საკითხავისურათებიუცნაური

საინტერესო ფაქტები – შავი ზღვა

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს შავი ზღვის შესახებ:

1.შავ ზღვაში 2 500 სახეობის ცოცხალი ორგანიზმი ბინადრობს. თუ შევადარებთ ხმელთაშუა ზღვას, სადაც 9 000-მდე სახეობა გვხვდება, მივხვდებით, რომ ეს რაოდენობა ამ ზომის წყალსატევისთვის არც თუ ისე დიდი მაჩვენებელია. ზღვის ფსკერზე გვხვდება მოლუსკები, ხამანწკები და მიდიები. ისეთი მტაცებლები კი, როგორიცაა რაპანა (მტაცებელი მუცელფეხიანების გვარი – ვიკიპედია), შავ ზღვაში აღმოსავლეთიდან მოსული გემების მეშვეობით შემოვიდნენ.

2.შავი ზღვის ბინადართ შორის ყველაზე საშიშად ითვლება ზღვის დრაკონი. ამ სახეობის თევზები შხამიანია. მათ ზურგის პირველ ფარფლზე აქვთ წვეტიანი ქიცვები. თითო ქიცვი აქვთ აგრეთვე სალაყუჩე კოლოფის სახურავებზე. ქიცვების ფუძესთან შხამიანი ჯირკვლებია. არანაკლებ საშიშებად ითვლბიან სკაროსები და სკორპენები.

3. შავი ზღვა ასევე გამორჩეულია იმით, რომ ზღვის ფსკერიდან 150-200 მეტრის მანძილზე საერთოდ არ არის სიცოცხლის ნიშან-წყალი. გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე სახის ბაქტერია. ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ შავი ზღვის ქვედა ფენა მოწამლულია გოგირდწყალბადით.

4.შავი ზღვის ერთადერთი დიდი ნახევარკუნძული არის ყირიმის ნახევარკუნძული.

5.შავ ზღვაში ბინადრობენ ძუძუმწოვრებიც: ზღვის გოჭი, თეთრმუცელა სელაპი და დელფინის ორი სახეობა.

6. მთები, რომლებიც გარს ერტყმის შავ ზღვას მუდმივად “იზრდება”. შავი ზღვაც, თავის მხრივ ფართოვდება. განსხვავება კი ისაა, რომ ასწლეულში მთები რამდენიმე სანტიმეტრს იმატებს, ამავე დროში კი ზღვა 20-25 სმ-ით მეტ ტერიტორია იკავებს.

7.შავ ზღვაში გვხვდება პლაქტონური წყალმცენარეეების უჩვეულო სახეობები: ე.წ. Noctiluca scintillans. ეს უკანასკნელი შეიცავს ფოსფორს. სწორედ მათ გამო, აგვისტოში შეიძლება დავინახოთ, როგორ ანათებს შავი ზღვა.

8. ქიცვიანი ზგვიგენი – კატრანი, ერთადერთი ზვიგენის სახეობაა შავ ზღვაში. თუმცა ის ნაპირთან არასდროსაა ახლოს, რადგან ძალიან ეშინია ადამიანების.

დოკუმენტური ფილმი შავი ზღვის შესახებ:

loading...
თეგები

n25t

ცნობისმოყვარე უსაქმური

მსგავსი ამბები

Close
Close