კნუტი რომელიც დადის მხოლოდ უკანა ფეხებით…
კნუტის სახელი არის მერკური. მიუხედავად იმისა, რომ კნუტს წინა ორი თათი არ აქვს ის ცხოვრობს სრულფასოვანი ცხოვრებით და არ გრძნობს თავს შეზღუდულად.
ტრაგედია, რომელიც კნუტს დაემართა ამ დროს იყო სულ რაღაც ოთხი დღის. კაცი კრეჭდა ბალახს და ვერ შეამჩნია პატარა ცხოველი, ხოლო საბოლოო ჯამში გაზონის საკრეჭმა მოწყობილობამ კნუტი დააინვალიდა. სხვები მოიქცეოდნენ ჰუმანურად და კნუტს დააძინებდნენ, მაგრამ კნუტის სასიხარულოდ ის მოხვდა ვეტერინარის ხელში, რომელმაც გადაარჩინა და სიცოცხლე აჩუქა მას.
პატარა მერკური თავის ახალ სხეულს მალევე შეეჩვია. ამჟამად მერკური ძალიან ბედნიერი ქმნილებაა. მან ისწავლა უკანა ფეხებით სიარული. თამაშობს არანაკლებ აქტიურად, ვიდრე სხვა კნუტები.