გასართობიკრეატივისურათები

აღდგომის კუნძული


აღდგომის კუნძული მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ჩილეს ტერიტორია. (ნახეთ ვიდეო:)
კუნძულის ადგილობრივი სახელწოდებაა – რაპა ნუი (Rapa Nui). აღდგომის კუნძულის ერთადერთი ქალაქი, ნავსადგური და პროვინციული დედაქალაქი არის ჰანგა-როა , რომელიც მდებარეობს კუნძულის დასავლეთ სანაპიროს სამხრეთ ნაწილში, ჩამქრალი ვულკანების — ტერევაკასა (Terevakasa) და რანო კაუს (Rano – Kau) შორის დაბლობში. კუნძულის ფართობი შეადგენს – 163,6 კმ-ს , ხოლო მისი მოსახლეობა შეადგენს მხოლოდ 3,7 ათას ადამიანს.
საინტერეოა ის ფაქტიც, რომ 1914-18 წლებში, ჰანგა-როას მოსახლეობა მხოლოდ 250 ადამიანი იყო, ხოლო კუნძულის დანარჩენ ნაწილში კი დიდი რაოდენობით ცხვარი იყო მოშენებული.


ქალაქის ცენრი და გულია მისი მთავარი გამზირი — ავენიდა ატამუ ტე კენა და ეს სახელი გამზირს ეწოდა მეცხრამეტე საუკუნის ადგილობრივი გმირის — ატამუ ტე კენას პატივსაცემად. ამ გზის გასწვრივ კი განლაგებულია მრავალი მაღაზია, სასტუმრო, რესტორანი, კუნძულის ერთადერთი სუპერმარკეტი და აფთიაქი…
ქალაქს, ჰანგა-როას გააჩნია მრავალფუნქციური სტადიონი, რომელიც აღდგომის კუნძულის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მშობლიურ არენას წარმოადგენს.


მოაიები:
ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მრავალი შთამბეჭდავი და უცანური ქანდაკებებია, რომელთაც მოაიებს უწოდებენ; ისინი წყნარ ოკეანეში მდებარე აღდგომის კუნძულზე ჩამწკრივებულან და ფხიზლად იცავენ გარშემო გადაშლილ უნაყოფო მიწებს. ამ შორეულ კუნძულს, რომელიც ჩილედან 3700 კილომეტრის დდაშორებით მდებარეობს, ეს სახელი იმიტომ შეერქვა, რომ პირველი ევროპელები აქ აღდგომის დღეს მოვიდნენ 1722 წელს. ქვის ქანდაკებების ეს შთამბეჭდავი არმია კუნძულის მოსახლეობამ თავიანთი გარდაცვლილი ბელადების პატივსაცემად შექმნა.

თავები ვულკანური ქვისგანაა გამოკვეთილი, რომელიც, შესაძლოა, სამტეხლოებიდან ხის მარხილებისა და მორების მეშვეობით მიჰქონდათ. ეს ქანდაკებები ახ.წ. 1000-1600 წლებით თარიღდება, მაგრამ, ხანგრძლივი მეცნიერული კვლევის მიუხედავად, მათი შექმნის ისტორია საიდუმლოებითაა მოცული. აღდგომის კუნძულზე 600-ზე მეტი მოაია. ზოგიერთი მათგანის სიმაღლე 10 მეტრს აღწევს, ხოლო წონა- 90 ტონას. კუნძულის მოსახლეობამ მრავალი გრძელთავიანი ქანდაკება ააგო, რომელთაც ხელები ტანზე მჭიდროდა აქვთ აკრული.
ქანდაკებების ნაწილი ღრმადაა მიწაში ჩაფლული, მხოლოდ თავები ჩანს და არქეოლოგები ამჟამად გათხრით სამუშაოებს აწარმოებენ…

ჰანგა-როაში მრავალი სასტუმრო და საოჯახო ტიპის სასტუმროა, რომლებიც ემსახურებიან კუნძულის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების, განსაკუთრებით მოაის (ქანდაკებების) სანახავად ჩამოსულ ტურისტებს.. ფასები მერყეობს $60 -იდან $500 დოლარამდე კაცზე. კაცზე.
დედაქალაქ ჰანგა-როას გააჩნია თევზის რეწვის მცირე ინდუსტრია (Fish production), და მის ნნავსადგურს აქვს სავაჭრო გადაზიდვების სერვისი ჩილეს ხოგიერთ ქალაქთან…


ნახეთ ვიდეო:


































ნახეთ ვიდეო:










ნახეთ ვიდეო:

თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close