არქივი

ტანსაცმელი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის

2eca8437139a
ძირითადად ადამიანები ამჯობინებენ მოდას კომფორტს. განსაკუთრებით ქალთა გარდერობში არის ისეთი ტანსაცმელები როგორებიცაა ვიწრო ჯინსები, მჭიდროდ მაკორექტირებელი საცვლები და ბევრი სხვა. თუკი მუდმივად გეცმევათ ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტანსაცმელი, ეს ნეგატიურად იმოქმედებს თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე.

მჭიდრო ჰალსტუხები და საყელოები
მათი მუდმივი ტარება იწვევს პრობლემებს სისხლის მოძრაობაზე ყელის არეში. ეს თავისებურად იწვევს სისხლის მიწოდების შეფერხებას ტვინისათვის. საბოლოო ჯამში ადამიანი გრძნობს თავის ტკივილს და ბევრ სხვას.

მჭიდრო ტყავის შარვლები
ეს ტანსაცმელი ითვლება ყველაზე სახიფათო ტანსაცმლად ჯანმრთელობისთვის. იმიტომ, რომ ისეთი მასალა როგორიცაა ტყავი არ ატარებს ჰაერს. ამ ფაქტორს საბოლოოდ მიჰყავს გადახურებამდე, ხოლო ასეთი ატმოსფერო ძლიერ სასიამოვნოა ბაქტერიების გავრცელებისთვის. მაგალითად: ზამთარში ტყავს არ შეუძლია გათბობა, ხოლო ზაფხულში მასში ძლიერ ცხელა. ტყავის ჯინსები სხეულს არ აძლევენ სუნთქვის უფლებას, რაც კიდევ უფრო ცუდად მოქმედებს სისხლის მოძრაობაზე.

არასწორად შერჩეული ბიუსტჰალტერი
სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა, რომ ქალების 80% არასწორად ირჩევს ბიუსტჰალტერს. ამ შემთხვევაში მკერდის უჯრედი შებოჭილია, რაც იწვევს მუდმივ ტკივილს მხრებზე და კისერზე. ამასთან ერთად ქალი შეიძლება ვერც კი მიხვდეს, რომ ბიუსჰალტერი არასწორად აქვს შერჩეული.

წვრილი ჯინსები
ასეთი ჯინსი ძლიერ მოდურია და თითქმის ყველა ადამიანის გარდერობში ნახავთ მას. მაგრამ სხვა ტანსაცმელების მსგავსად წვრილი ჯინსებიც სახიფათოა ჯანმრთელობისთვსი. წვრილი ჯინსები ავიწროვებენ კანქვეშა ნერვებს, ამას საბოლოო ჯამში მიყავს ლატერალური ბარძაყის კანის ნერვის ნევრალგიამდე. ასეთი დაავადება იმითაა სახიფათო, რომ ადამიანი წყვეტს ბარძაყის გარე მხარის შეგრძნებას.

მაკორექტირებელი საცვლები
ნებისმიერი ქალი დაეთანხმება იმას, რომ ასეთი საცვალი ძლიერ სასარგებლოა, რადგან მას შეუძლია დაფაროს ფიგურის ნაკლოვანებები. მაგრამ თუკი ასეთ ტანსაცმელს მუდმივად ატარებს ქალი ან არასწორად შეარჩევს, მაშინ იგრძნობს შემდეგს: თავის ტკივილს, შეშუპებას, სუნთქვის გართულებას. არასწორად შერჩეული ტანსაცმელი როგორც წესი ქალში ავიწროვებს მუცლის ღრუს, ამის გამო არასწორად მოძრაობს სისხლი და საბოლოოდ ჩნდება დაავადება სახელად ცისტიტი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button