გასართობივიდეოებიკრეატივი

წაქცევა პოდიუმზე – ნებისმიერი მოდელისათვის კოშმარია…


როგორც მოგეხსენებათ, მოდელებისათვის ყველაზე უარესი კოშმარი – დაცემა პოდიუმზეა. ალბათ, თითოეული მათგანი პოდიუმზე გამოსვლამდე ლოცულობს : “ღმერთო გადმომხედე , ოღონდ არ წავიქცე…“ (ნახეთ ვიდეო:)
პოდიუმზე სიარული ძალიან რთული საქმეა, მოდელი ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდეს და ქონდეს იმედი, რომ რომელიმე დიზაინერი მოინდომებს მისი სამოსი თქვენ წარუდგინოთ საზოგადოებას. მიუხედავად დიდი მონდომებისა, ეს პასუხისმგებლობა ხშირად ხდება კრახის მიზეზი, ბევრ ჩვენებაზე გვინახავს „მფორთხავი“ მოდელი. დაცემის ალბათობა ძალიან მაღალია, რადგან ყოველ ჯერზე მოდელებისათვის დიზაინერები იგონებენ ახალ სირთულეებს : უჩვეულო მაღალ ქუსლებს , მჭიდრო და ვიწრო კაბებს ან ქვედა ბოლოებს და სხვ.


ამ პოსტში წარმოგიდგენთ მოდელების „საუკეთესო“ დაცემას პოდიუმზე.
საინტერესოა, რომ წარმოვიდგინო თავი მათ ადგილას, დავეხმარებოდი მათ წამოდგომაში , თუ გავნაგრძობდი გზას…
არასახარბიელო და უხერხული შემთხვევაა თუ დაცემულ მოდელს არ აცვია საცვლები.
მოდელების პროფესია ერთი შეხედვით ყველას მარტივი ჰგონია, მაგრამ საკმაოდ რთულია. უამრავი სტრესი, არცერთი გრამის მომატება და დიზაინერების ყველანაირი უცნაური ახირების შესრულება– დამეთანხმებით არც ისე ადვილია..


ხშირად, პოდიუმიდან ისე ჩანს თითქოს მოდელები მაღალქუსლიანებით დაიბადნენ და ბევრს მათი შურს კიდეც. მათი პროფესია მართლაც რომ სულაც არაა შესაშური. თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ისინი ამ “ცათამბჯენებს” საუკეთესოდ ფლობენ? მე გიჩვენებთ “საუკეთესოდ” წაქცეულ მოდელებს და დარწმუნდებით რომ ამ საქმეში სულაც არ არიან ისინი ბრწყინვალედ დაოსტატებულნი.
მაღალქუსლიანი მოდური ფეხსაცმელი შეიძლება ძალიან საშიში აღმოჩნდეს პროფესიონალი მოდელთათვისაც კი. მილანის მოდის კვირეულზე ერთ–ერთმა მოდელმა სასტიკად გადაიბრუნა ფეხი მაღალქუსლზე და ფეხის ტკივილით შეწუხებულმა მიმართა მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კლინიკას…
მახეთ ვიდეო:



ნახეთ ვიდეო:


























ნახეთ ვიდეო:

loading...
თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close