ახალი ამბებივიდეოებისაკითხავი

დედა რომელმაც საკუთარი შვილების მოკვლა სცადა

ფეხმძიმე ქალი ,ბრალდებულია მისი სამი შვილის მოკვლის მცდელობაში.ამას საკუთარი შვილებიც ადასტურებენ.

შერიფი ბენ ჯონსონი ადასტურებს იმ ფაქტს რომ ებონი ვილკერსონმა წაიყვანა საკუთარი მანქანა და ზღვაში შეიყვანა,რითაც მან საფრთხე შეუქმნა თავისი შვილების სიცოცხლეს.ყველას ვინც მის დახმარებას შეეცდებოდა,წინააღმდეგობას უწევდა.”იგი ყველას ხელს უშლიდა მანქანაში შესვლას და მათ გადარჩენას.ეს არის ის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არის დამნაშავე იგი მკვლელობის მცდელობისთვის” – განაცხადა ბენ ჯონსონმა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ იგი ამ დროს არ განიცდიდა არავითარ ფსიქიკურ ავადმყოფობას და არც ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა.

დედა ,რომელსაც ყავს შვილები 3,9 და 10 წლის არის 27 კვირის ფეხმძიმე.

იმის შემდეგ რაც ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს მათ უთხრეს პოლიციელს,”დედამ  ჩვენი მოკვლა სცადა”.ყველაზე უფროსმა კი განაცხადა,რომ დედა მათ ეუბნებოდა რომ მიჰყავდა ისინი უფრო უსაფრთხო ადგილას.10 წლის შვილმა სცადა ხელი შეეშალა მისთვის ,მაგრამ დედამ მაინც მოახერხა მანქანის ზღვაში შეყვანა.

ოჯახმა ადრე დარეკა პოლიციაში მათი შეშფოთების გამო მის მიმართ,მაგრამ მან განუცხადა პოლიციას ,რომ იგი აპირებდა ოჯახური ძალადობის ცენტრში წასვლას ბავშვებთან ერთად. ამის ნაცვლად, მან გამოიყვანა Honda Odyssey მინივენი და წავიდა სანაპიროსკენ.ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე მან გააჩერა მანქანა,აწია ფანჯრები და უთხრა საკუთარ შვილებს,რომ დაეძინათ.

ადამიანი რომელიც შეესწრო თუ როგორ მიჰყავდა მანქანა ქალს ზღვისკენ , მაშინვე გაიქცა და ეცადა გაეჩერებინა ის.იგი მაშინვე მივიდა მანქანასთან და ცადა დედასთან საუბარი.თვითმხილვევმა მას დახმარება შესთავაზა რაზეც უარი მიიღო.მან ჩაკეტა კარებები და ფანჯრები აწია,ხოლო მანქანა კი ნელ-ნელა იძირებოდა.სამივე ბავშვი ყვიროდა დასახმარებლად.საბედნიეროდ საბარგული არ იყო საიმედოდ დაკეტილი საიდანაც შეძლეს მანქანაში შეღწევა და მათი გადარჩენა.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close