გასართობისაკითხავიუცნაური

ყველაზე აბსურდული გადასახადები

image

ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის ეს ერთ-ერთი ცნობილი ფრაზა: “ფულმა სუნი არ იცისო”, რომელიც რომის იმპერატორმა ვესპანსიანემ წარმოსთქვა და აქედან გამომდინარე კი ფული და გადასახადები შუა საუკუნეებიდან დღემდე არსებობს, რაც გამოწვეული იყო ხშირ შემთხვევაში ხარბი მმართველის მიერ, თუნდაც სახელმწიფო ხაზინის მიერ დაწესებული გადასახადები სამოქალაქო ომის შემდეგ ბიუჯეტის შევსების მიზნითა და ა.შ. სტატიაში კი მინდა გამცნოთ ყველაზე უცნაური გადასახადების შესახებ შუა საუკუნეებიდან დღემდე.

1. გადასახადი სიცოცხლისთვის. ასეთი უცნაური გადასახადი დააწესა ინგლისის სახელმწიფო ხაზინამ XIV-ე საუკუნეში, რომელშიც პირდაპირი მნიშვნელობით მოიაზრებოდა გადასახადი ყოველი ცოცხალი ადამიანისგან, თუმცა ასეთმა ბრწყინვალე იდეამ (მათთვის) ვერ გასტანა დიდხანს და დიდი აჯანყების შემდეგ უკანონობას ბოლო მოეღო მალევე.

image

2. გადასახადები წვერის გამო. 1689 წელს პეტრე პირველმა დააწესა გადასახადები წვერების მქონე მამაკაცებზე, შესაბამისად იმ დროს წვერს მხოლოდ მდიდარი ატარებდა, ხოლო ვინც გადასახადს არ იხდიდა ფულის უქონლობის გამო, ჯარიმდებოდა, ატუსაღებდნენ ციხეში და იქ ამუშავებდნენ ჯარიმის დასაფარად.

3. გადასახადი ყურებზე. 1920 წელს ტიბეტში დაინერგა ასეთი ბეგარა, თითოეული ოჯახი, თითოეული ყურის საფასურს, გარკვეულ 1 იენს იხდიდა 1 ყურზე, ითვლებოდა ასევე შინაური ცხოველებიც, ხოლო ვინც ვერ იხდიდა, შესაბამისად აჭრიდნენ ყურებს და შემდგომ აღარ უწევდა გადასახადების გადახდა ყურების არ ქონის გამო.

image

4. გადასახადი სარეცხის გავლებისთვის. 20-ე საუკუნის დასაწყისში ასეთი უცნაური კანონი არსებობდა წყლის მეპატრონეებისგან, ყინვა ზამთარში, სარეცხის გასავლებად წყლის ხვრელთან მისასვლელად 20 კაპიკს იხდიდა ხალხი და თითო გავლებულ “სარეცხზე” კი 2 კაპიკს.

image

5. ფანჯრის გადასახადი. 17-18 საუკუნეებში ინგლისსა და შოტლანდიაში დაინერგა გადასახადები სახლის ფანჯრების რაოდენობის მიხედვით, ღარიბ მოსახლეობას, რომელიც ბეგარას ვერ იხდიდა, უწევდათ სახლის ფანჯრების აგურით ამოშენება. ეს უკანონო კანონი სამწუხაროდ დიდხანს გაგრძელდა და მხოლოდ 1851 წლის 24 ივლის გაუქმდა.

image

6. გადასახადი დაჩრდილვისთვის. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, 1993 წელს ვენეციაში შეიმუშავეს კანონი, რომლის თანახმად არცერთი ღია რესტორნისა თუ ბარის მეპატრონე არ დაიშვება ღია ცის ქვეშ დაწესებულება გადახუროს, ამ დაჩრდილვის გამო მას ეკისრება გადასახადები ჯარიმის სახით, რომელსაც უხდის სახელმწიფო ხაზინას.

image

7. გადასახადი ქუდის ტარებისთვის. თქვენდა გასაოცად, ეს მართლაც უკანონო კანონი დიდ ბრიტანეთში საკმაოდ დიდხანს, 1784-დან 1811 წლამდე არსებობდა. წარმოიდგინეთ იმ დროს თითქმის ყველა ჯენტლმენი ქუდს ატარებდა და ამიტომ უწევდათ გადასახადების გადახდა ამისათვის, სახელმწიფო კი საკმაო თანხებს გამოიმუშავებდა ამ გზით. რომელ მამაკაცსაც გადასახადი გადახდილი ჰქონდა, მას ქუდზე შესაბამის “იარლიყს” უკეთებდნენ, რომ ჯარიმისგან თავი დაეცვა, ხოლო ვინც ამ “იარლიყს” აყალბებდა, მათ შესაბამისი სასჯელით სჯიდნენ. რაც შეეხებათ ამ ქუდების მკერავებს, რომლებიც გადასახადებს არ იხდიდნე, ორმაგად ჯარიმდებოდნენ.

image

 

8. ბეღურების გაჩანაგების ბეგარა. XVIII-ე საუკუნეში, გერმანიის ქალაქ ვიურტემბერგში შეიმუშავეს კანონი, რომლის თანახმად თითოეული მცხოვრები ჩართული უნდა ყოფილიყო ბეღურების განადგურების საკითხში, ვინაიდან თვლიდნენ რომ ეს ფრინველები მათ ხელს უშლიდა ნორმალურ ცხოვრებაში, სახელმწიფო კი იქით უხდიდა მოსახლეობას განსაზღვრულ თანხას, ხოლო თუ რომელიმე მათგანი, ვერ მოახერხებდა განსაზღვრული რაოდენობის ბეღურის გაჩანაგებას, ორმაგად ჯარიმდებოდა.

image

 

9. გადასახადები სიმხდალეზე. ინგლისში, 1100-1135 წლებში, ჰენრი 1-ის მეფობის დროს შემოიღეს კანონი, რომლის თანახმად, მამაკაცი, რომელიც ბრძოლაში წასვლაზე მეფისთვის თავგანწირვისთვის უარს ამბობდა, ჯარიმდებოდა ბეგარით, რომლის ოდენობა შემდგომში 300%-ით, მეფე იონმა შეცვალა. ასეთი გადასახადები 300 წელზე მეტ ხანს არსებობდა ინგლისში.

image

 

10. სამეურნეო გადასახადები. სოფლის მეურნეობაც ჩაერთო ყველაზე აბსურდულ გადასახადებში. 2003 წელს ახალ ზელანდიაში შემოიღეს კანონი, რომლის თანახმად აიკრძალა ძროხის “ნაკელის” სათბურებში აირად გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობა მეწარმეს აჯარიმებდა.

image

 

წყარო : intermedia.ge

loading...
თეგები
Close
Close