საკითხავისასარგებლოსურათები

ქათმის ხორცის სასარგებლო თვისებები

ქათმის ხორცი საკმაოდ ბევრ მინერალურ ნივთიერებასა და ვიტამინებს (განსაკუთრებით B ჯგუფისას) შეიცავს. ქათმის ხორცის ცილა ადვილად ათვისებადია და ხელს უწყობს ტვინის განვითარებას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ძვლისა და უჯრედების “მშენებლობაში”.

ამინომჟავები, რომლითაც მდიდარია ქათმის ხორცი ეხმარება ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს სტრესების დაძლევას. ცხიმის უდიდესი ნაწილი, რასაც ქათმის ხორცი შეიცავს, მის ტყავშია (კანშია) თავმოყრილი.

ამიტომ საჭმლის მოსამზადებლად კანგაცლილი ხორცის გამოყენება სჯობს. კანგაცლილი მოხარშული ქათმის ხორცი ყველაზე მკაცრი დიეტისთვისაც კი გამოდგება. რაც შეეხება შემწვარ ქათამს ან ქათმის ბულიონს, ისინი არც თუ ისე მარგებელია ხანშიშესულთათვის და მცირე-წლოვანთათვის.

ფრინველის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმოები, სადაც თავად ამზადებენ ფრინველისთვის აუცილებელ, მინერალებითა და ვიტამინებით დაბალანსებულ საკვებს, საშუალებას იძლევა, რომ მომხმარებელს მიეწოდოს ხარისხიანი და ეკოლოგოურად სუფთა პროდუქცია. ამასთან, ასეთ საწარმოს აუცილებლად უნდა გააჩნდეს შენახვის იდეალური პირობები და გამართული სასაწყობე მეურნეობა.

100 გრამი ქათმის ხორცი შეიცავს:

წყალი – 61.9 გრ.. ცხიმი – 18.4 გრ.ნახშირწყლები – 0.7 გრ.კალიუმი – 217 მილიგრ.კალციუმი – 17 მილიგრ.მაგნიუმი – 20 მილიგრ.ნატრიუმი – 75 მილიგრ.ფოსფორი – 180 მილიგრ.რკინა -1600 მიკროგრ.იოდი – 6 მიკროგრ.კობალტი – 12 მიკროგრ.მარგანეცი – 19 მიკროგრ.თუჯი – 76 მიკროგრ.ფტორი – 130 მიკროგრ.თუთია – 2055 მიკროგრ.

თეგები
Close
Close