გამოგონებაგასართობიუცნაური

Hima – თოვლმავალის კონცეფცია- იპონია


ამ პოსტში წარმოგიდგენთ იაპონელების „Hima -თოვლმავალს“.
ოჰ, ეს იაპონელები, ისინი მთელს გამოცდილებასა და ფანტაზიას ახმარენ ისეთი ნივთების შექმნას, რომელიც მათ ცხოვრებას გაამარტივებს, ამ მხრივ პირველობას იაპონელები არავის უთმობენ.
ყოველთვის რაღაცას იგონებენ: რამდენიმე საინტერესო მანქანის მოდელი, სწრაფი მატარებელი ან მოტოციკლი, მოსიარულე კრესლო, ძაღლი-რობოტი,სპეციალური ქოლგა, რომელიც წვიმის წვეთებს აგროვებს, ფილტრავს და გვაძლევს საშუალებას წყურვილი მოვიკლათ, მაღალკვალიფიციურმა იაპონელმა სპეციალისტებმა წარმოგვიდგინეს თანამედროვე კბილის ჯაგრისის ახალი კონცეფცია, ნანო მინერალებით- კომპანიამ ”Yumeshokunin” წარმოადგინა კბილის ჯაგრისი Misoka, რომლითაც კბილების დღეში მხოლოდ ერთხელ გახეხვაც საკმარისია. თან რაც მთავარია მას პასტა არ ესაჭიროება… ჯაგრისის ღეროთა წვერები მიკროსკოპულ მინერალთა ნაწილაკებით არის დაფარული და ეს შემადგენლობა არამარტო ძალზე ეფექტურად წმენდს კბილების ზედაპირს, არამედ, რაც მთავარია ემალზე წარმოქმნის მინერალებს და ავსებს კბილის ბზარებს, რათა იქ, კვების დროს არ მოხდეს ბაქტერიების შეღწევა. ასე რომ ეს სიახლე იცავს თქვენს კბილებს მიკროორგანიზმებისგან და თავიდან აგარიდებთ ემალის დაზიანებას. ეს ამცირებს კარიესის რისკს, ხელს უშლის კბილის ქვის ფორმირებას, და მრავალი სხვ. საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია !
და, აი ეხლა თოვლმავალის (Hima snowmobile) ახალი კონცეფცია …
ჩემი აზრით, ცუდი არ არის ! (ნახეთ ვიდეო:)
ექსპერტების გადაწყვეტილებას დაველოდოთ…











ნახეთ ვიდეო:

loading...
თეგები

blogerlady

age: 14
Close
Close