გასართობისაკითხავიუცნაური

10 ადამიანი, რომლებმაც ბევრი ფული იპოვეს და უკან დააბრუნეს


წარმოიდგინეთ, რომ სუპერმარკეტში უეცრად იპოვეთ პაკეტი, რომელშიც დევს 100 ათასი დოლარი. რას მოიმოქმედებთ? გადაიხდიდით ვალებს, იყიდიდით ახალ სახლს, თუ იყიდიდით ახალ, ბოლო მოდელის ავტომობილს? მაგრამ, სანამ რაიმეს მოიმოქმედებდით გულის სიღრმიდან რაღაც ხმა გეტყოდათ შემდეგ სიტყვებს: “ეს შენი ფული არ არის, ის უნდა დააბრუნო. ვიღაცამ დაკარგა და შეიძლება მფლობელს ძლიერ სჭირდება…”. თქვენ რას გააკეთებდით? დაუბრუნებდით ფულს მფლობელს?

უცნობი უსახლკარო ქალი
62 წლის უსახლკარო ქალმა კანადური ქალაქიდან – კალგარიდან ქუჩაში იპოვა საფულე, რომელშიც იყო 10 000 დოლარზე მეტი ნაღდი ფული და მიუხედავად იმისა, რომ ის ცხოვრობდა ადგილობრივ უსახლკაროთა სახლში, მან გადაწყვიტა ფული დაებრუნებინა პატრონისთვის. “აზრი, რომ ფული ჩემთვის დამეტოვებინა თავში არც კი მომსვლია” – გამოტყდა ქალი. ინციდენტენტმა თანაგრძნობის დიდი ტალღა გამოიწვია და ისტორია მოხვდა გაზეთების პირველ ხაზებზე. ბევრმა ადამიანმა მას შესთავაზა ბევრი ფულის სახით დახმარება, მაგრამ მან გადაწყვიტა, რომ დარჩენილიყო ინკოგნიტო. საფულის მფლობელმა თავისი 500 დოლარის სახით და სხვა ადამიანების დახმარებით მოაგროვა იმდენი ფული, რომ ეყიდათ სახლი ქალისთვის.

სუპერმარკეტ Walmart-ის თანამშრომელი.
ბისმარკ მენსა გახლავთ სუპერმარკეტ Walmart-ის თანამშრომელი ვაშინგტონში. ბისმარკი აგროვებდა ურიკებს საავტომობილო ავტოსადგომზე და იპოვა კონვერტი, რომელშიც 20 000 დოლარი იდო. ის უცებ დაეწია მყიდველის ავტომობილს, რომელმაც დატოვა ურიკა და დაუბრუნა ფული მფლობელს. ფული ეკუთვნოდა ლეონე და გერი ელტონებს. ოჯახური წყვილი გაჩირდა მარკეტთან მას შემდეგ რაც მიიღეს საფინანსო კომპანიისგან ფულადი თანხა, ახალი სახლის პირველი შენატანისთვის. ბისმარკმა უარი განაცხადა ჯილდოზე და ასევე უარი თქვა, რომ მისულიყო წყვილთან ვახშამზე. დღეს ბისმარკ მენსა აგრძელებს Walmart-ში მუშაობის საათში 9 დოლარის სანაცვლოდ.

ბებია
75 წლის ბებია ბილი უოთსონი ტენესიდანაა, ის იმყოფებოდა ადგილობრივ რესტორანში – Cracker Barrel-ში, როდესაც დაინახა ჩანთა, რომელიც ეკიდა კარებთან. ჩანთაში იყო ორი ქალის ფოტო და 97 ათასი დოლარი. მან შეატყობინა ფაქტის შესახებ რესტორნის თანამშრომლებს და დატოვა თავისი ნომერი. ცოტახანში მას დაურეკა ქალმა და ზუსტად აუღწერა ჩანთა ფოტოებთან ერთად. უოთსი დაბრუნდა რესტორანში, რომ დაებრუნებინა ნაპოვნი ნივთი. მფლობელს სურათის დაბრუნება უფრო გაუხარდა, რადგან ეს იყო ერთადერთი სურათი თავისი ახლად გარდაცვლილი ქალიშვილის. ფული მიღებული იყო სადაზღვევო კომპანიისგან გოგონას გარდაცვალების გამო, რომლითაც ქალი აპირებდა გადასვლას ფლორიდაში ვაჟთან ერთად. ბილი უოთსონს შესთავაზეს 1000 დოლარი, მაგრამ მან უარი განაცხადა.

სახლის ახალი მფლობელი
ჯოშ ფერინმა იყიდა იუტას შტატში სახლი თავისი ოჯახისთვის. ავტოსადგომში მან შეამჩნია ნაჭერი, რომელიც ეკიდა სხვენის კარებთან, ჯოშმა გააღო ლუქი და სხვენში იპოვა მეტალის ყუთები, რომლებიც ძალიან გავდა მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ტყვიების საცავს. შიგნით იდო გადახვეული რულონები, რომლებშიც იდო ფული. ფერინს შეეშინდა, დაურეკა ცოლს და დაიწყო ფულის დათვლა. მან დაახლოებით დათვალა 45 000 დოლარი. ფერინმა გაიხსენა, რომ ყოფილ მფლობელს ჰყავდა ცოტახნისწინ გარდაცვლილი არნოლდ ბანჰერტერი, რომელიც ცხოვრობდა თავისი შვილებისგან ცალკე. ამიტომაც ჯოშმა გადაწყვიტა, რომ დაერეკა არნოლდ ბანჰერტერის შვილებისთვის და შეეტყობინებინა მათთვის ნაპოვნის შესახებ. არნოლდის ვაჟმა დაადასტურა, რომ მამამისს ჰქონდა ფულის დამალვის ასეთი ჩვევა. ფერინმა ფული დაუბრუნა მფლობელს შემდეგი სიტყვებით: “მე მამა ვარ და ვნერვიულობ ჩემი შვილების მომავალზე. მეც შემიძლია გადავინახო ფული შავი დღისთვის და ამიტომაც არ იქნება სწორი საქციელი ჩემი მხრიდან, რომ არ დავუბრუნო ფული შვილებს, რომელსაც შვილების მამა აგროვებდა მრავალი წლის განმავლობაში”.

ტაქსისტი
ტაქსის 42 წლის მძღოლმა – ადამ უოლდემარიმ ლას-ვეგასიდან გადაწყვიტა, რომ გაესუფთავებინა თავისი ტაქსის სალონი და იპოვა შავი კეისი. კეისში იდო 221510 დოლარი. ფული მან მიიტანა თავისი ტაქსის კომპანიაში. დაახლოებით 1 საათის შემდეგ თავისმა კომპანიამ რაციის საშუალებით კვლავ გამოიძახა, იქ მას დახვდა ეთიოპიელი ტურისტი, რომელიც გადაეხვია და მადლობა გადაუხადა. საქმე იმაში იყო, რომ ტურისტმა მოიგო ადგილობრივ კაზინოში ფული, ხოლო ადამს კი მისცა მადლობის სახით 2000 დოლარი.

გზაში ნაპოვნი ფული
ელი ესტრადს ლონგ-ბიჩიდან ჰქონდა ბევრი ვალი, დანახარჯები ქორწინების გამო და მზარდი ბიზნესი. ამიტომაც როდესაც მან იპოვა 144 000 დოლარი, მან გაიფიქრა, რომ მისი ყველა პრობლემა მოგვარდა. მაგრამ მიხვდა, რომ ეს ფული ვიღაცამ დაკარგა და შეატყობინა პოლიციას. აღმოჩნდა, რომ ფული გადმოვარდა ბრონირებული სატვირთოდან და აღმოჩნდა ქუჩაზე. მიუხედავად იმისა, რომ ელის ჰქონდა ვალები და ჰქონდა პრობლემა დედასთან, რომელმაც სახლი სულ ცოტახნისწინ დაკარგა გადაწყვიტა, რომ ფული დაებრუნებინა. ელი დააჯილდოვეს 2000 დოლარი, ხოლო დედამისი თვლიდა, რომ ნაპოვნი თანხის 10% მაინც ეკუთვნოდა ელის.

კინოთეატრის თანამშრომელი
ფილმის შემდეგ დარბაზის დასუფთავების შემდეგ კინოთეატრის 19 წლის თანამშრომელმა – კრისტოფერ მონტგომერიმ იპოვა ტომარა, რომელშიც იდო 24 000 დოლარი და იმის ნაცვლად, რომ თავის ჯიბეში ჩაედო ფული მან მაშინვე შეატყობინა კინოთეატრის მენეჯერს, რომელმაც იზრუნა, რომ ფული დაბრუნებოდა კანონიერ მფლობელს. ფული ეკუთვნოდა მცირე ბიზნესის მფლობელს – როზმარი ლიმონჩელის. როზმარიმ მადლობის სანაცვლოდ მონტგომერის შესთავაზა ფულადი ჯილდო, მაგრამ მან უარი განაცხადა.

უმუშევარი მასწავლებელი
ქენდის სკოტი სთეიშნის კოლეჯიდან იჯდა თავისი ავტომობილის საჭის წინ და შემთხვევით გზის ნაპირას შეამჩნია ჩანთა. ქენდისი გაჩერდა, რომ შეემოწმებინა და ჩანთა აღმოჩნდა ფულით სავსე – 20 000 ამერიკული დოლარი. ქენდისმა დაფიქრდა დაერეკა 911-ში დაერეკა თუ თვითონ მიეტანა ფული პოლიციაში. მოგვიანებით ქენდისმა შეამჩნია ლოგო Chase Bank და გადაწყვიტა, რომ მიეტანა ბანკში. ფილიალის დირექტორმა მას მადლობა გადაუხადა და აჩუქა ბარათი, რომელზე 500 დოლარი იყო დარიცხული.

ოფიციანტი
ჯენიფერ შოუ არის რესტორან Mercer-ის ოფიცანტი, სავანაში – ჯორჯიის შტატში. ჯენიფერმა იპოვა კონვერტი რომელშიც იდო 5000 დოლარი და რომელიც დარჩათ კაცების ჯგუფს. ჯენიფერი მათ მალევე დაეწია და კონვერტი დაუბრუნა მფლობელს, ხოლო მფლობელმა მას მისცა 100 დოლარი მადლობის სახით.

10 წლის ბიჭი
10 წლის ტაილერ შეფერი გახლავთ კანზას-სიტიდან და იმის გამო, რომ შეფერხდა თვითმფრინავის რეისი მთელი ღამე გაატარა მშობლებთან ერთად სასტუმრო КС Hilton airport.-ში, ხოლო წასვლის წინ ის გამოუტყდა მამამისს: “მე ვიპოვე ფული!”. მამამისმა – კოდი შეფერმა აიღო ნაპოვნი ყუთი, რომელშიც აკურატულად ჩალაგებული იყო 100 დოლარიანი კუპიურები და დათვლის შემდეგ აღმოჩნდა 10 000 დოლარი. კოდი შეფერს შეეშინდა, რომ ეს ფული შეიძლება ყოფილიყო ნარკომაფიის და შეფერმა ის გადასცა სასტუმროს დაცვის სამსახურს, რომელმაც შემდეგ გადასცა პოლიციას. ფულზე ყურადღება არავის გაუმახვილებია, ხოლო კანონის თანახმად თუ შვიდი თვის განმავლობაში დაკარგულს არავინ მოაკითხა მაშინ ნაპოვნი გადაეცემა მპოვნელს, მაგრამ კოდი შეფერმა და მისმა შვილმაც უარი განაცხადეს ფულის აღებაზე.

თეგები
Close
Close