კრეატივისაკითხავიუცნაური

10 ყველაზე გასაოცარი მინის სახლი


10 ყველაზე გასაოცარი მინის სახლი…

Haus D10
შტუტგარდულმა სტუდიამ Werner Sobek Design-მა შესძინა სიცოცხლე Haus D10-ს. მინის სახლი გამოიყურება ძალიან ორგანულად და ცოცხლად. სასადილოს ღია ზონები და სასტუმრო ოთახები საშუალებას აძლევენ სტუმრებს, რომ დატკბნენ ბაღის ულამაზესი ხედით. სახლის პირველი სართული მდებარეობს მიწის ზემოთ, ხოლო დანარჩენი ოთახები სარდაფშია. პირველ სართულზე მდებარეობს სასტუმრო ოთახი. ყველა აუცილებელი ენერგია გამომუშავდება აქვე ფოტოელექტრონული პანელებისა და სითბური გეოთერმული ტუმბოს საშუალებით.

House NA
მათ ვისაც არაფრის დამალვა არ მოსწონთ შეუძლიათ, რომ იცხოვრონ სახლში სახელად House NA. სახლში არის ბევრი ჰაერი და სინათლე, მაგრამ არსად არის დაფარული ადგილი. პროექტის ავტორები მუშაობენ ფირმაზე – Sou Fujimoto Architects. სახლის ფართობი შეადგენს 85 კვადრატულ მეტრს.

მინის სახლი სინგაპურში
ეს მინის სახლი სინგაპურში შექმნილია ჩინელი დიზაინერების – Neri და Hu-ს მიერ, სახლი შედგება ორი ნაწილისგან და აქვს L-ის ფორმა. იდეის წყარო არის ჩრდილოეთ ჩინეთში მდებარე ტრადიციული ტიპის სახლები. სამ სართულზე ცხოვრობს სამი სხვადასხვა ოჯახი, მაგრამ ამ სართულიდან ერთი მიწაშია.

მინის პავილიონი
უნიკალური ფორმის მინის სახლი ააშენეს იტალიაში. მისი განსაკუთრებულობა ის არის, რომ საერთოდ არ უნდა იფიქროთ კედლების დეკორაციაზე. სახლი მდებარეობს გორაკის წვეროზე – ტბა ლუგანოს ნაპირებზე. სახლი შედგება ორი ფრთისგან, რომლებიც ორგანიზირებულები არიან სხვადასხვა დონეებზე და შესაბამისად ლანდშაფტის თავისებურებაზე. მრავალკუთხოვან პავილიონში განთავსებულია სასადილო ოთახი, სასტუმრო ოთახი, სამზარეულო და სამეურნეო ოთახები, ხოლო დაბლითა დონეზე არის საძინებელი, სააბაზზანო ოთახები და ასევე ავტოსადგომი. თითოეულ დონეს თავისი შესასვლელ-გასასვლელი აქვს. დიდი ყურადღება მიაქციეს სახლის შემქმნელებმა ეკოლოგიის პრობლემას, სწორედ ამიტომ გამოიყენება გეოთერმული ენერგია, ბაღი სახურავზე და ნაწვიმი წყლის შეგროვების სისტემაც კი.

მინის სახლი
მინის სახლი მდებარეობს გასაოცარ ადგილას. პროექტის ავტორებმა სახლს შთანთქეს არქიტექტურის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი – “ნაკლები უკეთესია”. ავტორებმა მასალების გამოყენება მინიმუმამდე დაიყვანეს. კონცეფცია აღებულია სახლისგან Farnsworth, რომელიც მდებარეობს Mies van der Rohe. განსხვავება არის მხოლოდ ფუნდამენტის სიმეტრიულობაში. მთელი სახლი დაფარულია მინით. კარკასი წარმოადგენს კუბს და შემოზღუდულია მხოლოდ მეტალის ჩარჩოთი, რომელიც გაფერადებულია შავ ფერში. საბოლოოდ იქმნება ისეთი შეგრძნება, რომ სინამდვილეში ხარ სახურავს ქვემოთ, მაგრამ თითქოს არ ხარ სახლში.

H House
ორიგინალური მინის სახლს აქვს საინტერესო ფორმა და დაფარულია ცისფერი კედლებით. მასში არის მინის მხოლოდ კედლები და ჭერი, საიდანაც მაქსიმალურად შემოდის სინათლე. ის ააშენეს ფირმა Wiel Arets Architects-ის სპეციალისტებმა.

კალიფორნიული სამოთხე
მინის სახლმა კალიფორნიაში შეუძლია თავი მოიწონოს არამარტო თავისი სილამაზით, ასევე თავისი ზომებითაც. არქიტექტორმა Jonathan Segal Lemperle Residence-მა სახლი ააშენა პირდაპირ ოკეანის წინ ლა-ჰოიაში. ავტორებმა შეძლეს შეექმნათ ინტერიერის და ექსტერიერის კავშირი მინის მაქსიმალური გამოყენებითა და ტერასების მშენებლობით. სახლის ფართობი არის 445 კვადრატული მეტრი.

მინის სახლი ტექსასში
ამ მინის სახლის განსაკუთრებული ფორმით სახლი პრაქტიკულად გამოიყურება ფუტურისტულად. სახლი აშენებულია მიწიდან ორი მეტრის სიღრმეზე, ხოლო სახურავი იზოლირებულია და დაფარულია ბალახით. Bercy Chen Studio-ს არქტიტექტორებმა შექმნეს ეს საოცრება. მიუხედავად იმისა, რომ სახლი მაინც პრიმიტიულად გამოიყურება ის აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით: HVAC-ის ჩამონტაჟებული სისტემა გათბობისთვის, ვენტილაცია და კონდინცირება, წყლის გაცხელება.

მინის სახლი ფანჯრებისგან
ავტონომიურ საზოგადეობაში – Christiania-ში კოპენჰაგენთან მდებარეობს უცნაური სახლი. მისი კედლები აშენებულია ძველი ფანჯრებისგან და დიახ მთელი სახლი აშენებულია ნახმარი მასალებისგან. ის არის ორიგინალური, უნიკალური და ფუნქციონირებადი. ერთ დროს ამ ადგილას იყო სამხედრო ყაზარმები. როდესაც სამხედროები წავიდნენ აქ გადმოსახლდნენ უსახლკაროები და რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს, რომ სინამდვილედ ექციათ თავიანთი ფანტაზიები. ადგილობრივმა მთავრობამ რამდენჯერმე სცადა, რომ დაენგრიათ უსახლკაროების მიერ აშენებული ნაგებობები, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ ისინი არიან დანიის კულტურული მემკვიდრეობის განუყოფილი ნაწილი.

მინის სახლი ლონგ-აილენდში
სახლი მდებარეობს ლონგ-აილენდის მჭიდროდ დასახლებულ ადგილას. სახლის ფართობი შეადგენს 510 კვადრატულ მეტრს და ეს ფართობი მოიცავს ექვს საძინებელს, ექვს სააბაზანოს. იმისათვის, რომ თითოეული ფანჯრიდან გახედვა სასიამოვნო იყოს შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ სახლი აეშენებინათ “ფეხებზე”. დაბლა არის ადგილი ოთხი ავტომობილისთვის.

თეგები
Close
Close