ვირტუალური დამხმარე სამზარეულოში – Kitchen Hideaway
ვირტუალური დამხმარე სამზარეულოში – Kitchen Hideaway…
საკვების მომზადებისთვის საჭიროა მითითებები და განსაკუთრებული უნარები, რომლებიც უნდა მიიღოთ პროფესიონალებისგან. ჩაფხუტი Kitchen Hideaway დაგეხმარებათ, რომ მოამზადოთ იდეალური კერძი ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციების მოცემით და ასევე დაგეხმარებათ, რომ დისტანციურად მართოთ სამზარეულოს ყველა ელექტრონული ნივთი.
დენიელ დობროგორსკის კონცეფცია უერთდება სამზარეულოს ყველა ელექტრონულ ნივთს და საშუალებას გაძლევთ, რომ მართოთ ისინი ჟესტებისა და ხმოვანი ბრძანებებით. თქვენ შეგიძლიათ კერძთა ფართო ბაზიდან ამოარჩიოთ კერძი და ისწავლოთ მისი მომზადება ვირტუალური შეფ-მზარეულის დახმარებით, რომელიც დაწვრილებით მოგიყვებათ მომზადების პროცესის შესახებ.
Kitchen Hideaway შედგება ჩაფხუტისგან და დოკ-სადგურისგან, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ დატენოთ ჩაფხუტი, ასევე ის წვდომას გაძლევთ რეცეპტების მონაცემის ბაზასთან. მოწყობილობამ Electrolux Design Lab-ის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე მოიგო პრიზი.