდმივ ნივთად თეთრ სახლში ასევე ითვლება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სამუშაო მაგიდა ოვალურ კაბინეტში. ახალი პრეზიდენტი ცვლის ხალიჩას თავისი გემოვნების მიხედვით. მაგრამ ხალიჩაზე, რომელზეც გამოსახულია არწივი ცენტრში და რომელსაც ფეხებში უჭირავს ისრები და ზეთისხილის ტოტი არ იცვლება. ასეთი გამოსახულება ტყუილუბრალოდ არაა გამოსახული ხალიჩაზე – როდესაც ამერიკაში არაა ომი ფრინველის თავი მიტრიალებულია ზეთისხილის ტოტისკენ, ხოლო როდესაც ომიანობაა, მაშინ ისრების მიმართულებით.

2008 წლის შობის დროს თეთრ სახლში შედგა სტუმრების მიღება. ღონისძიებაზე მისული იყო 60 000 ადამიანი. სახლი მორთული იყო 33 ნაძვისხით. სპეციალურად სტუმრებისთვის მომზადებული იქნა 100 ტორტი, 600 ფუნტი ასპარაგუსი, 20 ათასი ორცხობილა, 1000 ფუნტი კრევეტი და 700 ფუნტი კიბორჩხალა.

Back to top button