გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები, რობერტ დე ნიროზე (ნაწილი V)


მოგესალმებით, უცნაური ბლოგის ძვირფასნო მომხმარებლებო, ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ მორიგი ნაწილი “საინტერესო და უცნობი ფაქტებისა”. ამჯერად ამ უკანასკნელს შემოგთავაზებთ, ჰოლივუდის კიდევ ერთ ლეგენდარულ მსახიობზე – რობერტ დე ნიროზე.

რობერტ დე ნირო დაიბადა 1943 წლის 17 აგვისტოს, ნიუ-იორკში, ამერიკელი მხატვრების ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ: მამა – რობერტ დე ნირო (უფროსი), დედა – ვირჯინია ედმირალი. დე ნიროს მამა იტალიელ-ირლანდიელი კათოლიკე ემიგრანტების შთამომავალი იყო, ხოლო დედა — გერმანელ-ჰოლანდიელი პრესვიტერიანელი წინაპრების შთამომავალი, ათეისტი. მისი დიდი ბებიები ფერაზანოდან კამპობასოს პროვინციაში, მოლიზეში გადასახლებული ემიგრანტები იყვნენ. მისი დიდი ბებია და ბაბუა, ჯოვანი დე ნირო და ანგელინა მერკურიო, ამერიკაში ფერაძანოდან (კამპობასოს პროვინცია, მოლისი) ჩამოვიდნენ, ხოლო ბებია (მამის მხრიდან), ირლანდიელი ემიგრანტი ედვარდ ო-რილის შვილიშვილი იყო. დე ნიროს უთქვამს, რომ ის საკუთარ თავს უფრო მეტად მის იტალიელ წინაპრებს მიაკუთვნებს, ვინემ დანარჩენებს.

მისი სრული სახელია – რობერტ მარიო დე ნირო უმცროსი (Robert Mario De Niro Jr.)

დე ნიროს საუკეთესო მეგობარი, რომელთანაც ერთად მას არაერთი ფილმი გადაუღია მსახიობი – ჯო პეშია.

დე ნირო პირველად სწავლობდა პატარა წითელი სკოლის სახლში, შემდეგ კი დედამისმა იგი გადაიყვანა ნიუ-იორკის მუსიკისა და ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში. 13 წლის ასაკში დე ნირო დაუახლოვდა პატარა იტალიის ქუჩის ბანდას. ამის შემდეგ იგი სწავლობდა სტელა ალდერის კონსერვატორიაში, ასევე ლი სტრასბერგის მსახიობთა სტუდიაში.

რობერტ დე ნირო, სან-ფრანცისკოში, რობინ უილიამსთან და ფრენსის ფორდ კოპოლასთან ერთად ძვირფასი რესტორნის – “რუბიკონის” მფლობელი იყო. 2008 წელს რესტორანი დაიხურა.

რობერტ დე ნირო – მემარცხენეა.

რობერტ დე ნირო და მარლონ ბრანდო – ერთადერთი სამსახიობო წყვილია, რომლებმაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, “ოსკარის” მოპოვება იმავე გმირის როლის შესრულებისთვის მოახერხეს. საუბარია ვიტო კორლეონეს პერსონაჟზე. (“ნათლია” (1972) და “ნათლია” II (1974). ბრანდო და დე ნირო შემდგომ ერთად გამოჩნდნენ ფილმში ”ანგარიში”.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, დე ნირო მთავარი წამოწყებები იყო ფილმების სტუდიების, ”ტრიბეკა პროდუქციის” ”ტრიბეკა ფილმის ფესტივალისა” და ”ნობუს” დაარსება.

2003 წელს, დე ნიროს დაუსვეს პროსტატას კიბოს დიაგნოზი. 60 წლის დე ნიროზე პროგნოზები კარგი იყო, მისი პუბლიცისტის თანახმად. მსახიობმა დაავადება დაამარცხა და სრულიად გამოჯანმრთელდა.

2006 წლის 7 ივნისს დე ნირომ შეწირულობა გაიღო ჰარი რენსომის კაცობრიობების გამოკვლევის ცენტრისთვის.

დე ნიროს მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს ჰანს ჰოფმანის სამხატვრო სკოლაში. იგი მხოლოდ ორი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები განქორწინდნენ. დე ნირომ ბავშვობა მანჰეტენის ერთ-ერთ უბანში, პატარა იტალიაში (Little Italy), გაატარა. მისი ბავშვობის მეტსახელი იყო „ბობი მილკი“.

მსახიობის ფილმოგრაფია 100-ზე მეტ ფილმს ითვლის. 70 წლის დე ნირო 2 ფილმის რეჟისორია (A Bronx Tale (1993) & The Good Shepherd (2006), დე ნირო ამავდროულად არის 31 ფილმის პროდიუსერი.

დე ნიროს მთელი მისი კარიერის მანძილზე ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო – “ოსკარი” 2-ჯერ აქვს მოპოვებული (1975 და 1981 წლებში), ამ უკანასკნელი პრემიის ნომინანტი 5-ჯერ იყო (1977, 1979, 1991, 1992 და 2013 წლებში). მსახიობი ასევე ლაურეატია კიდევ ერთი პრესტიჟული პრემიის “ოქროს გლობუსისა”, რომელიც 1981 წელს “ცოფიანი ხარი”-ში შესრულებული როლისთვის მიიღო. 2011 წელს მას “ოქროს გლობუსის” საპატიო ჯილდო გადაეცა (Cecil B. DeMille Award).

მსახიობის აქტივში – 44 საერთაშორისო ჯილდო და 53 ნომინაციაა.

1998 წელს დე ნირო ცხრა საათის განმავლობაში იკითხებოდა ფრანგ პოლიციელთან და მოსამართლესთან მეძაობის გავრცელებისთვის. დე ნირომ უარყო ყველანაირი ბრალდება და განაცხადა, რომ მას არასდროს გადაუხდია ფული სექსისთვის. ფრანგული გაზეთის, Le Monde-ს ინტერვიუში, დე ნირომ განაცხადა: ”მე არასდროს დავბრუნდები საფრანგეთში, მე ვურჩევ ჩემს მეგობრებს, რომ საფრანგეთში არ ჩამოვიდნენ” და მას უნდოდა ”გააგზავნე შენი საპატიო ლეგიონის ორდენი ელჩთან, როგორც კი იქნება შესაძლებელი”.

2011 წლის დეკემბერში, დე ნიროს და მის მეუღლეს, გრეის ჰაითაუერს, სუროგატი დედისგან ქალიშვილი – ჰელენ გრეის ჰეითაუერ დე ნირო შეეძინათ (Helen Grace Hightower De Niro). მათ ასევე ჰყავთ კიდევ ერთი შვილი, ელიოტი, რომელიც 1998 წელს დაიბადა.

1993 წელს დე ნირომ ითამაშა ფილმ ”ბიჭის ცხოვრებაში”, სახელგანთქმულ ტობი მაგუირთან და ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად.

დე ნირომ უარი განაცხადა მიეღო მონაწილეობა, მარტინ სკორსეზეს ფილმში “ნიუ-იორკის ბანდები” (2002), ამის მიზეზი კი ის იყო, რობერტს ევროპაში მოგზაურობის სურვილი არ ჰქონდა, სადაც ფილმის გარკვეული ნაწილის გადაღებები უნდა მომხდარიყო.

2013 წლის 4 თებერვალს, საქველმოქმედო ცერემონიაზე, ლეგენდარულმა მსახიობმა საკუთარი ფეხების და ხელების ანაბეჭდები დატოვა, “ჰოლივუდის დიდების ხეივანზე”. მსახიობმა შემდგომი განცხადებაც გააკეთა: “ჯო პეში ყოველთვის ამბობდა, რომ მე ერთხელაც ფეხებით აუცილებლად ავღმოჩნდებოდი ცემენტში. მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ იგი ამას გულისხმობდა.”

დე ნირო ერთადერთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც ოსკარი მიიღო ამერიკულ ფილმში, სადაც ინგლისურად თითქმის არაფერს ამბობს („ნათლიმამა II“); ფილმში ის თითქმის სულ იტალიურად საუბრობს და მხოლოდ აქა-იქ იყენებს ინგლისურ ფრაზებს.

1993 წლის ფილმში „ბრონქსული ისტორია” რობერტ დე ნირო იყო რეჟისორი და ამავდროულად ასრულებდა ავტობუსის მძღოლის, ლორენცოს როლს. სწორედ ეს ფილმი იყო დე ნიროს, როგორც რეჟისორის დებიუტი. ფილმის სცენარი დაწერა ჩაზ პალმინტერმა, ბრონქსში გატარებული თავისი მოუსვენარი ბავშვობის შესახებ. ფილმის ერთ-ერთ მთავარ გმირს, სანის თამაშობდა თვითონ სცენარის ავტორი — პალმინტერი.

დე ნირო ორჯერ დაქორწინდა. პირველი მეუღლე დიანი ებოტი იყო, რომლისგანაც 1976 წელს შეეძინა ვაჟი, რაფაელ დე ნირო (ყოფილი მსახიობი, ამჟამად უძრავი ქონებითაა დაკავებული ნიუ-იორკში). დე ნირომ ასევე იშვილა დიანის ქალიშვილი წინა ქორწინებიდან – დრენა დე ნირო (ასევე მსახიობი). ცოლ-ქმარი ერთმანეთს 1988 წელს გაშორდა. რობერტი შემდეგ ხანგრძლივ ურთიერთობაში იყო ყოფილ მოდელ თოუკი სმითთან, რომელთანაც 1995 წლის 20 ოქტომბერს (ხელოვნური განაყოფიერებით) შეეძინა ტყუპები: აარონ კენდრიკ დე ნირო და ჟულიან ჰენრი დე ნირო.

წყარო: IMDb.com & Kinopoisk.Ru

პ.ს: გაგრძელება იქნება…

 

loading...
თეგები

Jeremy

“I like repressed characters. That gives me a lot of freedom to make a lot of different choices through subtleties.” - Jeremy Renner “Eu faço música porque eu posso pegar meu violão e cantar, me satisfazer completamente, gratificação instantânea. Eu não preciso de um script, eu não as pessoas, eu não preciso de nada, câmeras, eu só tenho a mim mesmo e o meu violão ou teclado.” - Jeremy Renner

მსგავსი ამბები

Close
Close