არქივი

“ტეკუმსეს წყევლა”

f0397aca326b

1811 წელს ინდიანას შტატის სენატორმა უილიამ ჰარისონმა მდინარე ტიპეკანის ნაპირებთან ინდიელთა დასახლება გაანადგურა. ამ დროს ამერიკელ ინდიელთა ტომების გამაერთიანებელი, ბელადი ტეკუმსე (“მფრინავი ისარი”) ბანაკში არ იმყოფებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ შინ მობრუნებულმა ტეკუმსემ ჰარისონს თავისი შამანი ძმის, ტენსკვატავას (“ნათელმხილველი”) წერილი გაუგზავნა: “ჰარისონი გაიმარჯვებს და გახდება უდიდესი ბელადი. ჰარისონი მოკვდება ისე, რომ თავის ვადას ვერ დაასრულებს და ასე დაემართება ყოველი 20 წლის შემდეგ არჩეულ ყველა უდიდეს ბელადს 7 მუხლის განმავლობაში. ბოლოს, ბელადი გახდება ქალი და ქვეყნის არსებობა დასრულდება”.

 

ეს წინასწარმეტყველება, რომელიც შეერთებული შტატების ისტორიაში “ტეკუმსეს წყევლის” სახელით შევიდა, მაშინ ყველამ თრიაქით გაბრუებული შამანის ბოდვად ჩათვალა, თუმცა, მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა თვით ყველაზე დიდი “ურწმუნოებიც” დააფიქრა.
d5f7620a5245

1840 წელს უილიამ ჰარისონი მართლაც გახდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ინაუგურაციიდან 1 თვის შემდეგ პნევმონიით გარდაიცვალა.

1860 წელს “უდიდესი ბელადის” პოსტი აბრაამ ლინკოლნმა დაიკავა. იგი თეატრში ყოფნისას მკვლელმა გამოასალმა სიცოცხლეს.
d45df361383a

1880 წელი. ამერიკის პრეზიდენტი ჯეიმს გარფილდი გახდა. ერთი წლის შემდეგ მას  რკინიგზის სადგურზე ესროლეს.

1900 წელს ამერიკის პრეზიდენტად უილიამ მაკკინლი აირჩიეს. გამოფენაზე სტუმრობისას პრეზიდენტი ანარქისტებმა მოკლეს.
2fa036317d70

1920 წელს არჩეული პრეზიდენტი უორენ ჰარდინგი სამი წლის შემდეგ გულის შეტევით გამოეთხოვა სიცოცხლეს.

1940 წელს არჩეულმა თეოდორ რუზველტმა  საპრეზიდენტო ვადის დასრულება ვერ შეძლო – 1944 წელს ინსულტით გარდაიცვალა.
beb5da06aa8d

წყევლის ბოლო, მე-7 მუხლი მართლაც განსაკუთრებულად “დაიხურა” – დაქირავებულმა მკვლელმა დალასში სტუმრობისას მოკლა 1960 წელს არჩეული ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრეზიდენტი – ჯონ კენედი.
3ccc66156113

მსგავსი ამბები

Back to top button