რომში ,,კალუგულას” სამარხი აღმოაჩინეს
რომის სამხრეთით, ნემის ტბის მახლობლად, სადაც იმპერატორ კალიგულას ვილა მდებარეობდა, პოლიციამ სამარხების ქურდები დააკავა. დაკავებული 2,5-მეტრიანი სტატუის მოპარვას ცდილობდა. ბოროტმოქმედი იმ დროს შეიპყრეს, როცა სკულპტურის ფრაგმენტის მანქანაში ჩადებას აპირებდა.
მაგრამ ეს უმნიშვნელო დეტალია. მთავარი ისაა, რომ დაკავებულის წყალობით კალიგულას დაკარგული სამარხის მიგნება მოხერხდა.
გაიუს იულიუს ცეზარ ავგუსტ ჰერმანიკს სწორედ კალიგულას სახელით იცნობდნენ. ის მესამე იმპერატორი იყო იულიუს-კლავდიუსთა გვარიდან. კალიგულა რომს I საუკუნეში, 37 წლის 18 მარტიდან 41 წლის 24 იანვრამდე მართავდა.
თანამედროვეები მას შეშლილს უწოდებდნენ იმის გამო, რომ თითქოს სექსუალური კავშირი ჰქონდა თავის დებთან; ცდილობდა. საკუთარი ცხენი კონსულად გამოეცხადებინა.
იმპერატორი 28 წლის ასაკში, შეთქმულების შედეგად დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ მისი სხეულის კრემაცია მოხდა.
უძველეს ნაგებობათა ნანგრევები არქეოლოგებმა მუსოლინის პერიოდში აღმოაჩინეს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა.
პოლიციელთა განცხადებით, “შავი” არქეოლოგის მიერ აღმოჩენილი სტატუა სამხედრო ფეხსაცმელში, კალიგში გამოწყობილი იმპერატორია. კალიგი კალიგულას უსაყვარლესი ფეხსაცმელი იყო. ბავშვობაში, როდესაც მამას გერმანიის კამპანიაში ახლდა, სწორედ კალიგი ეცვა. ამის გამო შეარქვეს მეტსახელად კალიგულა, რაც დიდად არ ხიბლავდა.
წინასწარი შეფასებებით, სტატუის ღირებულება დაახლოებით მილიონი ევროა. იგი იშვიათი ბერძნული მარმარილოთია შესრულებული. სტატუის მასალა და ის ფაქტი, რომ კალიგულა მდიდრულად შემოსილია და თავზე გვირგვინი ადგას, იმის თქმის საფუძველს იძლევა, ის რომ იმპერატორის სამარხში ინახებოდა.
დაკავებულმა პოლიციას ის ადგილიც აჩვენა, სადაც სტატუა აღმოაჩინა. ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები უკვე დაიწყო.