გამოგონებასაკითხავიუცნაური

ელექტრონული მზარეული – Chef Brown


ელექტრონული მზარეული – Chef Brown…

კულინარიის ხელოვნების შესწავლა არც ისე რთულია და სახალისოცაა, განსაკუთრებით კი მაშინ როდესაც მასწავლებელი არის საყვარელი ელექტრონული მზარეული Chef Brown-ი, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მოგცემთ ინსტრუქციებს და მოგიყვებათ ამა თუ იმ კერძის მომზადების თავისებურებებზე.

მოწყობილობაა შექმნილია დიზაინერ Sim Peng Hui-ს მიერ. Chef Brown უერთდება ინტერნეტს და იწერს რეცეპტების ოფიციალურ ბიბლიოთეკას. რეცეპტების დალაგებაც არის შესაძლებელი სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით: კერძის ეროვნება, მომზადების სურთულე, სადღესასწაულო კერძები და სხვა. მზარეულის ფიგურაზე განლაგებულია მართვის ღილაკები.

მოწყობილობას შეუძლია გაახმოვანოს რეცეპტი, რომ მომხმარებელი არ მოწყდეს მომზადების პროცესს. შეფ-მზარეული ბრაუნი მოეწონებათ როგორც გამოცდილ კულინარებს, ასევე დამწყებებს და ასევე ბრაუნი ასწავლის ბავშვებს იოლი კერძების მომზადებასაც.

თეგები
Close
Close