საკითხავისასარგებლოუცნაური

საინტერესო ფაქტები მეგობრობაზე


ამერიკელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მეგობრებს შეუძლიათ გაგვათბონ. გამოდის, რომ ხალხს, რომელთაც დანახვა გვიხარია შეუძლიათ ჩვენში კარგი ემოციების გამოწვევა, შეუძლიათ შექმნან სითბოს სუბიექტური შეგრძნება. პოსტში წარმოგიდგენთ მეგობრობის საინტერესო და გასაოცარ ფაქტებს.

სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მეგობრებთან შეხვედრა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. საქმე იმაშია, რომ ხშირი ურთიერთობის დროს იწევა პროგესტერონის დონე, ხოლო ამას კი შეუძლია ფსიქოლოგიური განმუხტვა, ასევე დაბლა სწევს განგაშის შეგრძნების დონეს.

მეგობრობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ 30 ივლისს. ის ოფიციალურად დაამტკიცეს 2011 წელს.

მეცნიერული კვლევების დროს გაირკვა, რომ ურთიერთობის ნაკლებობა ცუდად აღინიშნება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ვისაც ცოტა მეგობრები ჰყავთ აღენიშნებათ უძილობა და არამხოლოდ უძილობა, არამედ ქრონიკული დაღლილობაც. ასეთი ადამიანები 90%-ით ხშირად არიან დეპრესიაში, ვიდრე სხვები.

ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც ადვილად ურთიერთობენ მეგობრებთან და ნაცნობებთან დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც უგულებელყოფენ ურთიერთობას ამა თუ იმ მიზეზის გამო.

ქალურ და კაცურ მეგობრობას შორის დიდი განსხვავებაა. საქმე იმაშია, რომ კაცი მეგობარს(ძმაკაცს) ექცევა ლოიალურად, ისინი უფრო მარტივად პატიობენ მეგობარს(ძმაკაცს), ვიდრე ქალი პატიობს მეგობარს(დაქალს), ამიტომაცაა, რომ ქალები უფრო ხშირად იცვლიან მეგობრებს.

მეგობრებს ერთმანეთს შორის გააჩნიათ ერთგვარი გენეტიკური მსგავსება. ეს შეიძლება შევადაროთ ნათესაობრივ კავშირს. ყველაფერი იმის გამოა, რომ მეგობრებს ჩვენ ვირჩევთ ქვეცნობიერის დონეზე.

დაახლოებით სოციალური ქსელების 90% თვლის, რომ მეგობრობის შექმნა შესაძლებელია ნამდვილი ურთიერთობის და რეალური შეხვედრების დროს.

სწავლულებმა აღმოაჩინეს, რომ მოხუცებულები, რომლებიც ურთიერთობენ ძველ მეგობრებთან უფრო ხშირად, ვიდრე ნათესავებთან ცოცხლობენ უფრო დიდხანს. ასევე აღსანიშნავია, რომ ნათესავებთან ახლო ურთიერთობები სიცოცხლის ხანგრძლივობაზე საერთოდ არ ახდენს გავლენს.

სოციოლოგებმა გაარკვიეს, რომ ქალაქ სიდნეიში ცხოვრობს ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი.

რაც უფრო განათლებულია ადამიანი მით უფრო ნაკლები პრობლემა აქვს ურთიერთობებში. სტატისტიკის თანახმად ის ხალხი, რომელთაც სკოლის გარდა არ აქვთ არანაირი განათლება, გააჩნიათ ნაკლოვანებები ურთიერთობის დროს.

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close