არქივი

აღმოჩენა გვატემალაში

98199bf61159

ჩრდილოეთამერიკელმა და გვატემალელმა ისტორიკოსებმა, რომლებიც მაიას უძველესი ქალაქის, ელ მირადორის (გვატემალა) საკანალიზაციო სისტემას იკვლევდნენ, ჩუქურთმებით დაფარული უზარმაზარი ფრიზი აღმოაჩინეს.

ხელოვნების ნიმუში ჩვენს წელთაღრიცხვამდე, სულ მცირე, 200 წლით ადრე შეიქმნა. ის ტყუპი ღვთაების, ხუნახპუსა და შბალანკეს ისტორიას ასახავს. მითოსის თანახმად, ტყუპმა ღვთაებებმა მოახერხეს საიქიოს გამგებელ შიბალბისთვის მათი მოკლული მამის თავი წაერთმიათ და თან წამოეღოთ.
ფრიზის ავტორმა ტყუპი ძმა ციურ ურჩხულებს შორის მამის თავით ხელში გამოსახა.
c286fb71ce11

“ეს აღმოჩენა მოწმობს, რომ შბალანკესა და ხუნახპუს რწმენა ქრისტეს დაბადებამდე 300 წლით ადრე არსებობდა. ეს კი მაიას ცივილიზაციის ავთენტიკურობას ადასტურებს”, – განაცხადა კვლევების ხელმძღვანელმა რიჩარდ ჰეზენმა.
de46523d9299

ტყუპი ძმის ისტორია აღწერილია წიგნში “პოპოლ ვუხი” (“ხალხის წიგნი” – მითებისა და ლეგენდების კრებული). დომინიკელთა ორდენის ბერმა ფრანსისკო ხიმენესმა 1701-1703 წლებში ის შემთხვევით აღმოაჩინა. სასულიერო პირმა კარგად იცოდა კიჩეს ენა, ამიტომ ინდიელთა ტექსტის თარგმნა და გადაწერა შეძლო.
8f9c1ac96b3f

“პოპოლ ვუხის” ეპოსში რამდენიმე მითოლოგიური ციკლია, რომელიც სხვადასხვა დროს შეიქმნა. მასში ლაპარაკია სამყაროს შექმნასა და კიჩეს სახელმწიფოს ისტორიაზე.

ქვაში ამოკვეთილი მითოლოგიური სიუჟეტი ძველი აუზის ზედა ნაწილს ამკობდა, რომელიც სავარაუდოდ ელ მირადორის ელიტის წარმომადგენელთა განბანის რიტუალისთვის იყო განკუთვნილი.
282cd9ec6fe2

მაიას ცივილიზაციით დაინტერესება XVIII საუკუნის მიწურულიდან დაიწყო. პირველი მკვლევარი იყო ესპანეთის არმიის კაპიტანი ანტონიო დელ რიო, რომელმაც მაიას ქალაქი პალენკე აღმოაჩინა დიდებული პირამიდებითა და სასახლეებით.

20 წლის შემდეგ ესპანელთა სამსახურში მყოფმა ჰოლანდიელმა გილერმო დიუპემ ესპანეთის მეფე კარლოს IV-სგან მიიღო დავალება, შეესწავლა მექსიკის სიძველეები.
აშშ-ის ანტიკვარულმა საზოგადოებამ და ჰარვარდში პიბოდის მუზეუმმა 1885 წელს იუკატანზე ახალგაზრდა მეცნიერის, ედვარდ გ. ტომსონის ხელმძღვანელობით სპეციალური ექსპედიცია გაგზავნეს, რომელიც 40 წლის განმავლობაში შეისწავლიდა ცივილიზაციას.
9ee34e4bb7c7
თუმცა მაიას ისტორიის გასაღები სწორედ მას შემდეგ იპოვეს, რაც კიჩეს ტომის ინდიელებმა, რომელთაც იცოდნენ ძველი დამწერლობა, ლათინური შრიფტით ჩაიწერეს კიჩეს ხალხის წმინდა წიგნი “პოპოლ-ვუხი”. სამწუხაროდ, მისი ორიგინალი დაიკარგა და შემორჩა მხოლოდ ლათინური ტრანსკრიფცია. ხელნაწერი, როგორც აღვნიშნეთ, XVIII საუკუნეშია ჩაწერილი.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button